x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

ის, რომ უძველეს დროში ელექტროენერგია არსებობდა, წერილობითი წყაროებიც მოწმობს. მაგ., ცნობილია, რომ ბერძნები, რომლებიც განათლების მისაღებად ეგვიპტეში ჩადიოდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჰყვებოდნენ, რომ ტაძრების მიწისქვეშა დერეფნები მუდმივად განათებული იყო, თუმცა სინათლის წყარო არსად ჩანდა.


imageჰატჰორის ტაძრის ბარელიეფი (გამოსახულია ნათურა) და ელექტრო იზოლატორი და სავარაუდოდ, დენის გადამცემი ე. წ. ჯედი


ნეტარი ავგუსტინე V საუკუნეში ლამპას აღწერდა, რომელსაც ვერ აქრობდა ვერც წყალი და ვერც ქარი. ხოლო, პლუტარქე (46 – 127 წწ.) ამონი რას ტაძარში ნანახი ლამპის შესახებ ჰყვებოდა, რომელიც ადგილობრივი ქურუმების მტკიცებით, უკვე რამდენიმე საუკუნის მანძილზე, გამუდმებით ენთო.

გარდა ამისა, არსებობს მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც ასევე მიუთითებს, ძველ დროში, ელექტროენერგიის არსებობაზე:

მაგ., ზემოთ უკვე ხსენებული ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილი სარკოფაგი ერთიანი გრანიტის ქვისგან არის გამოჭრილი და მისი ზედაპირი იმდენად კარგად არის დამუშავებული, რომ სიბრტყის ხარვეზი მხოლოდ 0, 025 სმ-ს შეადგენს. ყველაზე მთავარი კი, სამგანზომილებიანი 90 გრადუსიანი კუთხეებია, რომლის გაკეთება პრიმიტიული იარაღებით ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, დღეს თანამედროვე ხელსაწყოების არსებობის პირობებშიც კი, შეუძლებელია შიდა კედლების ასე დამუშავება და როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, მსგავსი «ყუთის შესაკრავად», ერთიან ქვას არ იყენებენ და შეკვეთის შემთხვევაში, ის 6 ფილისგან იქნება გაკეთებული (სახურავიც იგულისხმება), რადგან ფილები ჯერ იჭრება, შემდეგ პრიალდება და უკვე ადგილზე მიტანის შემდეგ იკვრება.


image


კვლევებმა აჩვენა, რომ ათასწლეულების წინ გიზის დიდი პირამიდა კირქვის ფენით იყო დაფარული და მისი ზედაპირი აბსოლუტურად ბრტყელი იყო, რაც ნაგებობას მზის სხივების არეკვლის საშუალებას აძლევდა. ხოლო, მისი თავი ოქროს ფირფიტით იყო დაფარული. გარდა ამისა, პირამიდაში გამავალი გვირაბები მცირე დოზის რადიაქტიური გრანიტით არის მოპირკეთებული, რომელიც სხვადასხვა სახის ლითონის მინარევებს შეიცავს. ამ სახის მინერალს კი, ჰაერის იონიზირება და მისი ელექტროგამტარობის გაზარდა შეუძლია.

ძველ მსოფლიოში ელექტროენერგიის არსებობის ფაქტს თუ დავუშვებთ, რთული ასახსნელი არ იქნებოდა, თუ როგორ გაჩნდა უძველეს არტეფაქტებზე ოქროს თხელი ფენა. მაგ., ისეთ რთული საგნებზე, როგორიც ტუტანხამონის სამეფო ტახტია. დღეს ოქროს ან ვერცხლის თხელი ფენის ნივთზე დატანა მხოლოდ ელექტროხელსაწყოს გამოყენებით შეიძლება. ამასთან, 2 ათასი წლის წინ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, ფენა იმდენად ერთგვაროვანი იყო, რომ ჩვენს ცივილიზაციას ამ დონისთვის ჯერ არ მიუღწევია.


image


გარდა ამისა, გიზის პლატოზე, XIX საუკუნეში, არქეოლოგებმა სტელა აღმოაჩინეს, რომელზეც წერია, რომ სფინქსი და დიდი პირამიდა მანამდე არსებობდა, ვიდრე ტახტზე ხუფუ (ფარაონი ხეოფსი) ავიდოდა. ხოლო, პირამიდის რეალური პატრონი ქალღმერთი ისიდა იყო. რაც შეეხება ხეოფსს, პირამიდებთან კავშირში, მისი სახელიც არის ნახსენები. მაგრამ, არა როგორც მშენებლობის მწარმოებლის, არამედ, როგორც სარემონტო სამუშაოების ჩატარების ბრძანების გამცემის.

imageაღნიშნული სტელა დღეს კაიროს მუზეუმში ინახება. ერთი პერიოდი მისი ნახვა ყველას შეეძლო, მაგრამ დღეს უკვე საცავშია გადატანილი. ხელისუფლებას არ აწყობს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში კორექტივების შეტანა. რადგან თუ კვლევა ამ მიმართულებით გაგრძელდა, აღმოჩნდება, რომ პირამიდები არა ეგვიპტური, არამედ სხვა ცივილიზაციის მიერ არის აშენებული და ამიტომ, არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, რომელიც პირამიდების მშენებლობის თარიღს და მის რეალურ დანიშნულებას უკავშირდება, უბრალოდ, გადამალულია და იგივე პირამიდები, სტოუნჰენჯი და მსგავსი მეგალითური ნაგებობები, თითქმის, ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ ადრე დედამიწაზე სხვა ცივილიზაცია არსებობდა. ეს ყველაფერი ჩვენი ცივილიზაციის მიერ რომ იყოს შექმნილი, ცოდნა არ დაიკარგებოდა და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

დღეს უკვე აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ძველი ცივილიზაცია ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ვართ (ცნობილია, რომ იაპონელმა მეცნიერებმა პირამიდის მშენებლობის პროექტირება სცადეს, დღევანდელი ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასეთი ნაგებობების აშენება შეუძლებელი იყო. რედ.). მაგრამ, ყველას აინტერესებს, თუ სად გაქრნენ ამ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები?

imageმეცნიერებმა არაერთხელ გამოიკვლიეს ხეოფსის პირამიდა, თუმცა მასში არსებული ელექტრომაგნიტური იმპულსების მიზეზი ვერ ახსნეს. პირამიდის ზედა ნაწილში კი, პატარა ოთახი აღმოაჩინეს, რომლიდანაც პირამიდის წვერზე შეიძლება მოხვედრა. ყველა ვინც იქ ყოფილა, აღნიშნავს, რომ მას რაღაც ელემენტი აკლია. რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ იმ ადგილზე, წარსულში, ენერგიის მიმღები მოწყობილობა იდგა. ეჭვგარეშეა, – ეს ყველაზე მთავარი დეტალი იყო, კრისტალის მაგვარი რაღაც, რის გარეშეც ეს გიგანტური ნაგებობა, მხოლოდ ქვების გროვას წარმოადგენდა და მეტს არაფერს.

შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 445 000 წელს პლანეტა ნიბირუდან დედამიწაზე ანუნაკები ჩამოვიდნენ და ანტიგრავიტაციული იარაღი ჩამოიტანეს, რომლის მეშვეობით, გარკვეულ ტერიტორიაზე, დედამიწის მიზიდულობის ძალის გათიშვა შეიძლებოდა. ძველბერძნულ ჩანაწერებში, პირამიდების მშენებლობის მექანიზმი «მფრინავი ქვების» სახელით არის მოხსენიებული და პლატონის მტკიცებით, ეგვიპტელმა ქურუმებმა ყველაფერი იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ. როგორც გაირკვა, აკუსტიკურ ტალღებს დედამიწის გრავიტაციის დაძლევა და უწონობის ველის შექმნა შეუძლია და ასეთ ვითარებაში, უზარმაზარი ბლოკები ფეხბურთის ბურთზე უფრო მსუბუქი ხდება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსგავსი მეთოდით, მხოლოდ ჩოგბურთი ბურთის სხელა საგნის აწევა არის შესაძლებელი. ამაზე შორს, ჩვენი ცივილიზაცია არ წასულა. მაგრამ, ეს შედეგი, იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საგნების აკუსტიკური ლევიტაცია შესაძლებელია.


image


ანტიგრავიტაციული იარაღი ანუნაკებს პლანეტაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ პირამიდების ასაშენებლად ესაჭიროებოდათ. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, სფინქსი 12 ათასი წლის წინ არის შექმნილი, ხოლო პირამიდები ბევრად უფრო ძველი ნაგებობებია.

ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით, ანუნაკების დედამიწიდან გაქრობის მიზეზი – კოსმოსური კატასტროფა იყო. «ბიბლიაში» და ბევრ ძველ წყაროში აღწერილი მსოფლიო წარღვნა, დედამიწის სიახლოვეს, დიდი ზომის მეტეორიტის ჩავლის შედეგი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვენერაზე სიცოცხლის განადგურების და მარსისთვის ატმოსფეროს მოცილებების და მისი უსიცოცხლო უდაბნოდ ქცევის მიზეზიც, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ამ მოვლენის შედეგად, ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, მასზე მცხოვრებმა ცივილიზაციამ საკუთარი არსებობა რისკის ქვეშ აღარ დააყენა და გარკვეული პერიოდით, დედამიწის დატოვება გადაწყვიტა.

წავიდნენ და ენერგეტიკული კრისტალებიც თან წაიღეს... და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, კრისტალები იმიტომ კი არ წაიღეს, რომ დაკარგვის ეშინოდათ, არამედ, იმიტომ, რომ ეს მოწყობილობები ერთგვარ ამორფულ სუბსტანციას წარმოადგენდა, თან არასტაბილურს. ხოლო, არაპროგნოზირებად კოსმოსურ კატასტროფას, მისი დეტონაცია და მთელი პლანეტის განადგურება შეეძლო.



image


და აქ ისმის კითხვა: დაბრუნდებიან თუ არა ისინი და თუ დაბრუნდებიან, როდის?

კაცობრიობისთვის, რომელიც კოსმოსურ სიღრმეებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიულად სწავლობს, 10 ათასი წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. თუმცა, ისეთი ტექნიკური შესაძლებლობებით, როგორსაც ანუნაკები ფლობდნენ, დროის და სივრცის მიღმა ყოფნაც შესაძლებელია.

ძველინდურ ლეგენდებში ნათქვამია რომ «ღმერთები ციდან» ისევ დაბრუნდებიან და საკუთარ პოზიციებს აღიდგენენ... და თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ ჩვენ, – დედამიწელებს რა ბედი გველის?

imageინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლი ჰქონდა ჩვენს ცივილიზაციას იმ პრეისტორიულ პერიოდში, ამჟამად მეტად ბუნდოვანია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ კავშირს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მრავალრიცხოვანი ნახატები პირამიდების და ტაძრების კედლებზე, იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტაზე დედამიწელები ტიტულირებულები არ იყვნენ (ქურუმი მანეთონის ინფორმაციით, ფარაონების ეპოქის დაწყებამდე – ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულამდე, 18 ათასი წლის მანძილზე, ეგვიპტეს ღმერთები და ნახევრადღმერთები მართავდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგ., შუმერებისთვის, ღმერთი ადამიანი იყო, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდა. რედ.), მაგრამ არც დამონებულები ყოფილან... და კიდევ, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ჩანს, რომ სწორედ მათ, ვინც პირამიდები ააშენეს, კაცობრიობის ცივილიზაციაც შექმნეს და კონტინენტებზე განასახლეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამოუწურავი ენერგიის არსებობის პირობებშიც კი, დამატებითი რესურსების არსებობა, მუშახელის სახით, მაინც საჭირო იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...

* ევროპის ქვეყნები სასაცილო ნახატებში: რუსეთი – ღორის უკანალი, უკრაინა – სახედარი...

* უტყუარი მტკიცებულება, რომ ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა

* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი

* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* ხე, რომელიც აქეთ-იქით დადის

* კოლუმბის საიდუმლო



0
1434
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0