x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვირთხა, თაგვი და კურდღელი ადამიანის ნათესავები აღმოჩნდნენ
ადრე ჩვეულებრივ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები ადამიანს იმავე ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, სადაც პრიმატები, ასევე ღამურები იყვნენ. ახალი ნაშრომი, რომელიც ბიოლოგებმა, გენეტიკოსებმა და ანთროპოლოგებმა დნმ–ის სტრუქტურის გათვალისწინებით ჩაატარეს, აჩვენებს, რომ ადამიანებთან ერთად ერთ ჯგუფში მაიმუნების გარდა შეიძლება იყვნენ მღრღნელები (თაგვები და ვირთხები), ასევე კურდღლისნაირნი (მაგალითად, კურდღელი). ღამურა გენეტიკურ დონეზე ცხენს, ძროხას და მარტორქას უფრო ჰგავს.


image

მოლეკულური „ხე“


მოლეკულური „ხის“ ასაგებად დნმ–ის მონაცემების გამოყენება დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს. ასეთი მიდგომა სახეობების მსგავსების შესახებ აზრის გადახედვას გვაიძულებს. ადრე ასეთი მსგავსების განსაზღვრა ხდებოდა მაგალითად, არსებობის ერთნაირი პირობებით ან რაიმე იდენტური ფუნქციის შესრულებით. მსგავსი მეთოდი განსაკუთრებული სიზუსტით არ გამოირჩევა.



მაგალითად, კალმარებს ისეთივე თვალების წყობა აქვთ, როგორც ადამიანებს. ამით სახეობების მსგავსება სრულდება. სხეულის სხვა ნაწილების წყობით, კალმარი უფრო მოლუსკებს ჰგავს, ვიდრე პრიმატებს ან ადამიანებს.


image

სახეობების მსგავსების დასადგენად დნმ–ის შესწავლამ მეცნიერებს ახალი შესაძლებლობები მისცა. მსგავსი ტექნიკა ხშირ შემთხვევაში მსგავსი სახეობების ადრე განსაზღვრული ჯგუფების გადახედვის საშუალებას იძლევა.


მაგალითად, წლები ითვლებოდა, რომ ჭიანჭველაჭამიასებრნი, პანგოლინები, ზარმაცასებრნი, ჯავშნოსნისებრნი და მილკბილასებრნი ერთ ჯგუფს, არასრულკბილიანებს მიეკუთვნებიან. დნმ–ის კვლევებმა აჩვენა, რომ სახეობებში ეს ნიშანი ძუძუმწოვრების ხის სხვადასხვა ტოტებში დამოუკიდებლად განვითარდა.


image

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მილკბილასებრნი გენეტიკურად სპილოებთან უფრო ახლოს არიან, ხოლო ჯავშნოსნისებრნი – კატებთან და ძაღლებთან.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს

2. ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ

3. მეცნიერები: ტატუს მქონე ადამიანები უფრო რისკიანები არიან, მაგრამ უძილობით იტანჯებიან

4. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

5. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

6. მეცნიერებმა ხვრინვის ახალი მიზეზი იპოვეს: საქმე ენაშია

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
99