x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ოპიუმის პლანტაციები და ბანაკები ნარკომანებისთვის - როგორ აქციეს თალიბებმა მილიონობით ავღანელი ჰეროინის მონებად
image


2021 წლის აგვისტოში ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, "თალიბანმა" (აღიარებული, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია) რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის ქვეყანაში ნარკოტიკების წარმოების შეჩერება. თუმცა პირობა მხოლოდ ჰაერში გასროლი სიტყვებს. ნარკოტიკების ბიზნესი რჩება ყველაზე აქტუალურ პრობლემად ავღანეთისთვის, რომლის მოსახლეობაც მასიურად არის შემჯდარი ნარკოტიკებზე.



„აღარ იქნება წარმოება და კონტრაბანდა. ავღანეთი საერთოდ აღარ იქნება ოპიუმის მომყვანი ქვეყანა“, - თქვა "თალიბანის" წარმომადგენლემა ზაბიულა მუჯაჰიდმა გასული წლის 18 აგვისტოს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თალიბანს ესაჭიროება ამისთვის სხვა ქვეყნების დახმარება .


საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაუჯერა "თალიბანის " განცხადებას ნარკოტიკების წარმოების აკრძალვის თაობაზე, ისევე როგორც მათი პოპულისტური განცხადებები ქალთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის შესახებ.



წინა წლებში თალიბები არა მარტო იცავდნენ ნარკობიზნესს - არამედ აკონტროლებდნენ და ბეგარასაც ახდევინებდნენ, სწორედ ჰეროინისგან მიღებულმა მოგებამ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა მათ სამხედრო წარმატებაში 2021 წელს.

image

თალიბებმა თანდათან დივერსიფიკაცია გაუკეთეს შემოსავლის წყაროებს და ახლა შეუძლიათ გამოიმუშაონ არა მხოლოდ ნარკოტიკების გაყიდვით, არამედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, გადასახადების აკრეფით, ასევე "მათ ტერიტორიაზე" გატარებული საქონლის ტრანზიტით . გაეროს 2020 წლის მონაცემებით, თალიბანის შემოსავალი შეიძლება შეფასდეს $300 მილიონიდან 1, 5 მილიარდ დოლარამდე. შედარებისთვის: ავღანეთის მთლიანი მშპ 2019 წელს 18, 9 მილიარდი დოლარი იყო, ბიუჯეტის შემოსავალი 5, 5 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა, პრობლემა არ ქრება.



მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა 2000 წელს ოფიციალურად აკრძალა ნარკოტიკები, ოპიოიდების მწარმოებლებს არ ჰქონდათ განზრახვა შეეჩერებინათ წარმოება. ციფრებიც ამაზე მიუთითებს: 2015 წლიდან 2020 წლამდე მსოფლიოში ჰეროინის 83 პროცენტი ავღანეთში იყო წარმოებული. ქვეყანას ნარკოტიკების წარმოების ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს. 2000-2001 წლებში, პირველად, ბოევიკებმა სცადეს ოპიუმის წარმოების შეზღუდვა და დააწესეს აკრძალვა ყაყაჩოს მოყვანასა და ექსპორტზე, მკვეთრად შეამცირეს ნათესების ფართობი -(82-დან 8 ათას ჰექტარამდე). თუმცა, აშშ-ს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს (DEA) ექსპერტებმა მიუთითეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თალიბანი იმ დროს სერიოზულად ემზადებოდა ნარკოტიკების წარმოების მიტოვებისთვის. ექსპერტებმა გაიხსენეს, რომ ეს მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შემდეგ პირველ თვეებში. იმისათვის, რომ მომზადებული დახვედროდნენ " ამერიკელთა თავდასხმას" და შეექმნათ „უსაფრთხო ბალიში“, ბოევიკებმა გადაწყვიტეს ნარკოტიკის ფასის გაზრდა. მოსავლიანობის შემცირების ხარჯზე ფასი მართლაც რეკორდულად გაიზარდა : კილოგრამი ოპიუმი, რომელიც რეგიონში დაახლოებით 95 დოლარად იყიდებოდა, 746 დოლარი გახდა.


ფასების ხელოვნურმა მატებამ ვერ გადაარჩინა და ვერ შეაჩერა ამერიკულების შემოჭრა. თუმცა, უკანასკნელმა წლებში ისევ აღორძინდა ტრადიციული მოსავალი: ავღანეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც კი, ყაყაჩოს ნათესებმა სწრაფად მიაღწია წინა წლების მაჩვენებელს . 2002 წლისთვის ყაყაჩოს მინდვრებმა დაიკავეს 74 ათასი ჰექტარი, ხოლო 2004 წელს მათ გადააჭარბეს იმ მასშტაბებს, რაც ჰქონდათ ამერიკელების მოსვლამდე და განაგრძეს ზრდა. ავღანეთის წინა მთავრობამ, აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერით, დაახლოებით 8, 6 მილიარდი დოლარი დახარჯა ოპიუმის ყაყაჩოს აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ამისა, ავღანეთის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი ოპიუმის ვაჭრობაში და არ რცხვენოდათ ამის: ააგეს სასახლეები ქაბულის ცენტრში, იყიდეს უზარმაზარი ვილები დუბაიში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. გარდა ამისა, ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების დროს დაარსდა სხვა ნარკოტიკების წარმოებაც: ქვეყანა გახდა ჰაშიშის მიმწოდებელი და დაიწყო ეფედრას კულტივაცია, მცენარე, რომელიც გამოიყენება მეტამფეტამინის წარმოებაში.



2021 წელს ხელმეორედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბები ცდილობდნენ ამ საკითხს სხვანაირად მიდგომოდნენ და ოპიუმის წარმოებას უწოდეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ მკრეხელურიც. 2022 წლის აპრილში თალიბებმა ოფიციალურად აკრძალეს ყაყაჩოს მოყვანა, როგორც ანტიისლამური ქმედება.



თუმცა ახლაც ჰეროინის წარმოება ავღანეთის ხელისუფლების შემოსავლის ყველაზე დიდ წყაროა. 2021 წელს ავღანეთში ოპიატების უკანონო ვაჭრობის მოცულობა შეფასდა დაახლოებით 1, 8-2, 7 მილიარდ დოლარად. ოპიატების მთლიანი წილი ქვეყნის მშპ-ში 9-დან 14 პროცენტამდეა და აღემატება ოფიციალურად რეგისტრირებული საქონლისა და მომსახურების ლეგალური ექსპორტის ღირებულებას (ზოგიერთი შეფასებით, 2020 წელს ეს იყო მშპ-ს 9 პროცენტი). 2021 წლისთვის ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს გაშენების ფართობი 177000 ჰექტარს შეადგენდა. მთლიანობაში, 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 6800 ტონა ოპიუმი აწარმოა, რაც 8 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამ რაოდენობის ნარკოტიკისგან გადამუშავების შედეგად 270-320 ტონა სუფთა ჰეროინი მიირება.

image


"თალიბანის" ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად. აღიარების შემდეგ ნარკოტიკების გამო იმდენად ორგანიზაციის რეპუტაცია "ილახება", არამედ ქვეყნის მოსახლეობა. დიდი ხნის განმავლობაში, ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის ნარკომანია: ნარკომანთა რიგები ივსებოდა სიღარიბისა და რეგულარული კონფლიქტების გამო. 2005 წელს ქვეყანაში 200 000-მდე ოპიუმზე და ჰეროინზე დამოკიდებული ადამიანი იყო, 2009 წელს მათმა რიცხვმა მილიონს მიაღწია;ხოლო 2015 წელს გაერომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც დაახლოებით 2, 3 მილიონი ნარკომანს ითვლიდა - იმ დროს, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტი.მას შემდეგ 7 წელი გავიდა, დღეის მონაცემებით ბევრად მეტი იქნება.




image

პრობლემის თავიდან ასაცილებლად თალიბებმა არა მხოლოდ წამოიწყეს აგრესიული კამპანია ყაყაჩოს მოსავლის აღმოსაფხვრელად, არამედ დაიწყეს ნარკომანების გაგზავნა ბანაკებში, სადაც ისინი უნდა განიკურნონ, ბოევიკები იჭრებიან იმ ადგილებში, სადაც ნარკომანები იკრიბებიან და სატვირთო მანქანებისთ იძულებით გადაჰყავთ ქაბულის მახლობლად კლინიკაში, სადაც თვენახევრის განმავლობაში უნდა "განიკურნონ" თალიბანი აგრძელებს ნარკომანთა მასობრივ მიყვანას ქაბულის მახლობლად მდებარე სამარცხვინო ავიცენას სახელობის ნარკოლოგიურ ჰოსპიტალში, ყოფილი ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც 2016 წელს კლინიკად გადაკეთდა. ეს არის ნარკომანთა სამკურნალო ყველაზე დიდი ბანაკი.

image

ამ კლინიკაში გასული წლიდან მოყოლებული რეჟიმი არ შეცვლილა: ნარკომანებს კვლავ სატვირთო მანქანებით მოჰყავთ, პარსავდნენ და 45 დღე აკავებენ ყაზარმებში. მედიკამენტოზური თერაპიის ნაცვლად, თალიბები ჩვეულებრივ მოთმენას აიძულებენ, რის გამოც საავადმყოფოს თითქმის ყველა სტუმარი გადის მძიმე ე.წ. "ლომკას"- ზოგიერთი ვერ უძლებს ამ გამოცდა, რის გამოც „მკურნალობა“ პაციენტის სიკვდილით სრულდება. სხვა გზა არ არსებობს: მას შემდეგ, რაც თალიბანმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, კლინიკის საერთაშორისო დაფინანსება შეწყდა, ამიტომ ახლა ბანაკს ძლივ ყოფნი სახსრები იძულებითი პაციენტების გამოსაკვებად.

image


ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბანაკის შემდეგ „განკურნებულთა“ უმეტესობა ისევ ქუჩაში აღმოჩნდება და აგრძელებს ნივთიერებების მოხმარებას. ადეკვატური თერაპიისა და მინიმალური სოციალური რეაბილიტაციის არარსებობის შემთხვევაში, ჰეროინზე დამოკიდებულება მყისიერად ბრუნდება.


"ძაღლიც კი არ იცხოვრებს ასე", - ჩივის ჟურნალისტებთან ერთ-ერთი მათგანი, ვინც ქაბულის ქუჩაში უნდა გაათენოს ღამე.

image

ნარკოდამოკიდებულების ოჯახის წევრებიც დადიან ტრასებზე, ხიდებზე და ნათესავებს ეძებენ.


ვიღაც ღამით ფანრით ხელში შეიარაღებული ცდილობს იპოვოს ნაცნობი სახე ასობით უპოვარს შორის. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, ეძებეს თავის ძმას, რომელის მრავალი წლის წინ წავიდა სახლიდან ნარკოდამოკიდებულების გამო.


”იმედი მაქვს, ერთ დღეს ვიპოვი მას”, - განუცხადა მამაკაცმა Associated Press-ს.



ნაზერი ქაბულში ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ცხოვრობს, ის 30 წლისაა და, როგორც ჩანს, ნარკომანებს შორის პატივისცემით სარგებლობს, რადგან აგვარებს მათ შორის დავას და ჩხუბს. სხვებისგან განსხვავებით, ნაზერს აქვს დასაბრუნებელი ადგილი: თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ხიდის ქვეშ ატარებს, ზოგჯერ მაინც ბრუნდება სახლში. თუმცა, დიდი განსხვავება არ არის - დამოკიდებულება უკვე მთელ მის ოჯახს მოედო. ნაზერს არ უკვირს, რამდენად სწრაფად ივსება ხიდის ქვეშ არსებული სივრცე ავიცენას კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ. "ეს ნორმაა. ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი გვემატება... ეს არასდროს დასრულდება, - ამბობს ღიმილით.

1
814
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
814
  
2022, 23 აგვისტო, 17:56
ავტორო რაღაც გეშლება, ამერიკელები როცა ავღანეთში იყვნენ გეროინის წარმოება ზუსტად მაშინ მიდიოდა, რაც თალიბები დაბრუნდნენ გეროინის წარმოება გახდა 0-ი. ვინც გეროინს აწარმოებს თალიბები ხელფეხს ამტვრევენ და თავისივე ყაყაჩოების პლანტაციაში ტოვებენ. ეს მაგათმა გააკეთეს ორჯერ ამერიკელების შემოსვლამდე და ამერიკელების გასვლის შემდეგ. დოკ ფილმი "ავღანური გეროინი წაგებული ომი"
https://daftsex.com/watch/-27503561_162416141
0 1 1