x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გააგზავნა პირველად კოსმოსში ამერიკამ მაიმუნები, ხოლო საბჭოთა კავშირმა ძაღლები?
image

კოსმოსში გაფრენა იმდენად დიდი ნაბიჯი იყო კაცობრიობისთვის, რომ ჰიპოთეზებზეც კი არ იყო საკმარისი ინფორმაცია. უცნობი ზონის ათვისება სრულიად დამაბნეველი იყო მეცნიერებისთვის არ იცოდნენ როგორ იმოქმედებდა კოსმოსი ადამიანის ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიაზე თუ ნერვულ სისტემაზე ექსპერტების უმეტესობა ვარაუდობდა, რომ 100 კმ სიმაღლეზე ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდა.


ამიტომ, კოსმოსში პირველი გაშვებები განხორციელდა ცხოველებთან ერთად. მათ შეამოწმეს ჯერ ფიზიკური აქტივობა და რისკები, შემდეგ კი გავლენა ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე. სსრკ -მ ძაღლები გააგზავნა ორბიტაზე, აშშ-მ კი მაიმუნები. რატომ აირჩიეს კოსმოსური რბოლის ორმა ლიდერმა სხვადასხვა ცხოველი და როგორი იყო კოსმოსში პირველი არსებების ბედი?


სანამ საქმე ორგანიზმზე ზემოქმედებას ეხებოდა, მანამდე კოსმოსში სხვადასხვა არსებები გაუშვეს. პირველი იყო დროზოფილები. G- დატვირთვები გამოსცადეს კუებზეც.



ვირთხებმაც იმოგზაურეს კოსმოსში - მათი ფიზიოლოგიის ზოგიერთი მახასიათებელი ადამიანის მსგავსია. ისინი გააგზავნეს პოპულაციით- ასე გამოსცადეს ფსიქიკაზე ზეგავლენა . BION-3-ზე ფრენის შემდეგ ვირთხების ჯგუფს დედამიწაზე შთამომავლობაც გაუჩნდათ.


მაგრამ კოსმონავტიკის გარიჟრაჟზე საჭირო იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირება ექნებოდა ადამიანის მსგავსს არსებას კოსმოსში გაფრენაზე.


ამისთვის მაიმუნები იდეალური იქნებოდა. მათი ფიზიოლოგია და ნერვული აქტივობა საკმაოდ ახლოსაა ადამიანთან.


image
ფიზიოლოგიასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების მექანიზმების გასაგებად მათ აირჩიეს მაიმუნები - მაკაკები და შიმპანზეები. 1948 წლიდან 1951 წლამდე განხორციელდა ხუთი გაშვება, ყველა მაიმუნს ერქვა ალბერტი.( I-დან V-მდე) ყველა დაიღუპა. მაგრამ ამ წარუმატებლობის ფონზე, მრავალი შეცდომა გამოსწორდა.


შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, პრიმატები იორიკი, პეტი, მაიკი, აბელი, მის ბეიკერი, სემი, მის სემი, ჰემი ეწვივნენ კოსმოსს. მათ ყველას გაუმართლა, რომ ცოცხლები დაბრუნდნენ.


პრიმატების კოსმოსური ოდისეების ისტორიას წერტილი დაუსვა 1969 წელს მაიმუნ ბონის ტრაგედიამ. კეთილმა და ინტელექტუალურმა პრიმატმა ისეთი სტრესი განიცადა, რომ გარდაიცვალა.


ცხოველთა უფლებების დამცველებმა გლობალური სკანდალი წამოჭრეს. ამ დროს გაირკვა, რომ პრიმატებს იჭერდნენ აფრიკაში და ბევრი იღუპებოდა ამ პროცესში.


საბჭოთა კავშირშიც თავიდან განიხილეს პრიმატების გამოყენება, ცირკებშიც კი გაიარეს კონსულტაციები. მაგრამ საცდელი ექსპერიმენტების დროს, მოხერხებული მაიმუნები ახერხებენ იქ შეძრომას, სადაც არ უნდა შესულიყვნენ. დაბმამაც კი არ უშველა. ამიტომ გადაწყდა სხვა გზით წასვლა.


პირველი ფრენებისთვის აირჩიეს მაწანწალა ძაღლები. ამას ორი მიზეზი ჰქონდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქუჩის ძაღლები ძალიან გამძლეები არიან და მათი ფსიქიკა მყარია.


მეორე არგუმენტი იყო ის, რომ პირველი გაშვება იმდენად სარისკო იყო, რომ უკან დაბრუნება არც კი განიხილებოდა. ასე, რომ ამისთვის მაწანწალა ძაღლებს წირავდნენ.


მზადებისას ძაღლებს სასტიკად წვრთნინენ - ჩაკეტეს, აჩვევდნენ ხმაურს და დენის დარტყმას, უჰაერო სივრცეს. ცნობილია რამდენიმე ცხოველის - დეზიკის, ლიზას, ჩაიკას და სხვათა დაღუპვის შესახებ.


5 საათიანი ფრენის შემდეგ კოსმოსში პირველი ძაღლი- ლაიკა გულზე გადატვირთვის გამო მოკვდა.


მაგრამ ბაიკონურში უამრავი მაწანწალა ძაღლი ჰყავდათ, რამდენსაც გინდა გამოიყენებდი, მით უმეტეს, როცა სსრკ-ში ცხოველთა უფლებების დამცველები არ იყვნენ.


მიუხედავად ამისა, აკადემიკოსი ოლეგ გლაზენკო, რომელიც ძაღლებთან მუშაობდა, წერდა, რომ მთელი ცხოვრება ნანობდა ლაიკას სიკვდილს - მან და მისმა შვილებმა მოასწრეს მასთან შეჩვევა და ცხოველის შეყვარება.


მიუხედავად ამისა, პრიმატებზე ექსპერიმენტები ჩატარდა სსრკ-შიც. თუმცა ბევრად მოგვიანებით, თან ეს არ იყო საჯარო. 1985 წლიდან 1996 წლამდე დაიწყო მაიმუნების კოსმოსში გაშვების მთელი პროგრამა. მაგრამ მხოლოდ წყვილებში - ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად. კოსმოსს სტუმრობდნენ გორდი და ვერნი, ეროშა და დრემა, ზაბიაკი და ჟაკონია, კროში და ივაშა, მულტიკი და ლაპიკი. დრემა მოგვიანებით კუბის ლიდერმა, ფიდელ კასტრომ შინაურ ცხოველად აიყვანა.

image
2
1492
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1492
  
2022, 23 სექტემბერი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 აგვისტო, 7:10
ბაიკონურში უამრავი მაწანწალა ძაღლი ჰყავდათ, რამდენსაც გინდა გამოიყენებდი, მით უმეტეს, როცა სსრკ-ში ცხოველთა უფლებების დამცველები არ იყვნენ. ჰა ჰა ჰა რამაგრად ვიცინე, მაგდროს ამერიკაში ყავდათ მაიმუნების უფლებების დამცველები, თუარ ვცდები მასინ გაქანებული რასიზმი იყო და ზანგებს ლინჩის წესით ასამართლებდნენ.
0 1 2