x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ბავშვები უფრო ბედნიერები გახადეთ: დღეში მხოლოდ 1 ჩვევა
ჩვევები ნასწავლი ქცევებია, რომლებმაც ფესვები იმდენად ღრმად გაიდგა, რომ დაუფიქრებლად ვაკეთებთ, რაიმე ნიუანსის არსებობის გარეშე. ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცუდ ჩვევებზე უარის თქმა, მაგრამ კარგი ჩვევების ჩამოყალიბებაც მნიშვნელოვანია: მით უფრო მათი დახმარებით ცუდი ჩვევების დამარცხება შეიძლება შეძლოთ.

მაგალითად, ბავშვობაში სახლის დალაგების სწავლით, თქვენი შვილი ზრდასრულ ასაკშიც ორგანიზებულობით და წესრიგით გამორჩეული იქნება. როგორ დავეხმაროთ ბავშვს სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაში?

image

ნენსი დარლინგი, ფილოსოფიის დოქტორი, ამბობს: მოვლილი სახლი, სადაც კარადაში სუფთა ნივთები ორგანიზებულად აწყვია, ყოველთვის მაოცებს. ბევრი ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მათ არ შეუძლიათ, კერძოდ სამსახურის გამო.


თუ თქვენც იგივეს ფიქრობთ, წესად გქონდეთ დღეში ერთი პატარა სამუშაოს შესრულება. მსგავსი მიდგომა ბავშვში სასარგებლო ჩვევის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

მაგალითად, სამშაბათობით სამზარეულოს კარადა მოაწესრიგეთ. ყველა უჯრა გამოიღეთ, ზედაპირები გაწმინდეთ, ჭუჭყისგან გაწმინდეთ, დანები, ჩანგლები და კოვზები დაახარისხეთ. ასე სამზარეულო უფრო სუფთა გამოჩნდება. რამდენი დრო დახარჯეთ? ალბათ, მშვიდ ტემპში მუშაობით 30 წუთი.

image

ერთი დღისთვის ერთი ამოცანა საკმარისია. მეორე დღეს შეიძლება მაცივრის თაროების გაწმენდა გადაწყვიტოთ: თქვენი მიზანია დაიწყოთ, დაასრულოთ და აღნიშნოთ.


სარგებელი

რა სარგებელი აქვს ამ მიდგომას? ყოველდღე თითო საქმის შესრულებით ბავშვს მნიშვნელოვან უნარებს და ღირებულ თვისებებს ასწავლით. ჩვენი ჩვევები ისეთს გვხდის, როგორიც ვართ. თუ ბავშვი ყოველდღე რაღაც სასარგებლოს გაკეთების ჩვევას შეიძენს, ეს სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებს, ხოლო შრომისმოყვარეობა მისი მეორე ბუნება გახდება. რატომ ვართ დარწმუნებულნი?

image

თუ ბავშვი მცირე დავალებებს შეასრულებს, იგრძნობს, რომ საჭირო, დაფასებული და ჩართულია. სიტყვაზე, ჩვევები ინახება, როცა ამის გამო ჯილდოს ვიღებთ. პატარა წარმატებისთვის მცირე საჩუქარი აყალიბებს კარგ ჩვევას, რომელიც დროთა განმავლობაში ცხოვრების წესად გადაიქცევა.

რამდენიმე პატარა წარმატებით ბავშვი სხვა სფეროშიც უკეთესი გახდება. თუ თითქმის ყოველდღე ერთ ამოცანას ასრულებთ, 1 თვეში იმუშავებთ იქ, სადაც აქამდე არ გიმუშავიათ.


სია შექმენით

ბავშვს კარგი ჩვევის განვითარებაში რომ დაეხმაროთ, სია შექმენით. სია მიზანს, მიზნის მისაღწევ ნაბიჯებს და შესრულებული ამოცანისთვის ჯილდოებს უნდა მოიცავდეს. ბავშვებისთვის მოკლედ და მარტივად დაწერეთ.

image

იდეა იმაშია, რომ პატარა ნაბიჯები დააჯილდოვოთ, რომლებიც განსაკუთრებულ დაძაბულობას არ მოითხოვს და წარუმატებლობისთვის განწირული არ იქნება. ასეთი მიზანია მაგალითად, წაკითხვა, მეგობართან ურთიერთობა, გართობა, შეძენა. მათი მიღწევა ადვილია, ანუ ასე გააგრძელებს.

სია მოკლე უნდა იყოს. 3-5 მიზნით დაიწყეთ.

სირთულეები შეცვალეთ. თანდათან მოქმედებების სირთულე გაზარდეთ, ასე ბავშვს განვითარებაში დაეხმარებით. როცა დასახულ მიზანს მიაღწევს, დიდ სიამოვნებას იგრძნობს.

ამოცანები, რომლებიც ამ მომენტისთვის არ მუშაობს, გვერდზე გადადეთ. მიზნები ბავშვის ასაკის, მოთხოვნების და შესაძლებლობების შესაფერისი უნდა იყოს.

თითოეული მშობელი ვალდებულია, რომ ბავშვს კარგი ჩვევების თანდათან ფორმირებაში დაეხმაროს.


ასევე დაგაინტერესებთ:

აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს

image

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

image

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

image

7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

image

ძლიერი დედის მიერ აღზრდილი ბავშვები 14 თვისებით გამოირჩევიან

image

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image


0
38
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
38