საზოგადოება "ფსიქიატრიულის პაციენტმა მისი "შეყვარებული" ქალი გაგუდა" - მკვლელობა ქარელში 2022, 19 აგვისტო, 21:30 შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შემთხვევა ქარელის რაიონის სოფელ ავლევში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა 29 წლის ქალი გაგუდა. . გარდაცვლილის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მისმა ქალიშვილმა ეს მამაკაცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაიცნო. მისივე თქმით, კაცი შეუყვარდა, ამიტომაც ორივე საკუთარ სახლში მიიღო და ხელს უწყობდა, რომ ისინი კარგად ყოფილიყვნენ. . „მკვლელობის დღეს ნახირში უნდა წამეყვანა ბიჭი. მაგრამ ამათ მითხრეს მაყვლის საკრეფად მივდივართო და მინდორში წავიდნენ, არ ვიცი იქ რა მოხდა, გადაუბრუნდა, რაზე გაღიზიანდა და თივის ზვინთან გაგუდა. იქვე ახლოს ბიჭები ლუდს სვამდნენ და ეს ბიჭი რომ დაინახეს უაზროდ დადიოდა, უთქვამთ ის გოგო სად არის, მარტო რატომ ხარო და მათთვისაც არ დაუმალია - პირდაპირ უთქვამს, მოვკალიო, “ - ამბობს გარდაცვლილის მამა. . “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც დაუმეგობრდა თავისზე უფროსს ბიჭს. 385 შეფასება არ არის
|