x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ"-თამუნა მუსერიძე(ვიდეო)
imageჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:


"ვიდეო !!!! 40 წლის წინ ჭიათურის სამშობიაროში გარდაცვლილი და თბილისის მეორე სამშობიაროდან გაშვილებული ბავშვი !!! დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ !!!! ამაზე ვინ აგებთ პასუხს?? ვინ???"-წერს თამუნა მუსერიძე.


როგორც ცნობილია თამუნა მუსერიძე, რომელიც ნაშვილებია, აგერ უკვე რამდენიმე წელია ეძებს თავის ბიოლოგიურ მშობლებს.



მან მხოლოდ 32 წლის წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილები იყო, ეს მოხდა იმ დროს, როდესაც გამზრდელი დედა გარდაეცვალა.


ბიოლოგიური მშობლების დაუღალავ ბრძოლაში ჟურნალისტმა შექმნა პროექტი „ვეძებ“.სადაც ათეულობით ადამიანი ფეისბუკის ღია ჯგუფში ეძებს ბიოლოგიურ მშობლებსა და ჩვილობის ასაკში დაკარგულ ნათესავებს.


რამდენიმე საათის წინ თამუნა მუსერიძემ კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ინფორმაცია დადო:


"ხალხო დაგვეხმარეთ ????????????????
ამერიკიდან მწერს გოგონა, რომელიც შოკშია. ცოტა ხნის წინ აღმზრდელმა მამამ უთხრა, რომ საქართველოდან 1993 წელს წაიყვანეს, რომ დედამისს სამშობიაროში უთხრეს ბავშვის გარდაცვალება და არ იცის რომ ცოცხალია. დედის სახელი და გვარია თამარ ერქომაიშვილი. გთხოვთ, თუ გეცნობათ ეს სახელი და გვარი, მოგვწერეთ"
შემდეგ კი:
"ვიპოვეთ ხალხო !! დედა, რომელსაც 1993 წელს უთხრეს რომ ბავშვი მოუკვდა და ამერიკაში გაუყიდეს, ვიპოვეთ !!
0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0