x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„ხვალ, საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, "ქოცების" მონად ჩაგთვლის ყველა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ხალვაშს
image


ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ხალვაშის დაბულინგებას ცდილობს და სოციალურ ქსელში სპეციალურ სტატუსს უძღვნის. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დღეს უკრინის დამოუკიდებლობის დღეა, ბათუმის ბულვარში კი აქცია კონცერტი იგეგმებოდა, რომლის უკანაც ნაციონალური მოძრაობა მოიაზრება. აქციას, რომელიც თითქოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და რუსულ აგრესიას აპროტესტებს, თავდაპირველად ბათუმის მერიიდან თანხმობა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც ორგანიზატორებმა ბულვარში სცენისა და აპარატურის მონტაჟი დაიწყეს, მათთან ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე მივიდა და განიცხადა, რომ აპარატურა აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დემონტაჟს მერია განახორციელებს. შეგახსენებთ, სოფო ხალვაში მერის ერთერთი მოადგილეა. ამდენად, ნანუკა ჟორჟოლიანი მას მიმართავს.


სოფო ხალვაში ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გითქვამთ, ისე იზეიმეთ ბათუმში დამოუკიდებლობის დღე, ომი არ ახსენოთო, ტურისტები რომ არ გაღიზიანდნენო.
.
ასე გამოიყურება ჩემთვის სამარცხვინო საქციელი და უნდა იცოდე რომ ხვალ, საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, ქოცების მონად ჩაგთვლის ყველა.
უკრაინაში ომია სოფო!, “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
.
“ან ვიდეოები, ან სცენა” – ასე პასუხობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში აქტივისტების თხოვნას, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ომში მყოფი ქართველი მებრძოლების ვიდეომიმართვებიც გაეშვათ.

.


აქტივისტები ამბობენ, რომ მათ და უკრაინის მოქალაქეებმა მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმართეს. მათი თქმით, მერია თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით ულტიმატუმი წამოაყენეს – არ ეხსენებინათ აქციაზე ომი, რუსეთი და ოკუპაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – აპარატურას არ მისცემდნენ. ამის შესახებ აქტივისტმა ნიკა ქაშიბაძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

.

“მითხრეს, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ თქვენ ახსენოთ ომი, ახსენოთ ოკუპაცია, ახსენოთ რუსეთი, რადგან არ გაღიზიანდნენ სტუმრები, რომლებიც არიან ჩვენს ქალაქშიო”, – თქვა მან.

.
ცნობილია, რომ აქტივისტები მერიას არ დაეთანხმნენ და დღევანდელ აქციაზე არც მათ აპარატურას გამოიყენებენ.

,

2
382
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
382
  
2022, 25 აგვისტო, 9:01
თუ ხარ ქრისტიანი,ხარ ყოველთვის და არა სიტუაციის მიხედვით. საქართველოში და არა მარტო,სიტუაციის მიხედვით არიან ქრისტიანები,ასეთივე წარმატებით იქნებიან მუსლიმები თუ დასჭირდათ. რეალურად ეს არის პრობლემა და არა ის რო რუსი შემოვა თუ ნეპალელი. ქრისტემ არ თქვა,როცა გაჭირვებული მოგადგება კარზე და დახმარებას გთხოვს ე.ი. მისი სახით მე გთხოვ დახმეარებასო... თქვენი აზრით,ეროვნებას აქვს მნიშვნელობა და ამით უნდა გაარჩიო,ვის დაეხმარები? თუ მხოლოდ ქართველები ვართ ქრისტეს შვილები ან უკრაინელები?რუსიც ქრიტეს შვილია,აფრიკელიც და აზიელიც. თუ ეხმარები,მაშინ ყველას ეხმარები შეძლების ფარგლებში და არ ყოფ რასის და წარმომავლობის ან რელიგიის მიხედვით. ეს არის ქრისტიანობა და არა დიდი ეკლესიები,ჯიპებით მოსიარულე წვეროსნები,მოოქროვილი ხატები ან ჯვრები. კი ბატონო რუსი მტერია და ასე იქნება ხვალაც,მარა დღეს უბრალო რუსს მოქალაქეს უჭირს და მას ხელი უნდა გაუწოდო,როგორც უკრაინელს ან სომეხს,ეს არის ქრიტიანული მორალი და არა ჩაქუჩით გაყრა აქედან.თუ დაგვიპყრობენ ამის გამო,მაშინ ეს მათი პასუხიმგებლობა იქნება და არა ჩვენი,რადგან ჩვენი ქრიტიანული მორალით და პრინციპებით ვმოქმედებთ,ამ პრინციპებმა გადაგვარჩინა და არა დიდი ეკლესიების მშენებლობამ,მთავარი პრინციპია. რა ჯობია,დარჩე მორალურ მხარეს და მიყვე პრინციპებს თუ ამორალური ქმედება ჩაიდინო და გადარჩე? ერქმევა კი ასეთ ქვეყანას საქართველო? მიზანი არ ამართლებს საშუალებებს. საქართველოში ამორალური ქმედება და ასე სარგებლის მიღება ცხოვრების სტილია,ამაში ჩართულია 99% მოსახლეობის და ეს საქართველო არ არის,ეს არის მომთაბარე ბარბაროსები,უპრინციპო,ურელიგიო წარმონაქმნის ერთობა,რომელსაც საქართველოს სახელი გადმოყვა ადგილმდებარეობის მიხედვით. 1% ადამიანების ცხოვრობს მხოლოდ პრინციპით "მოექეცი სხვა ისე,როგორც შენ ისურვებდი რო მოგექცენ" და მამონტებივით გადაშენების პირას ვართ ქართველები.
2022, 25 აგვისტო, 8:46
მორიგი დესტრუქციული ქმედება ნაციონალებისგან და მორიგი გაშიფრული გეგმები. არ ვიცი ვის როგორ,მაგრამ არ პარტიას და მის მხარდამჭერთა ურდოს არასდროს აინტერესებდა ადამიანები,არც ქართველები და არც უკრაინელები,მათი მიზანი პირადი სარგებელი იყო ყოველთვის. რაღაცა დაგეგმეს,მიიღეს თანხმობა,მერე შეცვალეს და ამით ცდილობენ იმ კამპანიის გაგრძელებას,თითქოს რუსებით სავსეა ბათუმი და ამაში ივანიშვილის ურდო უწყობს ხელს. თუ რაღაცაზე ვთანხმდებით და მერე ცალმხრივად მიცვლი ამ ყველაფერს,რას ელოდები,არ დაგახვევინებ? ხოდა დაახვევინეს ძალიან მარტივად. ჯერ მხარდაჭერის გამოცხადება კონცერტით ან ვიდეო მიმართვებით რა პონტია? ერთი ადგილის თამაში მგონია და ფულის უაზროდ ხარჯვა,თუ გინდათ დახმარება,მაშინ საჭმელი გაუგზავნეთ ან დააბინავეთ უკრაინელები საქართველოში. ომი ამ ჩემისებს გასართობი გონიათ,ამიტომაც ათამაშებენ ერთ ადგილს. 2008 წელს ამათ ომი არ უნახიათ,წითელ ხიდზე იდგნენ რიგში და ამიტომაც ვერ იაზრებენ რეალურ საჭიროებას. ზელენსკის დედაც და მისი მთავრობის,ჩვეულებრივ მოქალაქეებს უნდა მივეხმაროთ თუ რამე შეგვიძლია და არა მთავრობებს. ჩვეულებრივი უკრაინელი მოქალაქეს შეიძლება დენი არ მიეწოდება და იბომბება,რაში გამოადგება კონცერტი ბათუმში? სურსათი გაუგზავნეთ და მიაწრეთ "მცირე ნობათი საქართველოდან",რა საჭიროა პიარკამპანიები? სულ ფეხებზე უნდა გვეკიდოს,რას იფიქრებს ზელენსკი,ელჩს გაიწვევს თუ დატოვებს,ადამიანებს უნდა მიეხმარო და ეს მნიშვნელოვანი. არც ევროკავშირის აზრი უნდა გაინტერესებდეს და არც პუტინის. გაჭირვებაში ჩავარდნილს ადამიანს უნდა მიეხმარო,ზელენსკი არ გავს ეგეთს,უბრალო უკრაინელები არიან ამ დღეში. ძალიან რო პანიკობთ,უბრალო რუსებიც არიან ეგრე და მათაც უნდა მიეხმარო,ერთი ჩვენ ვეთანხმებით ყველაფერში ივანიშვილს და მეორე,ისინი პუტინს,ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს. რათქმაუნდა,თუ ქრისტიანები ვართ და ამ მორალით ვმოძრაობთ,თუ არ ვართ ქრისტაინები,მაშინ 30 მილიონი არ გადაუხადოთ წვეროსანთა ურდოს,დაანგრიეთ ეკლესიები და ჩამოართვით ქონებები.
0 1 2