x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
25 წარმოუდგენელი ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელზეც წარმოდგენა არ გქონდათ (ნაწილი 1)

image


თუ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვისაც საინტერესო და უჩვეულო ფაქტების გაგება განსაკუთრებით უყვარს, მაშინ მოემზადეთ გაოცებისთვის, ვინაიდან ამ სამყაროში ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რასაც ყველაზე თამამი ფანტაზიის მქონე ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენს. მაშ, ასე თქვენ წინაშეა 25 ყველაზე ინფორმატიული და უჩვეულო ფაქტი ადამიანებისა და საინტერესო მოვლენების შესახებ, რომელზეც შესაძლო აქამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.


image


1. საშლელის გამოგონებამდე ადამიანები მელნისა და გრაფიტის მოსაშორებლად პურის ნამცეცებს იყენებდნენ.



image


2. ჯეინ ოსტინის ცნობილ რომანს "სიამაყეს და ცრურწმენას" თავდაპირველად "პირველი შთაბეჭდილებები" ერქვა.



image


3. ტურისტები საფრანგეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ხშირად სტუმრობენ, მეორე ადგილზეა ესპანეთი, მესამეზე კი - ამერიკა.


image



4. პირველი დოკუმენტური ფილმი 1906 წელს ავსტრალიაში გადაიღეს.


image


5. შვედეთში 267, 570 კუნძულია - რაც მსოფლიოში არსებულ ქვეყნებზე მეტია.



image



6. კანადელები უფრო მეტ მაკარონს და ყველს მიირთმევენ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ერი.


image


7. სანამ "Apple"-ი "Siri-ის შეიძენდა თავდაპირველად ის "Android"-ის და "Blackberry"-ის აპლიკაცია იყო.


image



8. სან - მარინო მეხუთე ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში (და მესამე ევროპაში).


image


9. "Lego Group"- მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ბრენდია. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, "ლეგოს" მინიფიგურა დედამიწაზე ადამიანების რაოდენობას აღემატება.

image



10. უკანასკნელად სუფთა ოქროსგან დამზადებული ოლიმპიური მედლებით დაჯილდოვება 1912 წელს მოხდა.


image



11. ბოსტნეულის მიმართ შიშს - ლაკანოფობია ჰქვია.


image


12. სპილო პარტნიორის გარდაცვალებას იმდენად მძაფრად და მტკივნეულად განიცდის რომ შეიძლება დარდმაც კი იმსხვერპლოს.



image


13. დადგენილია, რომ iPhone-ის მომხმარებელთა 15%-ს დაზიანებული ეკრანი აქვს.


image


14. ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად ყოველდღიურად საშუალოდ 27000 ხე იჭრება.


image


15. პირველი ჯგუფი, რომელიც შვიდივე კონტინენტზე მსმენელის წინაშე ცოცხლად წარსდგა - "Metallica" იყო.


image



16. აშშ-ს ინდიანას შტატში არის ქალაქი სახელად სანტა - კლაუსი.


image


17. ადამიანების დაახლოებით 70%-ი კოცნისას თავს არა მარცხნივ, არამედ მარჯვნივ ხრის.

image


18. ჩვენს თითებში კუნთები არ არის: მათი ფუნქცია ხელისგულებისა და ხელის კუნთების მიერ კონტროლდება.


image


19. ჯანმრთელობისთვის ცივი შხაპის მიღება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცხელის ან თბილის. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს წონის კლებას და ამცირებს დეპრესიას.


image


20. მედუზა ბიოლოგიურად უკვდავად ითვლება. ის არც ბერდება და არც არასდროს კვდება, თუ მას ვინმე განგებ არ მოკლავს.


image


21. ადამიანის ორგანიზმში ყველაზე შრომისმოყვარე კუნთი - გულია. ის დღეში დაახლოებით 7571 ლიტრ სისხლს ტუმბავს და 70 წლის განმავლობაში 2, 5 მილიარდჯერ იკუმშება.


image


22. პირველი რეაქტიული თვითმფრინავი ნაცისტურ გერმანიაში გამოიგონეს. მასზე მუშაობა 1936 წელს დაიწყო და პირველი აფრენა 1939 წელს განახორციელა.


image


23. ტყავის ნივთები, როგორიცაა ჩანთა ან ფეხსაცმელი, შეიძლება ბანანის ქერქით გააპრიალოთ. ამისთვის საკმარისია ნივთი ქერქით კარგად გაწმინდოთ, შემდეგ კი ზემოდან ქსოვილის ან ქაღალდის ნაჭერი გადაუსვათ.


image


24. ერთადერთი ფანჯარა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო მანქანაზე იხსნება არის მძღოლის ფანჯარა. საპრეზიდენტო მანქანას არ აქვს ასევე გასაღების ჩამკეტი და კარების გაღებაც მხოლოდ საიდუმლო სამსახურმა იცის.


image


25. მაფიის ცნობილი ბოსი, ვინსენტ ჯიგანტე პოლიციის საკუთარ სიგიჟეში დასარწმუნებლად და პატიმრობის თავიდან ასაცილებლად ნიუ-იორკის ქუჩებში ხალათით დადიოდა.





0
405
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
405