x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122534
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494812
იაპონიაში იძულებული არიან, ახალგაზრდებს ალკოჰოლის დალევისკენ მოუწოდონ
image

იაპონია იწყებს კონკურსს, რათა ალკოჰოლის დალევაზე ახალგაზრდების წახალისება მოხდეს.


იაპონიის საგადასახადო ორგანოებმა გამოაცხადეს კონკურსი სახელწოდებით "Sake Viva!", როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, 20-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანებმა უნდა მოიფიქრონ ვარიანტები, თუ როგორ წაახალისონ ახალგაზრდები მეტი ალკოჰოლის მოხმარებაში. მონაწილეებს სთხოვენ წარადგინონ „ახალი პროდუქტები და დიზაინი“, ასევე სახლში სასმელის დალევის წახალისების გზები. კონკურსი გამოცხადდა დემოგრაფიული ცვლილებების, პანდემიისა და ცხოვრების წესის ცვლილების გამო, რამაც გამოიწვია ალკოჰოლის მოხმარების მკვეთრი შემცირება იაპონელ მოსახლეობაში.საუკეთესო ნამუშევრები მოხვდებიან ფინალში, რის შემდეგაც ნოემბერში გამოვლინდებიან გამარჯვებულები.


იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ კონკურსის ჩატარება „გონივრული“ იქნება ალკოჰოლის მოხმარების მატების კუთხით.



შედარებისთვისვის:თუ 2011 წელს ალკოჰოლური პროდუქტების წილი მთელი საგადასახადო შემოსავლების სამ პროცენტს შეადგენდა, 2020 წლისთვის წილი ორ პროცენტამდე დაეცა.


ზრდასრული იაპონელის მიერ ალკოჰოლის საშუალო წლიური მოხმარება დაეცა 100 ლიტრიდან (1995 წლიდან) 75 ლიტრამდე 2020 წელს.


FT აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი იაპონური პროექტი, რომელიც, როგორც ერის დაბერებას და მოსახლეობის კლებას, ასევე ჯანმრთელობისა და მოხმარებისადმი დამოკიდებულ ცვლილებებს ებრძვის . მანამდე ხელისუფლებამ დაიწყო Enjoy Sake! („იხალისეთ საკე“), რომელშიც მონაწილეებს უნდა შეექმნათ იდეები ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციისთვის.

0
307
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0