x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

თუთა ერთ-ერთი ყველაზე ყინვაგამძლე მცენარეა, რომელიც დიდ მზრუნველობას არ მოითხოვს. ის გამორჩეულია თავისი წვნიანი, გემრიელი და არომატული ნაყოფით. თუმცა, თუთის ფოთლები თავისი სასარგებლო თვისებებით ნაყოფს არ ჩამოუვარდება. საინტერესო ფაქტია, რომ საუკუნეების წინ პროდუქტი ძალიან ფასობდა. ჩინელები მას აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად იყენებდნენ. შედეგად კი, ეს მცენარე ჩინური აბრეშუმით ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. დღეს მის ფოთლებს სხვადასხვა გზით ვიყენებთ, ძირითადად როგორც დიეტური დანამატი.


სულ სამი ტიპის თუთის ხეა – წითელი, თეთრი და შავი. მათ სახელები ნაყოფის ფერის მიხედვით ეწოდა. ფოთლებს რაც შეეხება – მათ შორის უმნიშვნელო განსხვავებაა.


თუთის ხის ფოთლის სასარგებლო თვისებები


image

თუთის ფოთლებს ტრადიციულ აზიურ მედიცინაში იყენებენ მისი სასარგებლო თვისებების გამო. ბევრი მათგანი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. მისი ძირითადი უპირატესობებია:


სისხლში შაქრის დონეს ამცირებს


თუთის ფოთოლი გამოიყენება ტრადიციულ აზიურ მედიცინაში დიაბეტის სამკურნალოდ. შესაბამისად, მისი ეფექტურობა სამეცნიერო კვლევებით დამტკიცდა. 2017 წელს PLoS One- ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ თუთის ფოთლის ექსტრაქტმა შეიძლება შეამციროს სისხლში გლუკოზის რეაქცია ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ შესაძლოა ჰქონდეს მოქმედების რთული მექანიზმი, მათ შორის ნაწლავებიდან გლუკოზის შეწოვის შენელება.


ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას


ბევრმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუთის ფოთლებს შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას. 2018 წლის კვლევამ, რომელიც ჟურნალში Pharmaceutical Biology გამოქვეყნდა, დაადგინა რომ ფოთოლში არსებული ფენოლები და ფლავონოიდები ამცირებენ კარდიომეტაბოლურ რისკებს. მეორე კვლევამ, რომელიც BioMed Research International-ში გამოქვეყნდა, აღმოაჩინა რომ აღნიშნული ანტიოქსიდანტები მუშაობს ტრიგლიცერიდის, CRP და LDL დონის შემცირების ხარჯზე.


ეხმარება წონის დაკლებაში


თუთის ფოთოლს პოტენციალი აქვს წონის კლების პროცესში და შეუძლია გაუმკლავდეს სიმსუქნეს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Experimental Biology & Medicine, აღმოაჩინა, რომ თუთის ფოთლის ექსტრაქტს უნარი აქვს შეამციროს სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული გართულებები. ეს მოიცავს პლაზმაში ტრიგლიცერიდის და ლიპიდების პეროქსიდაციის დონის შემცირებას და ამასთან, ხელს უშლის ღვიძლის სტატოზს (დაავადება, რომელიც ხასიათდება ღვიძლის სიმსუქნით).


გააჩნია ქიმიოპროდუქტიული პოტენციალი


თუთის ფოთლებს დიდი ხანია იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Traditional and Complementary Medicine, მოიცავს სხვადასხვა კვლევას (მათ შორის კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს) თუთის ფოთლის ექსტრაქტზე. შედეგად დადასტურდა, რომ მას შეუძლია ხელი შეუშალოს და მართოს სხვადასხვა ტიპის სიმსივნე. მკვლევარები რეკომენდაციას იძლევიან პრეპარატებთან ერთად კომბინირებულად მიიღოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად.


image

თუთის ფოთლის გამოყენება


თუთის ფოთლები აბრეშუმის ჭიის ძირითადი საკვებია. თუმცა, მას სხვა მხრივაც მოიხმარენ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, მას საუკუნეების მანძილზე აზიურ კულტურაში სამედიცინო მიზნით იყენებენ. და ასევე კულინარიული დანიშნულებითაც. ახალგაზრდა და ნაზი ნფოთლები შეიძლება მოვამზადოთ და მივირთვათ. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაზის ფოთლები ტოლმის რეცეპტში. მისი მოხმარების კიდევ ერთი საშუალება ჩაის დაყენებაა გამხმარი ფოთლებისგან.


როგორ მოვამზადოთ თუთის ფოთლის ჩაი?


თუთის ფოთლის ჩაი მარტივია მოსამზადებლად. თქვენ მხოლოდ გამხმარი ფოთლები და ცხელი წყალი დაგჭირდებათ. თუთის ჩაი შეგიძლიათ სერტიფიცირებული სამკურნალო ბალახებით მოვაჭრისგან ან ინტერნეტით შეიძინოთ. ყიდვისას ორგანულ ბრენდებს მიანიჭეთ უპირატესობა.


თუთის ფოთლის ჩაის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. თუთის ფოთლის ჩაი ან
  • თუთის ფოთლის 1 ჩაის პაკეტი
  • 1 ფინჯანი წყალი
  • თაფლი ან ლიმონი გემოვნებით

მომზადება:


  • თუთის ჩაი საუკეთესოა მოამზადოთ 70 - 90 °C ტემპერატურაზე. ამისთვის აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 1 წუთის მანძილზე.
  • ჩაყარეთ ჩაის ფოთლები ფინჯანში და დაასხით ცხელი წყალი. ალტერნატიულად, შეგიძლიათ ჩაის პაკეტი ჩაუშვათ ცხელ წყალში.
  • დააყენეთ 3-5 წუთი.
  • თქვენი ჩაი მზად არის! თუთის ფოთლის ჩაის ყოველგვარი დანამატების გარეშე იღებენ. თუმცა, შეგიძლიათ სურვილისამებრ თაფლი ან ლიმონი დაუმატოთ.

შენიშვნა:

თუ თქვენი ჩაი ძალიან მაგარია, შემდეგში უფრო ცოტა ხნით დააყენეთ. გახსოვდეთ, რომ ჩაის პაკეტებით უფრო ნაკლები დრო სჭირდება, როდესაც მას ცხელ წყალში რამდენჯერმე ასველებთ.

გაფრთხილება:

ჩვენ არ გვაქვს ხანგრძლივი კვლევა თუთის ფოთლების ან ჩაის მიღების გვერდითი მოვლენებზე. თუმცა, ის საუკუნეების მანძილზე ჩინური ტრადიციული მედიცინის ნაწილია. და მაინც, მის მიღებას სიფრთხილით მოეკიდეთ. ფეხმძიმე ქალებმა და ბავშვებმა თავი უნდა შეიკავონ მოხმარებისგან. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თუთის ფოთლები ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. თუ მედიკამენტებს იღებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სანამ ჩართავთ მას თქვენს რაციონში.


ასევე დაგაინტერესებთ:


8 მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად



როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად თაფლის მეშვეობით


რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ


თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა


1
1096
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1096
  
2022, 7 სექტემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1