x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ინდოეთში დააკავეს თაღლითები, რომლებმაც პოლიციის ყალბი განყოფილება გახსნეს და 8 თვის განმავლობაში ქრთამს იღებდნენ
image

ექვსი პირი დაკავებული, მაგრამ მათი მეთაური მიმალვაშია მას შემდეგ, რაც ბიჰარში თაღლითებმა ყალბი პოლიციის განყოფლება გახსნეს და ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საბაბით ფულს სძალავდნენ.


ინდოეთში ბანდამ სასტუმროში ყალბი პოლიციის განყოფილება გახსნა.რომელსაც რვა თვის განმავლობაში მართავდნენ, სადაც ისინი პოლიციის ოფიცრების ფორმას იცვამდნენ და ასეულობით ადგილობრივ მაცხოვრებელს სძალავდნენ ფულს.


ყალბ პოლიციელებად ან ჯარისკაცებად თავის გასაღების შემთხვევები არც თუ იშვიათია ინდოეთში, რადგან იქ გავრცელებულია შიში და პატივისცემა ფორმიანების მიმართ, მაგრამ ფიქტიური პოლიციის განყოფილების დაარსება, ეს უკვე თაღლითობის სულ სხვა დონეა.



ამ ამბავს კომიკურობას მატებს ის ფაქტიც, რომ ყალბი განყოფილება ადგილობრივი პოლიციის უფროსის სახლიდან 500 მეტრში მდებარეობდა.თან ფეიკი პოლიციელები ატარებდნენ სამკერდე ნიშნებს და იარაღს.

image

ყალბ პოლიციის განყოფილებაში მისული ადგილობრივებისგან საჩივრებზე და სხვადასხვა წვრილ საქმეებზე ქრთამს იღებდნენ, ასევ ფულს იღდნენ დაპირებების სანაცვლოდაც, მაგალითად სოციალური საცხოვრებლის მოგვარებაში ან პოლიციის სამუშაოზე მიღებაში. ისინი ასევე უხდიდნენ უპირატესად სოფლად მცხოვრებ ადამიანებს დღიურ ხელფასს დაახლოებით 500 რუპიას (დაახლოებით 15 ლარი ჩვენს ფულზე), რათა ჩაეცვათ ფორმა და თავი მოეჩვენებინათ განყოფილებაში მომუშავე სხვა პოლიციელებად.

image

თაღლითები მას შემდეგ გამოაშკარავდნენ როდესაც ნამდვილმა პოლიციელმა შეამჩნია, რომ ბანდის ორი წევრს, სამსახურებრივი სატაბელო იარაღის ნაცვლად, ადგილობრივ სახელოსნოებში დამზადებული კუსტარული იარაღი ეჭირათ.


ბანდის სულ მცირე ექვსი წევრი, მათ შორის ორი ქალი, დააკავეს, მაგრამ ბანდის მეთაური თავისუფალია, განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის ჩინოვნიკმა შრივასტავამ.


„საქმის გამოძიება მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაციას მოგაწვდით."-დასძინა მან.

0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0