x
მეტი
  • 25.09.2022
  • სტატია:122485
  • ვიდეო:355037
  • სურათი:494777
"ვერ გპასუხობდით მეგობრებო, უკეთ ვართ" - რა შეემთხვა თაკო ჩარკვიანს

image


პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს ავრცელებს და ფეისბუქმეგობრებს მათ შეტყობინებებზე პასუხის გაუცემლობას დედის, ირმა ჩხეიძის გულის პრობლემებით "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაყვანის მიზეზით ხსნის:


"ვერ გპასუხობდით მეგობრებო, უკეთ ვართ, ბ.ნი სულხან ლომინაძის წყალობით, კლინიკა -კავკასიის მედიცინის ცენტრი, ძალიან მაგარი ჯგუფი ექიმებისა (კარდიო-ინტენსიური) მადლობა დიდი.


ჩემი კეთილი სული ამა ქვეყნისა – ჩემი მოხუცი კარგად მყავს…..ახლა მეუბნება: თაკო გუშინ ჩემი გული ზუსტად ისე ციმციმებდა და აი მამაშენს რომ ვხდებოდი, პირველად რომ შევხვდი აი ზუსტად ისეო და კვდება სიცილით (რა ვუთხრა ახლა ამას მე?!) " - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირად გვერდზე.




0
664
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
664