x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
100 წლისას პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს: უხუცესი ექიმი დიდხანს სიცოცხლის საიდუმლოს ამხელს
საოცარია იმ ადამიანის შესახებ გაგება, რომელმაც უკვე საუკუნე იცხოვრა. ასეთია გამოცდილი ნევროლოგი ჰოვარდ ტაკერი, რომელიც კლივლენდში ცხოვრობს. ჟურნალის People მონაცემებით, ტაკერმა თავისი 100 წლის ცხოვრებიდან 75 წელი მედიცინას მიუძღვნა და პრაქტიკას დღემდე აგრძელებს.


image


ეს უხუცესი 2021 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც უხუცესი ექიმი მსოფლიოში. თავადაც ხვდება, რომ ეს თითქმის არარეალურია. როგორ შეძლო 100 წლამდე საღად აზროვნება? ამ საოცარი ადამიანის 6 საიდუმლოს გაგიმხელთ.


image


არც ერთი დღე სამუშაოს გარეშე


ექიმ ტაკერს ნევროლოგად მუშაობა არ შეუწყვეტია. მედიცინაში 75 წელია მუშაობს და აღიარებს, რომ ნევროლოგია მისი გატაცებაა. დიდხანს რომ იცხოვროთ, სამსახურსა და სახლში ბედნიერი უნდა იყოთ. ტაკერი აღიარებს, რომ ყოველდღე რაღაც ახალს იგებს. ახლახანს გადაწყვეტილება მიიღო, რომ პაციენტები აღარ მიიღოს, მაგრამ დღემდე ოჰაიოში ერთ–ერთი საქველმოქმედო სამედიცინო ცენტრის რეზიდენტებს ასწავლის. გარდა ამისა, ნევროლოგი თავისი საგანმანათლებლო საქმიანობით უაღრესად გატაცებულია.


image


მრავალრიცხოვანი კვლევების მიხედვით, საპენსიო ასაკის შემდეგ დიდხანს მუშაობა და კარგი ჯანმრთელობა ხანგრძლივი ცხოვრების გარანტიაა.


image

არა პენსიას

ექიმი პენსიაზე გასვლით დაინტერესებული არაა. ამბობს, რომ ეს უბრალოდ არ ესმის. თუ ადამიანს სამსახურიდან წასვლა სურს, ჰობის სახით რაღაც მაინც უნდა გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ერთობლივი საქმე ან დამოუკიდებელი გატაცება. მისი თქმით, პენსიაზე გასვლა დიდხანს სიცოცხლის მტერია. მსგავსი გამოსავალი პოტენციურ დასუსტებას და თავშესაფართა სახლში უაზრო ცხოვრებას იწვევს. ყოველდღე, როცა ნევროლოგი მუშაობს, ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარება.


სპეციალისტების თქმით, პენსიაზე გასვლის შემდეგ მხოლოდ 1 წლით სამსახურის გაგრძელება სიკვდილიანობის რისკს 9-11%–ით ამცირებს და ამ დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს.


image

გონების და სხეულის აქტივობა

უხუცესი ექიმი მეორე მსოფლიო ომის და კორეის ომის ვეტერანია. სხეულის და გონების აქტივობას ყოველთვის აგრძელებს. ნევროლოგია მისი ერთადერთი გატაცება არაა. 67 წლის ასაკში ოჰაიოს შტატში იურისტების გამოცდაც ჩააბარა. ყოველდღე რაღაც ახლის სწავლას ცდილობს. ეს ფაქტი ცხოვრებაში ეხმარება. მოძრაობას და სწავლას არ წყვეტს.


ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. უფრო მეტიც, ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს.


image

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ექიმი მოგიწოდებთ, რომ დიდხანს ცხოვრებისთვის მოწევაზე უარი თქვათ. მავნე ჩვევით გატაცებული არასდროს ყოფილა, მაგრამ დროდადრო მარტინს სვამს. ვარჯიში ექიმის ზოგადი ფიზიკური მომზადების ნაწილი ყოველთვის იყო. აქტივობა, თხილამურებით სრიალი მოსწონს.


ცნობილია, რომ ყოველდღიური მცირე აქტივობაც კუნთების ფუნქციასა და მასაზე დადებით გავლენას ახდენს, ასაკთან ერთად მის დაკარგვას ამცირებს.


image

მთელი ყურადღება ცხოვრებაზე და არა სიკვდილზე

ბრძენი ექიმი ამბობს, რომ სიკვდილზე არ ფიქრობს. ამის ნაცვლად აწმყოზე ყურადღებას ამახვილებს. ვარაუდობს, რომ მარადიულად იცხოვრებს, თუმცა იცის, რომ ეს არარეალურია. სიკვდილზე არასდროს ფიქრობს. ადამიანი კვდება მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ყოველდღე ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ყველას ცხოვრებაზე კონცენტრირებას ურჩევს.


image


საინტერესოა, რომ მაღალი ოპტიმიზმის მქონე ადამიანებს სიცოცხლის 11-15%–ით გახანგრძლივება შეუძლიათ. ეს უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანებში, რომელთაც ყოველდღე ნაკლები დადებითი მომენტები აქვთ. ექიმი საკუთარი მაგალითით ამ სტატისტიკურ მონაცემს ადასტურებს.


image

დიდხნიანი ქორწინება

კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც სიბერეს ანელებს, მეორე ნახევრის პოვნას უკავშირდება. ექიმი ტაკერი თავის რჩეულ სარაზე უკვე 65 წელია დაქორწინებულია. სარა 89 წლისაა. ისიც პრაქტიკოსი ფსიქიატრია. წყვილს 4 შვილი და 10 შვილიშვილი ჰყავს.


image


კვლევა აჩვენებს, რომ დაოჯახებული კაცები უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე მათი მარტოხელა მეგობრები. გარდა ამისა, დაოჯახებული კაცები დიდხანს ცხოვრობენ.


2022 წლის ზაფხულში ცნობილ ნევროლოგს 100 წელი შეუსრულდა. შვილიშვილმა ოსტინმა იუბილეზე ტაკერის ცხოვრების შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოამზადა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ

2. 100 წლამდე ცხოვრობენ: რომელ თვეში დაბადებულები ცხოვრობენ დიდხანს

3. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

4. მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს

5. ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ!

6. ბებიები, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავენ, 20 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ - კვლევის შედეგები

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
360