x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ერთი ამაზრზენი თვისება
იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ამიტომ თითოეულ ნიშანს აქვს თვისება, რომელიც აუტანელს ხდის.

ზოდიაქოს ნიშნები და ამაზრზენი თვისება

image

ვერძი: სხვების მართვის მუდმივი სურვილი

image

ყველაფრის გაკონტროლება უყვარს და მოითხოვს, რომ უსიტყვოდ დაემორჩილონ. კომპრომისებზე არაფრის გაგება სურს, ყოველთვის თავისას აწვება. ვერძის თქმით, ყველა დამნაშავეა ოღონდ არა თვითონ.


კურო: მოუქნელობა


image

იმდენად ტლანქია, რომ მყიფე ნივთები ხელში არ უნდა დაიჭიროს. ერთი მოძრაობა და ნამსხვრევებად გადაიქცევა. ოფიციანტ კუროს გაექეცით: აუცილებლად რამეს დააგდებს ან წვნიანის თეფში ძირს დაუვარდება.


ტყუპები: ცვალებადობა

image

ამ ნიშანზე ამბობენ, რომ კვირაში შვიდი პარასკევი აქვს. გეგმები მუდმივად ეცვლება. მათი დანაპირების ნდობა არ შეიძლება. უმეტესად სიტყვას არ ასრულებს.


კირჩხიბი: დილით უხასიათობა

image

ამ ნიშანთან საუბარი არ დაიწყოთ, თუ ახალი გაღვიძებულია. სადღაც მოუსვლელში გაგიშვებთ. დილით კარგი განწყობაზე არასდროსაა და აზრზე მოსასვლელად რამდენიმე საათი სჭირდება.


ლომი: ზედმეტი ცნობისმოყვარეობა

image

საკუთარ თავს აღმერთებს და საკუთარ წარმატებებზე საათობით საუბარი შეუძლია. იმდენად მაღალი თვითშეფასება აქვს, რომ მხოლოდ თავზე გვირგვინი აკლია. ტრაბახით სხვებისგან გამოირჩევა.


ქალწული: სკეპტიციზმი

image

ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. თვლის, რომ ნებისმიერ სფეროში ექსპერტია, ამიტომ მისი აზრი განხილვას არ ექვემდებარება. თავდაჯერებული ყველაფრის მცოდნეა. ყველგან და ყოველთვის თავისი ინტელექტის წარმოჩენას ცდილობს.


სასწორი: მთავარია, სიყვარული

image

შეყვარებულ სასწორს ყველაფერი ავიწყდება. ამით მეგობრები იტანჯებიან. ისინი მეორხარისხოვანი ხდებიან. საკმარისია, სიყვარულში იმედები გაუცრუვდეს, რომ მეგობრები მაშინვე გაახსენდება.


მორიელი: მუშაობას ვერ იტანს

image

მორიელი მაშინვე ქრება, როცა რთული სამუშაოს შესრულება უწევს. რჩევების გაცემა უყვარს, მაგრამ ძალისხმევის გაღებას ვერ იტანს. მუშაობა რომც აიძულოთ, უბრალოდ თავს მოგაჩვენებთ, რომ რამეს აკეთებს. სინამდვილეში, ხელს უფრო შეგიშლით.


მშვილდოსანი: უსუფთაობა

image

ვერ ვიტყვით, რომ იშვიათად იბანს და ფრჩხილებს არ იჭრის. ჰიგიენის მხრივ ყველაფერი რიგზეა. საქმე იმაშია, რომ ერთი კვერცხის შესაწვავად მთელი ჭურჭელი შეიძლება გამოიყენოს, ყველაფერს მიმოსვრის და არაფერს დაალაგებს.


თხის რქა: სიხარბე

image

იმდენად ხარბია, რომ თითოეულ თეთრს ითვლის. იმედი არ გქონდეთ, რომ რესტორანში ანგარიშს გადაიხდის. პირიქით, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ საფულე სახლში დარჩა.


მერწყული: ეჭვიანობა

image

არავის ენდობა და ყოველთვის ეძებს იმას, რაზეც შარის მოდებას შეძლებს. ხალხის გაცნობა აშინებს. მისი თქმით, ყველას მისი გამოყენება სურს.


თევზები: გაფანტულობა

image

ყოველთვის რაღაცას კარგავს ან ავიწყდება. მის სახლში ხშირად უწესრიგობა სუფევს. თუ ნივთს თავის ადგილზე არ დადებს, მოგვიანებით მის პოვნაში დიდ დროს დახარჯავს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დაუნდობლად გულწრფელი: ვერძი და კიდევ 2 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ

2. ყველაფერი კუროს შესახებ: საინტერესო ფაქტები და განსაკუთრებული თვისებები

3. რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

4. გამოიცანით ყველაზე ძუნწი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5. 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც იუმორის გრძნობა არ აქვთ

6. რომელი სიტყვა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს




0
482
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
482