x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვიქცეთ თუ წამალს ვადა გაუვიდა? - არ გადაყაროთ!
რამდენად ხშირად ამოწმებთ ვადებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მედიკამენტების ვარგისინობას? ალბათ ბევრ თქვენგანს აღმოუჩენია საკუთარ წამლებში ვადაგასულები, მაგრამ ამაზე პანიკას ნუ ატეხავთ, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ვადის გასვლის შემდეგაც არ კარგავენ თერაპიულ ეფექტს.




image



შენახვის ვადა არის პერიოდი, როდესაც პრეპარატი იძლევა მაქსიმალურ ეფექტურობას და უსაფრთხოა. ვარგისიანობის ვადის გასვლა წამალს არ აქცევს მყისიერ მავნებლად: ხშირად, მხოლოდ პრეპარატის ნაკლებად ეფექტურობაზე მიუთითებს (იმ შემთხვევაში, თუ მისი ეფექტური ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა).




დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე პრეპარატს, რომლებიც ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგაც არ კარგავენ თერაპიულ ეფექტს და ასევე პრეპარატებს, რომლებიც ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ მყისიერად უნდა გადაყაროთ.



როგორ მოვიქცეთ თუ წამალს ვადა გაუვიდა? - არ გადაყაროთ!






1. ასპირინი.image
თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მედიკამენტებში ასპირინს ვარგისიანობის ვადა ამოეწურა, მისი გამოყენება კვლავ შეგიძლიათ. ვადის გასვლის შემდეგ ის მომწამვლელი არ არის, თუმცა შეიძლება ეფექტი შენელებული იყოს.




2. დექსტრომეტორფანი.image
ეს არის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი და მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა გადააგდოთ.




3. იბუპროფენი.image
პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი. მისი გამოყენება შესაძლებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ დამოკიდებულია მწარმოებელზე და პრეპარატის შემადგენლობაზე.




4. პარაცეტამოლი.image
ამ პრეპარატის ვარგისიანობა, საკმაოდ ხანგრძლივია - რამდენიმე წელი. ამიტომ, თუ გაქვთ სახლში, საჭიროებისამებრ მოგინდათ გამოყენება და ხედავთ, რომ აქვს ჯერ ვადა, თუმცა ერთი აბის მიღების შემდეგ არ იმოქმედა, აღარ დალიოთ. გადააგდეთ. (იმის გამო, რომ მისი ვადა საკმაოდ ხანგრძლივია და რამდენიმე წელს მოიცავს, შესაძლებელია, რომ ეფექტი დაკარგოს, ამიტომ განმეორებით მეორე აბის დალევა, როდესაც პირველს ეფექტი არ ჰქონდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება).




5. ლორატადინი. image
ბევრი კვლევის შედეგად დადგინა, რომ ამ მედიკამენტს საკმაოდ ხანგრძლივი და ეფექტური ვარგისიანობა გააჩნია.




6. თვალის წვეთები.image
თვალი, ადამიანის ყველაზე დაუცველი ორგანოა. ამიტომ, დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს თვალთან დაკავშირებული პრეპარატები. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თვალის წამლები მათი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რადგან წვეთებსა და სითხეებში, ვადის გასვლის შემდეგ ბაქტერიები ფორმირდება მარტივად, შესაბამისად ისინი ამ გზით მოხვდება ჩვენს თვალში და ეფექტის ნაცვლად გამოიწვევს სხვა პრობლემებს.




image



შენიშვნა: ცოტამ თუ იცის, რომ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ მედიკამენტების ასე პირდაპირ სანაგვე ურნაში გადაყრა, არ შეიძლება! გთავაზობთ მარტივ სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მავნე ნარკოტიკების თავიდან მოცილებაში.



1. გაათავისუფლეთ წამლები შეფუთვიდან - ამოიღეთ აბები ფირფიტასა და კოლოფიდან; გადმოღვარეთ სითხეები ამპულასა და ქილებიდან; გადმოყარეთ ფხვნილები პაკეტებიდან.

2. დაფქვით მედიკამენტები თქვენთვის მოსახერხებელი გზით.

3. მოათავსეთ ყველაფერი შავ ცელოფანში ან დახურულ კონტეინერში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააგდეთ ურნაში.



image




0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0