x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პოზიტიური აზროვნების ხერხები - გზა თავისუფლების და შემოქმედებითი ზრდისკენ

პოზიტიური აზროვნება — გზა არის თავისუფლების, ახალი ცხოვრების, პირადი წარმატების და შემოქმედებითი ზრდისკენ. ჩვენი მომავალი — ჩვენი დღევანდელი აზროვნების შედეგია. ამიტომ, პოზიტიური აზროვნების პრაქტიკა — რეალობის ფორმირების ის ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.


image


აქ პოზიტიური აზროვნების განვითარების 9 ხერხს გთავაზობთ, რომელიც ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარებათ:


1. ჩაიწერეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

მადლობა გადაუხადეთ იმ ადამიანებს, ვინც დაგეხმარათ ან კეთილგანწყობა გამოიჩინა თქვენს მიმართ.
2. გაიღიმეთ ყოველდღე.

ღიმილი სიგნალს უგზავნის ტვინს, რომ ბედნიერები ვართ. ხოლო, როდესაც ბედნიერები ვართ, ორგანიზმი ენდორფინებს გამოიმუშავებს, რომელიც კარგ გუნება-განწყობაზე გვაყენებს.

3. დაკავდით მედიტაციით, თუნდაც 30 წთ. დღეში.

"მზე მხოლოდ ხეებისთვის და ყვავილებისთვის არ ანათებს. ის ყველას სიამოვნებისთვის არის" – მედიტაციის დროს, მსგავსი აზრები, ტვინის დამუხტვას იწვევს.
4. მოახდინეთ თქვენი ოცნების ვიზუალიზაცია!

დახატეთ ფურცელზე რაც გულით გინდათ და დღეში 5 წუთი უყურეთ მას და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც ქვეყანაზე არსებობს, ოდესღაც ვიღაცის ოცნება იყო.
5. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მიირთვით მხოლოდ სასარგებლო საკვები, დასვენებისთვისაც გამოყავით დრო. რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, თუ სრულიად გამოფიტული და დაღლილი ხართ.
6. გამოიყენეთ პოზიტიური მტკიცებულებები და ყოველდღიურად წაიკითხეთ პოზიტიური მოთხრობები და აფორიზმები.

ცხოვრება — სურათი არის, რომელსაც ჩვენ ვხატავთ, და არა მათემატიკის ამოცანა, რომელიც უნდა ამოვხსნათ!

7. ყოველთვის აკონტროლეთ საკუთარი სხეულის მდგომარეობა და მიმიკები:

იჯექი გამართული;

გაიღიმეთ;

ლაღად, სიამაყით იარეთ;

ღრმად ისუნთქეთ.

შენიშვნა: სცადეთ ეს თუნდაც ამ სტატიის კითხვის დროს და განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ.
8. გააკონტროლეთ ემოციები: ნეგატიური ემოციები – ნეგატიური აზრების არსებობაზე მიუთითებს.

9. ყოველთვის პოზიტიური ადამიანების სიახლოვეს იტრიალეთ, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები

* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* ჭარბი წონის მოცილების ყველაზე მარტივი გზა

* რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო

* თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

* როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)



0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0