x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508530
ჭარბი წონის მოცილების ყველაზე მარტივი გზა

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდით გახდომის დროს, შიმშილი საჭირო არ არის! მისი არსი ორგანიზმის სრულ გასუფთავებაში და საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებაში მდგომარეობს. ხოლო, აღნიშნული შედეგის მიღება მარილიანი წყლით შეიძლება.


image


ნაწლავების გასუფთავება მარილიანი წყლით


რომ გახდეთ, 1 კვირის მანძილზე უნდა სვათ მარილიანი წყალი. მაგრამ, არა ჩვეულებრივი – სუფრის ან სადილის (ქვამარილი), არამედ, წყალი ზღვის მარილით! მოიმარაგეთ ზღვის მარილი და მოემზადეთ ზედმეტი კილოგრამების დაკარგვისთვის.

მარილს საფაღარათო ეფექტი აქვს. ის მთლიანად ასუფთავებს ნაწლავებს, რაც ჭარბი წონის მოცილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მარილიანი წყალი საჭმლის მონელების პროცესს ასტიმულირებს და უკვე 2-3 დღის შემდეგ, დადებით ეფექტს შეამჩნევთ!


სწრაფი გახდომის 4 წესი:


1. გაწმენდა მარილიანი წყლით

მარილიანი ხსნარის მომზადების და მიღების წესები:

1 ჩ. კ. ზღვის მარილი გახსენით 1 ლ. წყალში.

შენიშვნა: ჭურჭელს რომელშიც ეს წყალი იქნება არ დაახუროთ რკინის თავსახური და მორევისას, ხის ან პლასტიკატის კოვზი გამოიყენეთ.

მიიღეთ 200 მლ. მარილიანი წყალი ყოველი საუზმის, სადილის და ვახშმის წინ, 30 წუთით ადრე და საკვების მიღებიდან, 2, 5 საათის შემდეგ. ანუ თუ სამჯერად კვებაზე ხართ, 6 ჭიქა უნდა დალიოთ. იმ შემთხვევაში, თუ სამხარიც გექნებათ, კიდევ 2 ჭიქა დაემატება.

ან

თუ დღის მანძილზე წყლის ამ გრაფიკით მიღების საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ 1 ს. კ. ზღვის მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნათ და და როდესაც შეგრილდება, უზმოზე მიიღოთ. თუ წყალი ძალიან მლაშედ მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ ანადუღარი წყალი დაამატოთ.

I, ისე II შემთხვევაში, მარილიანი წყალი მხოლოდ 7 დღის მანძილზე უნდა მიიღოთ. შემდეგ 1 კვირა დაისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.


2. უსარგებლო კალორიების აკრძალვა


საკვების მიღების დროს, სითხის მიღება არ შეიძლება: არც წყალი, არც ჩაი, არც ყავა. იმ შემთხვევაში, თუ დღის მანძილზე, მაგ., რძიანი ყავა მოგინდებათ, ისე განიხილეთ ის, როგორც ცალკე ტრაპეზი.

დიეტის დროს, უარი უნდა თქვათ შაქრის და დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველ პროდუქტებზე და ისინი ხილით და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.


3. სასარგებლო საკვების პატარა ულუფები

მარილიანი წყლის ყველა წესის დაცვით მიღების შემთხვევაში, ადამიანი ერთ ჯერზე, უფრო ნაკლებ საკვებს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ იღებდა და ეს თავისთავად ხდება. მაგრამ, მნიშვნელოვანი მხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობა კი არა, ის არის, თუ რამდენად ხარისხიანია ეს საკვები.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, უნდა მიირთვათ: შვრიის და წიწიბურასი ფაფები, მაკარონი, მხოლოდ მყარი ხორბლის ფქვილით დამზადებული, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, თხილეული, პარკოსნები.

ხორცი — რაც შეიძლება ცოტა, მარილიანი რეჟიმის პირველ დღეებში, უმჯობესია თუ საერთოდ ამოიღებთ რაციონიდან. ეს ნაწლავების და კუჭის გაწმენდას შეუწყობს ხელს. მომდევნო დღეებში კი, მხოლოდ 100 გრ. უცხიმო ქათმის ხორცი შეიძლება, ისიც სურვილის შემთხვევაში.

რძის პროდუქტებიდან შეიძლება მხოლოდ ხაჭო.

ჩირზე და დიეტურ, უსაფუვრო პურის ფირფიტებზე (ე. წ. ხლებცები) შეზღუდვები არ არის.

შეგიძლიათ თევზიც შეუზღუდავად მიირთვათ.


4. უარის თქმა ზიანის მომტან სასმელზე და საკვებზე

სასმელებიდან აკრძალულია ტკბილი გაზიანი სასმელების, ალკოჰოლის, კეფირის, რძის და ბურახის მოხმარება. დანარჩენი — შეიძლება, მაგრამ ძალიან მინიმალური რაოდენობით.

თუ თქვენ შეძლებთ და 3 დღის მანძილზე ზუსტად დაიცავთ ამ დიეტას, იმდენად შესამჩნევ ეფექტს მიიღებთ, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მისი გაგრძელების სურვილი გაგიჩნდებათ. დიეტის ხანგრძლივობა 1 კვირა არის, მაგრამ სურვილია შემთხვევაში, შეგიძლიათ კიდევ 1 კვირით გაახანგრძლივოთ.

შენიშვნა: თუ წყლის გემო არ მოგეწონებათ, ვიდრე გემოს შეეჩვევით, პირველ დღეებში, შეგიძლიათ ცოტა ლიმონის წვენი დაამატოთ.

უკუჩვენება: მარილიანი წყალი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ დიეტის გამოყენება არ შეიძლება. მაგ., ჰიპერტონიის, გასტრიტის ან კუჭის წყლულის შემთხვევაში.


P. S. მარილიანი წყლის სასარგებლო თვისებები


1. წყალი ზღვის მარილით — ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ნამდვილი საცავია. ქიმიკოსებმა მასში 80-მდე ელემენტი გამოყვეს.

ზღვის მარილის შემადგენლობა:

ქლორიდი (Cl-) -55.03%
ნატრიუმი (Na+) — 30.59%
სულფატი (SO42-) — 7.68%
მაგნიუმი (Mg2+) — 3.68%
კალციუმი (Ca2+) — 1.18%
კალიუმი(K+) — 1.11%
ბიკარბონატი (HCO3-) — 0.41%
ბრომიდი (Br-) — 0.19%
ბორატი (BO33-) — 0.08%
სტრონციუმი (Sr2+) — 0.04%
დანარჩენი მინარევები — 0.01%

2. მარილი ნაწლავებისთვის ნატურალური ანტიბიოტიკის ფუნქციას ასრულებს. ხოლო, მარილიანი წყალი საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს.

3. მარილიანი წყალი ამაგრებს ძვლებს.

4. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დონის შენარჩუნებას. გემოს თუ გაუსინჯავთ ფიზიოლოგიურ ხსნარს, მასაც მლაშე გემო ექნება, რადგან მის შემადგენლობაში ერთ-ერთი კომპონენტი ნატრიუმქლორიდი ანუ მარილი არის.

5. იმის გამო რომ ზღვის მარილი მდიდარია ნერვული სისტემისთვის საჭირო მინერალებით, მას ნორმაში მოჰყავს ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ხსნის უძილობის პრობლემას. ზღვის მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის და მელატონინის საჭირო დონის შენარჩუნებას.

6. გაციებისა და გრიპის შემთხვევაში, ის ფილტვებში დაგროვილ ლორწოს შლის და ორგანიზმიდან გამოჰყავს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო

* თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

* როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა

* "რომეო და ჯულიეტა" – 15 საინტერესო ფაქტი საკულტო ფილმის შესახებ

* 7 ღირსშესანიშნაობა, რომელიც მოქცევის დროს, წყლით იფარება და ყველაზე სახიფათო გზა მსოფლიოში

* რატომ უნდა ვთქვათ პურზე უარი – 5 მიზეზი

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)



0
573
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0