x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
,,ტუტსი"- 14 საინტერესო ფაქტი ცნობილ ფილმზე, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს დასტინ ჰოფმანის შეხედულება ქალების შესახებ

image
“ტუტსი" (Tootsie) არის 1980-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო ფილმი. ფილმში გამოჩდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა დასტინ ჰოფმანი, ჯესიკა ლანგი და ბილ მიურეი, რომლებიც, სხვათა შორის, არ იყვნენ ჩამოთვლილნი საწყისი ტიტრებში. ეს ფირი არა მხოლოდ მაყურებელმა, არამედ კრიტიკოსებმაც აღიარეს და ასევე დიდი კომერციული წარმატებაც მოიპოვა, მან ოსკარზე 10 ნომინაციაც მიიღო.

1. ფილმისთვის თავდაპირველად უნდა დაერქვათ “Will I Lie to You?" მასზე მუშაობისას დასტინ ჰოფმანმა შესთავაზა სცენარისტს სახელი “ტუტსი" ერთი ვერსიით, ასე ერქვა მსახიობის დედის საყვარელ ძაღლს, მეორეს მიხედვით, ეს იყო მეტსახელი თავად დასტინის, დედა მას ცშირად ეძახდა "ტუტსი ვუტსის". როგორც მსახიობმა აღიარა, დედამისი იყო ფილმის გული, ის მოუთმენლად ელოდა კომედიის ეკრანებზე გამოსვლას, მაგრამ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ წარმოების პროცესში იყო.image

2. გადაღებამდე ჰოფმანმა გადაწყვიტა გამოეცადა თუ როგორ აღიქვამდნენ მას ქალად. ამ ფორმით ორჯერ გამოჩნდა თავისი ქალიშვილის სკოლაში და თავი ბავშვის დეიდად წარმოადგინა. ხრიკმა გაამართლა: არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ის ნამდვილად დეიდა იყო.image

3. გადაღებებისთვის მომზადებისას დასტინმა გააცნობიერა, რომ ის არასოდეს გახდებოდა მიმზიდველი ქალი, რადგან სილამაზის მაშინდელი სტანდარტები გარკვეულწილად განსხვავებული იყო. ამიტომ, მან გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა საინტერესო ქალის იმიჯის შექმნაზე. კინორეჟისორებისა და მაყურებლების უმეტესობა თანხმდება, რომ მაიკლი/დოროთის პერსონაჟი მთლიანად ჰოფმანის ეკუთვნის. სხვათა შორის, მან დედისგან გადაიწერა თავისი გმირის მრავალი ხასიათის თვისება.

4. დასტინ ჰოფმანს გადაღებების ყოველი დღისთვის 2-საათიანი მომზადება სჭირდებოდა. იგი მოიცავდა ფეხების, მკლავების, ზურგისა და თითების ეპილაციას. თუმცა, 3-4 საათის შემდეგ მსახიობის სახეზე წვერი ისევ უჩნდებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ გადაღება უნდა დასრულებულიყო. მოსამზადებელი პროცესი ასევე მოიცავდა მსახიობის სახის კანის ლიფტინგს წებოვანი ლენტით.image

5. სხვათა შორის, თავდაპირველად დოროთის გადაღებას სათვალეების გარეშე გეგმავდნენ, რადგან ის სინათლეს ირეკლავდა. თუმცა კინორეჟისორები მიხვდნენ, რომ ეს აქსესუარი შეუცვლელი იყო, რადგან მსახიობს ცხვირს პატარას უჩენდა და მის ხასიათს უფრო ქალურს ხდიდა. ასევე სურდატ, პერსონაჟი ქერა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით ისევ გადაიფიქრეს და ეს ნაბიჯი საკმაოდ იაფად და ელემენტარულად ჩათვალეს.

6. გადაღების კიდევ ერთი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულ ჰოფმანს ცრემლები წამოუვიდა და ცოლთან აღიარა, რომ მთელი ცხოვრება სექსისტი იყო და მისი ტვინი სილამაზის სტანდარტებით საკმაოდ გაფუჭებული იყო. როდესაც მან ითამაშა ღირსეული და საინტერესო ქალბატონის როლი, რომელიც არავითარ შემთხვევაში ლამაზი არ იყო, მან ასევე გააცნობიერა, რომ წარსულში არასწორად აფასებდა ქალებს მხოლოდ მათი გარეგნობის მიხედვით.image

7. რეჟისორს სიდნეი პოლაკს სურდა დაერწმუნებინა ყველა მსახიობი, რომ ფილმს კომედიური კუთხით არ უნდა მისდგომოდნენ. თხოვნამ გაამართლა კიდეც, გადაღებების დროს არავის ეცინებოდა.

8. დასტინ ჰოფმანი და სიდნი პოლაკი ხშირად კამათობდნენ ფილმზე მუშაობისას. ისინი მიდიოდნენ ერთმანეთის თრეილერებთან და უბრალოდ უყვიროდნენ ერთმანეთს. ამბობენ, რომ მათ ყველაზე მწვავე კამათი ორშაბათს ჰქონდათ, რადგან შაბათ-კვირას სცენარზე მუშაობდნენ. საინტერესოა, რომ პოლაკს არ სურდა ამ ფილმში მონაწილეობა და მისი რეჟისორად ყოფნა. და ჰოფმანთან მრავალი უთანხმოების გამო, მან თითქმის შეაჩერა სურათის წარმოება.image

9. თავდაპირველად მთავარ როლზე რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა: ჩევი ჩეისი, ელიოტ გულდი, ჯორჯ ჰემილტონი და ჯორჯ სეგალი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო უპირატესობას დასტინ ჰოფმანს ანიჭებდნენ. სხვათა შორის, ამ როლში ხედავდნენ რობინ უილიამსსაც.

10. ჰოფმანს სურდა გოლდი ჰოუნს ეთამაშა მისი პარტნიორის როლი, მაგრამ მან უარი თქვა გადაღებებში მონაწილეობაზე. ამ როლზე მომღერალ შერსაც განიხილავდნენ, მაგრამ ქასთინგზე დროს ჯესიკა ლანგი გადამღები ჯგუფისთვის ბევრად უფრო დამაჯერებელი ჩანდა.

11. ფილმში ბილ მიურეიც გამოჩნდა ერთ-ერთ როლში. იგი დათანხმდა, იმაში, რომ მისი სახელი საწყის ტიტრებში არ გამოჩნდებოდა.

12. საინტერესოა, რომ ბილ მიურეის პერსონაჟი ჯეფი საერთოდ არ იყო თავდაპირველ სცენარში. ეს შესთავაზა ერთ-ერთმა სცენარისტმა, ელეინ მეიმ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სურათს სჭირდებოდა გმირი, რომელიც გამოავლენდა დოროთის რბილობასა და მიმზიდველობას მთელი ფილმის განმავლობაში. სხვათა შორის, მსახიობის ბევრი რეპლიკა მისი სუფთა იმპროვიზაცია იყო.image

13. ფილმი "Tootsie" 1982 წელს გამოვიდა და ნამდვილ ჰიტად იქცა. მისი ბიუჯეტი 21 მილიონი დოლარი იყო და 177 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ეს მხოლოდ აშშ-ს სალაროების გათვალისწინებით. 2015 წელს ჟურნალმა Time Out-მა ჩაატარა გამოკითხვა 70 მსახიობს შორის და სთხოვა დაესახელებინათ მათი საყვარელი ფილმების ათეული. ასე რომ, ეს ფირი პირველ ადგილზე აღმოჩნდა, ლეგენდარულ „ნათლიასაც“ კი გაუსწრო.

14. 2003 წელს გამოიცა წიგნი 1001 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ - მასში ასევე შევიდა ტუტსიც. ხშირად ამ სურათს უწოდებენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიას და ფილმს. 2018 წელს ჩიკაგოში შედგა ამავე სახელწოდების მიუზიკლის პრემიერა ფილმის მიხედვით.

0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0