x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონიაში ოფისის თანამშრომლებისთვის კაფსულებს მდგომარე ძილისთვის ქმნიან
ორი იაპონური კომპანია Itoki Corporation და Koyoju Gohan ვერტიკალური ძილის ბოქსების წარმოებაზე მუშაობს. ასე სამსახურში გადაღლილობასთან ბრძოლას აპირებენ.

image

გამოგონება ხის კაფსულაა, რომელშიც მომხმარებელს შეუძლია შევიდეს, რომ ფეხზე დამდგარმა დაიძინოს.

კაფსულის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ახალი პროდუქტი იაპონიის ოფისებში უახლოეს მომავალში დაინერგება.


იაპონიაში თანამშრომლების გადატვირთვა გავრცელებული პრობლემაა. თანამშრომლები სამსახურში დიდ დროს ატარებენ, ამიტომ ბევრი ცდილობს სადმე დაიძინოს: ტუალეტში, სამსახურზე გზაში ან სამუშაო მაგიდასთან. ამ ფენომენს ინემური ეწოდება.

image

ამავდროულად, იაპონიაში სამუშაო ადგილზე ძილი სიზარმაცის ნიშანი არაა, არამედ სამსახურის მიმართ ერთგულებაზე საუბრობს.

ამ მიზეზით იაპონელმა გამომგონებლებმა ძილისთვის უფრო კომფორტული ადგილის შექმნა გადაწყვიტეს. კაფსულა დიდ ადგილს არ დაიკავებს.

image

ადამიანი შეძლებს კაფსულაში ისე დაისვენოს, როგორც ფლამინგო, ვერტიკალურ მდგომარეობაში. დიზაინი მოიცავს თავის, მუხლების და ზურგის მოსახერხებელ დამჭერს, რაც ადამიანს უშიშრად ჩათვლემის საშუალებას აძლევს.

კომპანიები იმედოვნებენ, რომ ვერტიკალური ძილის კაფსულები შრომის ნაყოფიერებას გაზრდის და თანამშრომლების დღის განმავლობაში მოკლე ძილის მოწყობისკენ უბიძგებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა

2. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

3. რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

4. როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

5. კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო დღე დღის 3 საათზე უნდა დასრულდეს

6. ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
148