x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"не п@зди Рицарь…იმათ ვინ უთანაგრძნობს ვინც შენმა "ბრატვამ" დახოცა, "ბლი@დ?" - ოქრუაშვილი ვასაძეს

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პარტია "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის მიერ კრემლის ერთი - ერთი პროპაგანდისტისა და ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ წერილში მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"პასუხის პასუხი ლევან ვასაძეს!


შემძრა დუგინის პორტალ "ცარგრადზე" მისი სტატიის წინასიტყვაობამ, რომელიც უმძლავრესი ემოციების პროლოგით იწყება, თუ როგორ შეიტყო იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც მის ძმადნაფიც - ალექსანდრ გელაევიჩ დუგინს დაატყდა თავს. ძალიან ვიდარდე, რომ ამ მძიმე ჟამს ის ზემო იმერეთში, საკუთარ დედულეთში დიდ ბებია "კნიგინია"აბაშიძესთან დაბრუნდა და 102 წლის "კნიგინია" ასეთი მძიმე ტრაგედიის მოზიარე გახადა.

არანაკლებ შემძრა მისმა დარდმა და წუხილმა, რომ ასეთ დროს მისი მეგობრის, დუგინის გვერდით ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობს მე თამადობა ვუწინასწარმეტყველე ქელეხში. არანაკლებ შემძრა იმან, რომ საუკეთესო მეგობრისათვის მისამძიმრებაზე და დარიას უმანკოებაზე საუბრის ნაცვლად უფრო მეტი დრო მე დამითმო. აქ ლამის გული ამიჩუყდა, მაგრამ აღფრთოვანება ვერ დავმალე მისი ჩემდამი შეფასებით - დემონური სისასტიკით (демонической жестокостью) გამორჩეული პიროვნება. ასე სიდედრსაც არ დავუხასიათებივარ არასდროს.


მაგრამ აქ სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული. ეტკინათ ჩემგან რაინდსაც და მის "რადნია"-საც, რადგან ცარგრადზე მიპასუხეს. ჩემი მიზანიც ზუსტად ეგ არის, რომ "დუგინები" მშვიდად ვერ ცხოვრობდნენ განსაკუთრებით საქართველოში.

ცოტა დემაგოგიაც გაუშვა ჩემზე. ეს ის პიროვნებაა რუსებს შეურაცხყოფა რომ მიაყენა - ფეკალიებს სვამენო და ამით ქართული ღვინის ექსპორტი აიკრძალა რუსეთში და არაერთი ქართველი ლუკმა-პურის და მედიკამენტების გარეშე დარჩაო. Ты только не пизди Рицарь - ეგ ყველაფერი პირიქით იყო, ჯერ შენმა "პაპაშა" პუტინმა აკრძალა ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში და მერე მე ვთქვი ეგ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს - დღესაც ბევრი პატრიოტი ქართველი შენს, საქართველოში ჩამოთესლებულ "რადნია"-ს ბევრ რესტორანში იგივე ღვინით უმასპინძლდება შეგნებულად - ослиной мочой разбавляют (შარდის დადებით თვისებებში შენ რომ ერკვევი, ეგრე ვინ?). "რუსნია"-მ ხომ ნამდვილი ღვინის და სტუმარ-მასპინძლობის გემო მაინც არ იცის.



ისე ეპილოგი ისეთი ჰქონდა, დუგინისგან ლენინისთავიანი ასმანეთიანის შუბლზე გაკვრას ნაღდი გამოჰკრა ხელი. Наша утешение – ваше утешение. Господь наш Иисус Христос да призрит в Селениях Праведных деву Дарью и укрепит её Родителей и близких!



იმათ ვინ დაამშვიდებს და უთანაგრძნობს ვინც უკრაინაში და საქართველოში დახოცა შენმა "ბრატვამ" ბლიად?



Но ты не волнуися Рицарь, и тебя скоро вилечем, так что Русня на пороге сентябрь и вам пора из Грузии обратно - на хуй.



პ.ს. მცირე კორექტირი ჩემს სტატუსთან დაკავშირებით. სააკაშვილის თავდაცვის მინისტრი არასდროს ვყოფილვარ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიყავი ყოველთვის."- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.



შეგახსენებთ, რომ გამოსამშვიდობებელ წერილში "ერის" ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილის მოხსენიება დუგინას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილმა ამ პოსტმა შთააგონა:

"ინდე სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა. შვილის ქელეხში თამადა ეყოლება მსოფლიოში ანალოგი რომ არ ყავს. ვინც ფიქრობთ რომ ეგეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება ან შვილმა რა დააშავა, ძალიან დებილები ხართ. მართალია გეოგრაფიულად დავპატარავდით, ბევრი ადამიანი წავიდა და ქვეყანა იცლება, მაგრამ დუგინის შვილის ამბის განხილვაზე ქართველების რეაქციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსოფლიოში 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი სირი საქართველოში მოდის."


ახლ კი, გთავაზობთ ვასაძის წერილიდან ამონარიდს, რომელიც მან პერსონალურად ირაკლი ოქრუაშვილს მიუძღვნა:



"როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს… ვინც ფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება, დებილები ხართ.”


ეს იგივე მოღვაწეა (გულისხმობს ირაკლი ოქრუაშვილს), რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, როცა თქვა, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი. არავის დაუთვლია, ამის გამო საქართველოში რამდენ ადამიანს მოაკლდა წამალი, საკვები და სხვა. ასეთი არსებები გაბოროტებული უყეფენ ყველაფერს. საშინელებაა, რომ ისინი ყველგან არიან: რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც.

ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი, აქაც მცდარია: არც ჯანმრთელობა, არც უსაფრთხოება არ მაძლევს საშუალებას ვიყო დაშას მშობლებთან, მათთვის ამ ურთულეს ჟამს, რისთვისაც მათ პატიებას ვთხოვ.


ეს მაგალითი კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყველა ერს შორისაა: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად.


ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს მიცვალებულებს დასცინონ, სჩადიან იმავე ჰიბრისს, რომელსაც ელინები ასე გმობდნენ და რაზეც საკუთარ ლექცებში ალექსანდრე გელევიჩი საუბრობს.


დარწმუნებული იყავით, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდა, შვილებზე ასეთი შურისძიებით რომ შესთავაზოს, ამ აზრს უკუაგდებს, როგორც არაადამიანურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი."



0
599
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
599