x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვენ ირგვლივ შეიძლება იყოს უხილავი ბნელი მატერიის პლანეტები

image
ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ სამყაროში შეიძლება არსებობდეს ბნელი მატერიის პლანეტები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი დაფიქსირება. საჭიროა მხოლოდ ვარსკვლავების სასიცოცხლო ციკლის დასასრულის თანმდევ აფეთქებებზე დაკვირვება.



ბნელი მატერია კოსმოსის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. ამ დრომდე მეცნიერებმა ვერ შეძლეს მისი უშუალოდ აღმოჩენა ან ხელახლა შექმნა ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს. თუმცა, ჩვენ გვაქვს მისი არსებობის ერთი არაპირდაპირი, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი მტკიცებულება - გრავიტაცია. უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია ვარსკვლავებისა და გალაქტიკების მოძრაობის ახსნა სხვაგვარად, გარდა ჩვენთვის უცნობი კოსმოსის კომპონენტის გავლენისა. ამ კომპონენტს ბნელი მატერია ჰქვია, თუმცა უფრო სწორი იქნება მას გამჭვირვალე მატერია ვუწოდოთ, რადგან, ჩვენ მას ვერ ვხედავთ.



მეცნიერთა ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, ბნელი მატერიის უმეტესი ნაწილი შეიძლება კონცენტრირებული იყოს პლანეტების სახით. თუმცა, იმის გამო, რომ ბნელი მატერია არანაირად არ ურთიერთქმედებს სინათლესთან და ზოგადად არცერთ ჩვეულებრივ მატერიასთან, ჩვენ მას პირდაპირ ვერ აღმოვაჩენთ.


იდეა, რომ სამყაროში ბნელი მატერიის პლანეტები არსებობს, ახალი არ არის. ასტროფიზიკოსმა მეთიუ ბაკლიმ რუტგერსის უნივერსიტეტიდან ასეთი ჰიპოთეზა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ მან ეს გააკეთა, თავდაპირველად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბნელ მატერიას არ შეუძლია სტრუქტურების შექმნა, მაგრამ კვლევის პროცესში მან რადიკალურად შეიცვალა აზრი.

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0