სხვა თქვენი ფეხსაცმლის ზომას და ასაკს მარტივად გამოვიცნობთ 2022, 23 აგვისტო, 10:45 გსურთ მეგობრების და ახლობლების გაოცება? ამ ჯადოსნური მათემატიკური ხრიკით ადამიანის ფეხსაცმლის ზომა და ასაკი შეგიძლიათ გამოთვალოთ. ინსტრუქციას ყურადღებით მიყევით და რიგის მიხედვით შეასრულეთ.
![]() ეს ხრიკი მხოლოდ 2022 წლისთვის იმუშავებს. საინტერესო ამოცანა ![]() ფეხსაცმლის ზომით დავიწყოთ (სრული ზომა გამოიყენეთ, ნახევრების გარეშე). 1. თქვენი ფეხსაცმლის ზომა 5-ზე გაამრავლეთ. 2. მიღებულ რიცხვს 50 დაუმატეთ. 3. მიღებული რიცხვი 20-ზე გაამრავლეთ. 4. თუ წელს დაბადების დღე ჯერ კიდევ არ გქონიათ, მიღებულ რიცხვს 1021 დაუმატეთ. 5. თუ წელს დაბადების დღე უკვე გქონდათ, მიღებულ რიცხვს 1022 დაუმატეთ. 6. ახლა მიღებულ რიცხვს თქვენი დაბადების წელი გამოაკელით. ![]() პირველი ორი ციფრი თქვენი ფეხსაცმლის ზომაა, ბოლო ორი ციფრი – თქვენი ასაკი. საინტერესო ხრიკი ![]() კიდევ ერთ ხრიკს გთავაზობთ, რომელიც ნაცნობების გაოცებაში დაგეხმარებათ. 1. უთხარით ადამიანს, რომ ახლა ფურცელზე დაწერთ რიცხვს და დამალავთ ან არავის აჩვენებთ. 2. ქაღალდზე ყოველთვის 5 დაწერეთ. 3. ახლა სთხოვეთ, რომ 1-დან 100–მდე რომელიმე რიცხვი ჩაიფიქროს. 4. ჩაფიქრებული რიცხვის 4-ზე გამრავლება სთხოვეთ. 5. ახლა მიღებულ რიცხვს 12 დაუმატოს. 6. და 2-ზე გაამრავლოს. 7. 16 დაუმატოს. 8. და 8–ზე გაყოს. 9. ბოლოს, ჩაფიქრებული რიცხვის გამოკლება სთხოვეთ. ახლა სთხოვეთ გიპასუხოთ, რა მიიღო (პასუხი ყოველთვის 5 იქნება), შემდეგ თქვენი ქაღალდი გახსენით. ხალხი იფიქრებს, რომ ფიქრების წაკითხვა შეგიძლიათ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რა ნიშნები უნდა დასვათ შვიდიანებს შორის, რომ ტოლობა სწორი იყოს? 2. ამოცანა გენიოსებისთვის - გენიოსი მის ამოხსნას 10 წამში ახერხებს, ბილ გეითსი 20 წამში, თქვენ? 3. 3 ამოცანა, რომლებიც ჩიხში მოგაქცევთ 4. ამოცანა ლოგიკური აზროვნებისათვის: თითოეული ნათურის ჩასართველი იპოვეთ 5. 3 სხვადასხვა სირთულის ლოგიკური ამოცანა: შეძლებთ მის ამოხსნას? 6. ადამიანების მხოლოდ 3%-ს შეუძლია ამ რთული თავსატეხის ამოხსნა. თქვენ შეძლებთ? 365 შეფასება არ არის |