x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სილვესტერ სტალონეს ცოლი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინებას ითხოვს, რადგან მან "ოჯახის ქონება გაფლანგა".

სილვესტერ სტალონეს მეუღლემ, ჯენიფერ ფლავინმა 25 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა Page Six იტყობინება.image
განაცხადი შეტანილია ფლორიდის შტატში, პალმ ბიჩში. როგორც სასამართლო დოკუმენტებშია ნათქვამი, ფლავინი ადანაშაულებს ქმარს „ოჯახის ქონების განზრახ გაფლანგვაში“, რამაც უარყოფითად იმოქმედა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე და მოითხოვა ფინანსური კომპენსაცია, ასევე სტალონესთვის აქტივების განკარგვის აკრძალვა პროცესის დროს.
image

სასამართლო დოკუმენტებში ასევე განმარტავენ, რომ იგი ითხოვს "ერთობლივად შეძენილი ქონების სამართლიან გაყოფას" და მათი ოჯახის პალმ ბიჩის სასახლის ერთპიროვნულად გამოყენებას, რომელსაც აქვს შვიდი საძინებელი და ათი აბაზანა, ასევე კერძო პლაჟი, დოკი და სასტუმრო სახლი. გარდა ამისა, ჯენიფერს ქალიშვილობის გვარის დაბრუნება სურს.

წყვილის განქორწინების შესახებ ჭორები ამ კვირაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სტალონემ ცოლის ცოლისთვის მიძღვნილი ტატუ მოიშორა და ჯენიფერის პორტრეტის ადგილას ძაღლის გამოსახულება გამოჩნდა. თუმცა, როგორც სტალონეს პუბლიცისტმა მიშელ ბეგამ განაცხადა, მსახიობმა განაცხადა, რომ ეს იყო მისი მეუღლის გამოსახულებით ტატუს წარუმატებელი კორექცია.

სტალონემ TMZ-ს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ის და მისი მეუღლე ხშირად ჩხუბობდნენ და მათი ბოლო კონფლიქტი იყო ძაღლის გამო - იმ ძაღლის, რომლის გამოსახულებაც მან მხარზე გადაიტანა. თუმცა, მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო გაშორების მიზეზი.image


“ასეთი ტრივიალური კამათის გამო არ დავშორებულვართ. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებით წავედით. ჯენიფერს დიდ პატივს ვცემ. მე ის ყოველთვის მეყვარება. საოცარი ქალია. ის ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ."

სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ ჰყავთ ქალიშვილები სოფია, სისტინი და სკარლეტი.image

0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0