x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდესაც შვებულებას გეგმავ მთელი წელი და...
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით.




შვებულება ერთადერთი რამ არის, რაც მთელი წლით დამღლელი სამსახურის შემდეგ ადამიანს "გადარჩენის იმედს" უსახავს. შვებულებამდე თვეებით ადრე გეგმავენ ადამიანები თუ სად და როგორ გაატარებენ მას და ეს აუცილებლად ისეთი სრულყოფილი და შთამბეჭდავი უნდა იყოს, რომ შეეძლოთ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით სხვებისთვის გაზიარებაც. თან, აქაც ხომ ერთგვარი მარათონია - ვინ სად, როგორ და რამდენ, სხვაზე უკეთეს ფოტოს გადაიღებს. მოგზაურობა შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ასევე სრულიად უცნაური. უბრალოდ, არასოდეს იცი რა გზით წავა ის!






დღევანდელ სტატიაში მინდა უიღბლო მოგზაურებობების შესახებ ფოტოებით გაგამხიარულოთ.




როდესაც შვებულებას გეგმავ მთელი და წელი და...




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
547
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0