ქალი სახიფათო ახალი ტრენდი TikTok–დან: ქალები საკუთარ ვაგინალურ გამონადენს სუნამოდ იყენებენ 2022, 22 აგვისტო, 14:08 ექიმები აფრთხილებენ ქალებს, რომ TikTok–ის ახალ ტრენდს თავი აარიდონ. ახალი ტრენდის მიხედვით, მარტოხელა ქალები საკუთარ ვაგინალურ გამონადენს სუნამოდ იყენებენ.
![]() ამ ტრენდის მომხრეები ირწმუნებიან, რომ Vabbing საკუთარი ფერომონების გავრცელების ხარჯზე მამაკაცების მოზიდვის შანსებს ზრდის. ფერომონი – ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმი მეწყვილის მოსაზიდად გამოიმუშავებს. ![]() ლონდონელი კერძო გინეკოლოგი, პარასკევა დიმიტრიადი Dailymail–თან საუბარში აცხადებს, რომ ამას ფერტილურობის პრობლემები შეიძლება მოყვეს. ![]() ამან შეიძლება ფალოს მილებზე ნაწიბურების გაჩენა გამოიწვიოს, განაყოფიერებული კვერცხუჯრედების საშვილოსნომდე მისვლა გაართულოს. Vabbing – სიტყვების „ვაგინა“ და „გამოწმენდის“ კომბინაცია, რომელიც პირველად ივნისში TikTok–ის ჰეშტეგის სახით გამოიყენეს. დღემდე ამ ფრაზის შემცველი ვიდეო მილიონობით ნახვას აგროვებს. ![]() „თუ გამონადენის შესაგროვებლად ბინძურ თითებს გამოიყენებთ, არა მხოლოდ საშოს ქსოვილებს პოტენციურად დააზიანებთ, არამედ გაავრცელებთ ინფექციას, რომელსაც რაღაც სერიოზული, მაგალითად, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს“ – ამბობს ექიმი. „ბინძურმა თითებმა ბაქტერიული ვაგინოზი ან რძიანაც შეიძლება გამოიწვიოს“. „თუ თქვენ ბაქტერიოული ვაგინოზი ან რძიანა გაქვთ, თქვენს გამონადენს შეიძლება უსიამოვნო სუნი ჰქონდეს და პარტნიორის მოზიდვაში ვერ დაგეხმარებათ“. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება 2. 21 პატარა დეტალი, რომელიც ქალს მიმზიდველს ხდის 3. დაივიწყეთ კომპლექსები! 3 ქალური „ნაკლი“, რომლებიც მამაკაცებს ჭკუიდან გადაჰყავს 4. მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის 5. ალფა ქალის 5 მაგალითი, რომლებზე ყველა მამაკაცი ოცნებობს 6. 5 ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება 354 შეფასება არ არის |