x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრეჟნევის და ჰონეკერის კოცნა - საკულტო ფოტოს ისტორია

image
დღეს, 25 აგვისტოს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა გერმანელ პოლიტიკოსს, კომუნისტს, გესპ-ის ცეკის გენერალურ მდივანს და გდრ-ის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ერიკ ჰონეკერს, დღეს ნამდვილად მისი ხანგრძლივი პარტიული მოღვაწეობის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებთ, უბრალოდ მოგითხრობთ ერთ საკულტო ფოტოს შესახებ, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და შესულია "ყველაზე ცნობილი კოცნების" რეიტინგში.



რეპორტიორის ფოტოგრაფიაში დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალსაც. როგორც კაპიტალისტური გერმანიის მკვიდრი, ფოტოგრაფი ბარბარა კლემი შეიძლება საერთოდ ვერ მოხვედრილიყო ორი სოციალისტური ქვეყნის მეთაურის- გდრ ლიდერის ერიხ ჰონეკერისა და სსრკ გენერალური მდივნის ბრეჟნევის შეხვედრაზე. საბედნიეროდ ბარბარა ამ პოლიტიკურ ღონისძიებაზე წავიდა, როგორც გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კორესპონდენტი. თითქოსდა და რა უნდა ყოფილიყო აქ განსაკუთრებული? მორიგი რუტინული შეხვედრა, წინასწარ დაშტამპული. მაგრამ უნდა იცოდეთ ერთი გარემოება. გერმანიაში ორი ფრანკფურტია (ერთი მაინზე, მეორე ოდერზე), ხოლო 1979 წელს, როდესაც სურათი გადაიღეს, ქალაქები საზღვრის მოპირდაპირე მხარეს იყო. ორგანიზატორებს უბრალოდ არ შეუწუხებიათ თავი იმის შეემოწმებინათ, თუ რომელ ქალაქში იბეჭდებოდა გაზეთი. Შეხვედრის პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც დაუდევრობის გამო გაეპარათ დასავლეთ გერმანიის კორესპონდენტი, მოგვიანებით დაისაჯნენ. აამასობაში კი ბარბარა კლემმა არა მხოლოდ დაბეჭდა, არამედ გაამრავლა ორი ამხანაგის ტუჩებში მხურველე კოცნა. იმისდა მიუხედავად, რომ სურათის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე მთელი მსოფლიო დასცინოდა ბრეჟნევს, საბჭოთა (და მათ შემდეგ რუს) პოლიტიკოსებს შორის კოცნა მოდური გახდა. სხვათა შორის, ბევრ საბჭოთა ადამიანს ეს ფოტო კარგა ხანი ნანახი არ ჰქონდათ1987 წელს მხატვარმა დიმიტრი ვრუბელმა გამოიყენა მისი ფრაგმენტი თავის ნახატში, რომელიც მოგვიანებით ბერლინის კედელზე ჩამოკიდა. ორივე ქვეყნის ლიდერის უზარმაზარ ტილოს ამშვენებდა ლოზუნგი: „უფალო! დამეხმარე გადავურჩე ამ მოკვდავთა სიყვარულს“. 1990-იან წლებში ამ პლაკატის რეპროდუქციები ელვისებურად გავრცელდა, მე-20 საუკუნის ერთ- საკულტო ფოტოდ იქცა.


image

0
242
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0