საზოგადოება რატომ გაითიშა ფილმების საიტები adjaranet და imovies - როდის და როგორ შევძლებთ ყურებას? 2022, 23 აგვისტო, 18:59 “საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“ – ეს წარწერები, წუხელ გვიან ღამით, საიტებზე adjaranet და imovies გაჩნდა. ვებგვერდები, რომლითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობდა, გათიშულია, ფილმების ყურება კი – შეუძლებელია. ახლახან კავეამ შექმნა პირველი ლეგალური ქართულად დუბლირებული ფილმების საიტი, სადაც ფილმის ყურების შემთხვევაში რეგისტრაცია და შესაბამისი საფასურის გადახდა მოგიწევთ. ვარაუდობენ, რომ აჭარანეტიც უახლოეს დღეებში ფასიანი გახდება. , ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ Facebook-მა და instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების – “დისნეი”, “პარამაუნტი”, “ვორნერი”, “უნივერსალი”, “სონი, “ნეტფლიქსი” – გაერთიანება MPA (Motion Picture Association)-ის მიმართვის საფუძველზე ქართულ პირატულ საიტებს (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge), რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ, ინტელექტუალური საკუთრების სრული უგულებელყოფით ავრცელებდნენ და არეკლამებდნენ მოპარულ ფილმებს და სერიალებს, “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” პლატფორმებზე გვერდები წაუშალა. .
მაშინ საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი აცხადებდა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებდა. მოსალოდნელი იყო, რომ google-ის საძიებო სისტემა და google-ის სხვა ინფრასტრუქტურა, პირატულ საიტებს შეზღუდავდა. .
ნორმატიული აქტი, რომელიც პირატული პროდუქციის გავრცელებას კრძალავს, მარეგურილებელმა კომისიამ მიიღო და გუშინ შევიდა ძალაში. საიტების წარმომაგდენელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს… როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, საიტებს ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, რომელსაც საიტებზე ათავსებენ, ან გააუქმონ ვებგვერდები.
.
„ამ საიტებზე ფილმები უკანონოდ იყო განთავსებული, არ ჰქონდათ ამის უფლება ამ საიტების მეპატრონეებს, ეს მეკობრული პროდუქცია იყო. შესაბამისად, მარეგულირებელმა მოითხოვა ლეგალურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და რომ ვერ წარუდგინეს, ამის შემდეგ, მას ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ დომენები გაეთიშა“- განაცხადა კობალაძემ.404 შეფასება არ არის
|