x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
საინტერესო ფაქტები რადიაციის შესახებ

image– რადიაცია ბუნებაში უფრო ხშირია, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს. მინერალებიც და მცენარეებიც რადიოაქტიურია. მაგალითად, მსოფლიოში მოპოვებული გრანიტიც კი ასხივებს რადიაციას, თუმცა, უსაფრთხო დოზებით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბანანი ყველაზე რადიოაქტიური ხილია მსოფლიოში, მაგრამ ბანანის ჭამით რადიაციული ავადმყოფობის მისაღებად მთელი სიცოცხლეც კი არ არის საკმარისი, თუნდაც სხვა საკვები საერთოდ რომ არ მიირთვათ.
– ადამიანის აქტივობა ნელა, მაგრამ ზრდის რადიაციულ ფონს მთელი პლანეტის ზედაპირზე. ეს პროცესი შედარებით უსაფრთხოა, რადგან ცვლილებები ძალიან ნელია. ახლაც, კარგი იზოლაციის წყალობით, ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე რადიაციის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ზედაპირზე.
– რადიაციის უმეტესობას იღებენ არა ატომური ელექტროსადგურების თანამშრომლები, არამედ კომერციული თვითმფრინავების ეკიპაჟები. იქიდან გამომდინარე, რომ ატმოსფერო პირველ რიგში გვიცავს რადიოაქტიური გამოსხივებისგან, ხოლო პილოტები სტიუარდესებთან ერთად ატარებენ თავიანთი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს მის ზედა ფენებში.
– დღეისათვის მთელმა მსოფლიომ იცის რადიაციული დაბინძურების საშიშროების შესახებ, მაგრამ გასულ საუკუნეში მეცნიერებსაც კი არ სჯეროდათ მისი და მას შემდეგ რაც აშშ-ს ავიაციამ ჰიროშიმა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვა განახორციელა, მოსახლეობა მალევე დაბრუნდა ამ ქალაქებში რაც უდიდესი შეცდომა იყო და შედეგებმაც აჩვენა. ასევე ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ზოგიერთმა მაცხოვრებელმა უარი თქვა კონფისკაციის ზონის დატოვებაზე და საკუთარ სახლებში დარჩა. ზოგიერთი მათგანი დღესაც იქ ცხოვრობს.
– თანამედროვე ატომურ ელექტროსადგურებში რადიაციული დაცვის დონე ძალიან მაღალია. პრიმიტიული თბოელექტროსადგურები, რომლებიც მოიხმარენ ნახშირს და ამუშავებენ მას ელექტროენერგიად, ბევრად უფრო რადიოაქტიურია, ვიდრე ატომური ელექტროსადგურები, მაგრამ ატომური ელექტროსადგურების დახურვის მომხრეებიუფრო ბევრნი არიან, ვიდრე თბოელექტროსადგურების დახურვის მომხრენი.
image– წმინდა თეორიულად, კოსმოსის სიღრმიდან მოსულ რადიაციას შეუძლია გაანადგუროს მთელი სიცოცხლე დედამიწაზე. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ახლომდებარე ვარსკვლავი ზეახალი ვარსკვლავი გახდება და ჩვენი პლანეტა ვიწრო გამოსხივების სხივში მოხვდება. 2004 წელს მეცნიერებმა უკვე დააფიქსირეს კოსმოსური გამოსხივების ყველაზე ძლიერი აფეთქება დაკვირვებების მთელ ისტორიაში, რომელმაც ჩვენს პლანეტას მოაღწია ნეიტრონული ვარსკვლავიდან, რომელიც მდებარეობს ჩვენგან მრავალი სინათლის წლის მანძილზე.
– კოსმოსში უფრო მეტი რადიაციაა, ვიდრე დედამიწაზე. უფრო სწორედ, გარე სივრცე უბრალოდ გაჟღენთილია მისით. ამას ეწოდება კოსმოსური მიკროტალღური ფონი და მეცნიერთა აზრით ეს არის დიდი აფეთქების ნარჩენი, რომელიც მოხდა დაახლოებით 14, 000, 000, 000 წლის წინ.
– რადიაცია დიდი ხნის განმავლობაში არ ითვლებოდა საშიშად. მაგალითად, მე-20 საუკუნეში სასმელები და კბილის პასტა შეიცავდა რადიოაქტიურ ელემენტს – რადიუმს, ხოლო შეერთებულ შტატებში იყიდებოდა ბავშვებისთვის განკუთვნილი „ახალგაზრდა ქიმიკოსის“ ნაკრები, რომელშიც შედიოდა რადიოაქტიური მინერალები.
– ამერიკულმა მთვარის ექსპედიციებმა მთვარეზე დატოვეს აშშ-ს დროშები. ისინი დღესაც იქ არიან, მაგრამ გაუფერულებული და სრულიად გაცვეთილები. ეს მზის გამოსხივების შედეგია, რადგან მთვარეზე ატმოსფერო არ არის.
– ქალაქის მაცხოვრებლების სხეულები უფრო რადიოაქტიურია, ვიდრე სოფლის მაცხოვრებლების, უფრო მეტიც, მეგაპოლისის საშუალო მკვიდრი დღეს უფრო რადიოაქტიურია, ვიდრე მისი სმარტფონი. რამდენიმე ასეული წლის წინ ადამიანების სხეულები არ იყო რადიოაქტიური, მაგრამ შემდგომ რაც უფრო მეტი რადიაცია ჩნდება ჩვენს ირგვლივ, ის აისახება ჩვენს სხეულშიც. მომავლის ადამიანების სხეულები კიდევ უფრო რადიოაქტიური იქნება ვიდრე ჩვენია.

0
105
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0