x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"რამდენიც არ უნდა მწეროთ, ციხეში წავა თავისი ქმედებისთვის" - გურამ არუთინაშვილს სამგორის მეტროსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
imageტელეჟურნალიტს და ბლოგერს გურამ არუთინაშვილს სამგორის მეტროსთან სამი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.ამ ამბავს გურამ არუთიაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.



"დღისით რომ ცნობილ სახეს თავს გესხმიან ეს სად ვცხოვრობთ? რა ხდება? რომელ ქვეყანაში? რატომ გაიზარდა კრიმინალი საქართველოში ასე? გეტყვით, რომ თავს დამესხნენ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიმდინარეობს გამოძიება, მოვითხოვ ამ პიროვნებების უმკაცრესი ზომებით დასჯას შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ვგმობ ყველანაირ ძალადობას ნაცნობსა თუ უცნობზე. ხაზი გავისვი იმას რომ ამისი უფრო უნდა შეშინებოდათ მაგრამ დღეს არავის არაფრის ეშინიათ და კიდიათ...მადლობა იმ ადამიანებს ვინც მანქანა გააჩერეს და ჩემს დასახმარებლად გადმოვიდნენ."-წერს არუთინაშვილი.


შემდეგ არუთინაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:


"რამდენიც არ უნდა მწეროთ ციხეში წავა თავისი ქმედებისთვის, ძალადობას ყოველთვის ექნება თავისი პასუხი რაც არ უნდა იყოს. თურმე რატომ დავრეკე პოლიციაში და რატო არ მოვუგვარე სხვანაირად."



"ლიდერ ტივის" წამყვანს სამგორის მეტროსთან დაესხნენ თავს, როგორც თვითონ ამბობს, მისი მისმართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდნენ, ხოლო ერთ-ერთმა კეფაში ბოთლიც ჩაარტყა. არუთინაშვილი მოითხოვს "კანონის უმკაცრესი ზომებით" მათ დასჯას.

1
939
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
939
  
2022, 16 აგვისტო, 15:24
ჩინეთში ტელევიზიები გაფრთხილებულები არიან რომ ამისთანა ღლეები ეკრანზე არ გამოაჩინოთო, აქ კი მთელი გადაცემა მიყავს თურმე ტელევიზიით, ფუჰ შენი ლამზირა დედაც.
0 1 1