x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დირნდლი"- ქალის მომხიბვლავი სამოსი გერმანიიდან

image

გერმანული კულტურის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება ისეთი საინტერესო ქალის ჩაცმულობა, რომელიც შედგება გრძელი ქვედბოლოსგან, ლიფისგან, კოფთისგან და წინსაფრისგან. მაშ ასე, თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა დირნდლი (dirndl). ქალის გერმანული სამოსი საინტერესო ისტორიით.


მისი სახელი მომდინარეობს ბავარიული დიალექტიდან "dirndl", რაც ნიშნავს "გოგონას". სამოსის სრული სახელი, სხვათა შორის, ჟღერს Dirndlkleid - ბავარიული დიალექტიდან თარგმნილი, როგორვ "მოსამსახურე გოგონას კაბა".

image


ეს კაბა მხოლოდ ალპური გერმანიის სამხრეთით - ბავარიისთვისაა დამახასიათებელი. ასევე იცვვამენ მეზობელა ავსტრიაში (ტიროლის მხარეს) და შვეიცარიაში. გერმანიის სხვა კუთხეებში ქალები სრულიად განსხვავებულ სამოსს ატარებენ.


დირნდლი მე-18-19 საუკუნეებში გამოჩნდა, როგორც კომფორტული და პრაქტიკული კაბა ბავარიელი მოახლეებისთვის (სხვათა შორის აქედან მოდის წინსაფარიც). მაგრამ მათ ქალბატონებს ეს ძალიან მოეწონათ .თუმცა ბავარიის სამეფო და ავსტრიის საიმპერატორო კარის გრაფინიებმა და ბარონესებმა საკუთარი შტრიხები შემატეს დირნდლს.


არისტოკრატებს უყვარდათ ასეთი მოდიფიცირებული ფსევდო-ხალხური ჩაცმულობით გოგმანი... მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით უახლოვდებოდნენ უბრალო ხალხს!

image

ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ნაცისტებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს dirndl-ის (ისევე როგორც ლედერჰოს მამაკაცის ტყავის შორტების) პოპულარიზაცია მასებში, მათ შორის ბავარიის საზღვრებსგარეთ. თითოეულ გერმანელ ქალს გარდერობში უნდა ჰქონოდა დირნდლი, იგი ვალდებული იყო ამ ფორმით გამოჩენილიყო სხვადასხვა აღლუმებზე, წვეულებებზე და ფიურერთან შეხვედრებზე.

image

გასაკვირი არ არის, რომ მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის დაცემის შემდეგ, დირნდლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივასდ აკრძალული იყო, როგორც ნაცისტური ეპოქის სიმბოლო.


სამხრეთ გერმანიის ხალხური სამოსის რეაბილიტაცია მხოლოდ 1960-იან წლებში განხორციელდა და მას შემდეგ დირნდლი გახდა მაცდუნებელი ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილი, მაგალითად, მიმტანი ქალები მსოფლიოში ცნობილ Oktoberfest-ის ლუდის ფესტივალზე მიუნხენში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმტანები ხშირად ეროვნებით გერმანელები არ არიან.

image


დირნდლი ძალიან პოპულარულია გერმანიის ფარგლებს გარეთ დიდ გერმანულ დიასპორაში - როგორც გერმანული კულტურის ადვილად ცნობადი სიმბოლო.

დირნდლი ახალგაზრდა ქალბატონებზე სამხრეთ გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან შეგიძლიათ ნახოთ ფოლკლორულ თუ სხვა ფესტივალებზე და გასართობ ღონისძიებბზე. მას ატარებენ ტურიზმის სფეროში მომუშავე ადგილობრივი ლამაზმანებიც.

image

image

ასევე დაგაინტერესებთ

რომელ საზაფხულო ტანსაცმელს თვლიან მამაკაცები ყველაზე სექსუალურად? რა სამოსი მოსწონთ ბიჭებს სიცხეში გოგოებზე ყველაზე მეტად? ამ კითხვებზე პასუხები უკვე ცნობილია PRO Brand-ის კომპანიისთვის, რომელმაც 1500 მამაკაცი გამოკითხა. ბოლო წლებში ასე პოპულარულ კროპ-ტოპები მამაკაცების მხოლოდ 5% აღაგზნებს. თუ თქვენ გადაწყვი...


პოპულარული უკრაინული ტელეშოუს "გერბი და საფასურის" -("გადატვირთვის)" წამყვანი ქართველი ტელემაყურებლებისთვისაც კარგად ნაცნობი ანასტასია ივლეევა ჟურნალ Playboy-სთის კიდევ ერთხელ გაშიშვლდა, ამჯერად პოპულარულმა ტელეწამყვანმა მოგზაურობაზე თავის კოხტა საჯდომი წარუდგინა თაყვანისმცემლებს. ივლეევას შავ...


მართალია ახლა არც ზაფხულია და არც საცურაო სეზონი, თუმცა წლის ბოლო დღეს თვალსაც და გულსაც გაახარებს საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ლამაზი გოგონების ფოტოკოლაჟი.ასეთმა გოგონებმა მშვენივრად იციან, რომ შესანიშნავი ფიგურა აქვთ და ამის გარდა სხეულის სხვა საკმაოდ ეფექტური ნაწილებიც, მაშ რატომ არ უნდა გაუსვან ხაზი და გამოაჩინონ ის, რაც ლამაზი აქვთ? მაშ ასე, მზე ზღვა...


კატალუნა გახდა პირველი ტრანსგენდერი გოგონა, რომელმაც ტიტული მოიგო ქალთა შეჯიბრში. 26 წლის კატალუნა ენრიკესმა(kataluna Enriquez) მას შემდეგ დაიპყრო სოციალური ქსელები, როდესაც შეერთებულ შტატებში სილამაზის კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადეს. იგი ფილიპინური წარმოშობის პირველი ტრანსგენდერი გოგონა გახდა, რომელმაც 2020 წელს მოიგო...


ამ მომხიბვლელმა გოგონამ ჯინსები და ყველა თანამედროვე ტანსაცმელი ჩაანაცვლა ფუმფულა კაბებით, საყელოებიანი ბლუზებით, კორსეტებით და კოჭებამდე ქვედაბოლებით, ანუ როგორც იცვამდნენ XIX საუკუნეში. ფოტოზე ლამაზი ქალბატონი არის უკრაინელი მილა პოვოროზნიუკი, ვინიციდან, მილა ცნობილი გახდა "ინსტაგრამზე" უჩვეულო სტილის წყალობი...


ჯენა ტალაკოვა-ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც ჰორმონალური პრეპარატების მიღება დაიწყო, ხოლო 17 წლის ასაკში საბოლოოდ შეიცვალა სქესი.2012 წელს ჯენამ მონაწილეობა მიიღო კანადაში გამართულ სილამაზის კონკურსში "მის სამყარო", თუმცა დისკვალიფიკაცია გაუკეთეს, რადგან ბიჭად დაიბადა. ჯენამ უკანა არ დაიხია და სასამართლოს მიმართა, სადაც დაამტკიცა, რომ კონკურსი...

0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0