x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პარდონ გულწრფელობისთვის” - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საკუთარ ფეისბუქფრენდებს ზაფხულის პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს უზიარებს და მოქალაქეების მიერ არსებული პოლიტიკური რეალობის სრულ მიუღებლობაზე წერს. გრიგოლიას თქმით, დასვენების დღეებში მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა დიდ ნაწილსაც დღევანდელი ხელისუფლება კატეგორიულად აღარ უნდა, თუმცა გამოსავალს ვერც ოპოზიციაში ხედავს:


"ამ დასვენების დღეებში უამრავ ადამიანთან მქონდა კონტაქტი და ზაფხულის პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს მინდა მოვუყარო მოკლედ თავი. სიტუაცია ასეთია- “ოცნება“ აღარ უნდა ამომრჩევლის უმრავლესობას, თან კატეგორიულად აღარ უნდა. მაგრამ არც ის იციან, ვის მისცენ ხმა. ოპოზიციაშიც ვერ ხედავენ გამოსავალს, რადგან არ იციან.


რა უნდა ოპოზიციას. საერთოდ, რას აპირებს ესა თუ ის პარტია.რას გვპირდება, რისი თავი აქვს ან რისი გამკეთებელია. ხოდა, ამ ახალი პოლიტიკური სეზონიდან, წყალ-წყალა განცხადებების მიღმა, თუ პოლიტიკოსები ადამიანებს არ აუხსნიან, ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა, კრიზისების დაძლევა, ხვალინდელი დღე, სულ უფრო და უფრო დავკარგავთ ცვლილებების რეალურ შანსს უახლოეს მომავალში.


არადა, ცვლილებები გვჭირდება სასწრაფოდ და წყალივით. ცვლილებებისთვის მოსახლეობის უმრავლესობა არის მზად. არ ვიცი, რამდენად მზადაა პოლიტიკური სპექტრი( ოპოზიციას ვგულისხმობ) . ახალი სუნთქვა უნდა გაიხსნას ოპოზიციურ ფლანგზე, თორემ უფრო და უფრო ჩავიძირებით ჭაობში. იცით როგორი სიტუაციაა? როგორც იტყვიან, ხელისუფლება ქუჩაში რომ გდია და ამღები არავინაა. პარდონ გულწრფელობისთვის და შეხვედრამდე სექტემბრიდან სტუდიაში" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.



0
549
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
549