x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ გიჟდებიან გენიოსები უფრო ხშირად - პასუხი გაგაოცებთ

image


"სიურეალიზმის" ერთ-ერთმა ბრწყინვალე წარმომადგენელმა და ექსცენტრულმა მხატვარმა სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ თქვა: "ერთადერთი, რაც გიჟისგან განმასხვავებს არის ის, რომ მე გიჟი არ ვარ", ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, ისეთი გენიალური ადამიანები, როგორებიც იყვნენ მაგალითად, სალვადორ დალი, ედგარ ალან პო, ალბერტ აინშტაინი რატომ ითვლებოდნენ "ცოტა" უცნაურად. შეიძლება, რომ გენიოსები უფრო მეტად იტანჯებოდნენ ფსიქიკური აშლილობით ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები? ან ნუთუ რიგით მოკვდავსაც ხელეწიფება დალის მსგავსი საოცარი ნამუშევრების შექმნა ან საუკუნის წინ, აინშტაინის მიერ აღმოჩენილი ბრწყინვალე თეორიის აღმოჩენა?


image


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე თეორიას იმის შესახებ, თუ რატომ არიან ნიჭიერი ადამიანები სიგიჟისკენ მიდრეკილნი.



ჩეზარე ლომბროზოს თეორია


image


ცნობილმა იტალიელმა ექიმ - ფსიქიატრმა, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის კრიმინოლოგიაშიც, დაწერა წიგნი სახელწოდებით "გენიალურობა და სიგიჟე". თავის ამ ნაშრომში ის აანალიზებს ნევროზის მქონე დიდებული ადამიანების ქცევებს. მისი თეორიის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საოცარი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოვებულნი.




მაღალი IQ

image


არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელიც ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა წამოაყენეს. მათი აზრით, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს უფრო დიდი შანსი აქვთ გაგიჟების, ვიდრე სხვებს. ამისთვის მათ ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს, რომელიც 10 წელი გრძელდებოდა და მასში 700 000, 16 წლის მოზარდი მონაწილეობდა. კვლევის შედეგებმა ბევრი გააოცა: ის, ვინც მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა, მას ფსიქიკური დაავადება განუვითარდა.




ჩვენ, ყველა გენიოსები ვართ


image


მედიცინის დოქტორის სეგალინას მიერ 30-იან წლებში წამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით, მხოლოდ სულიერად დაავადებულს აქვს პოტენციალი გენიოსად გახდომის, ხოლო თუ ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ გენიოსობა არ ვლინდება.


image


ბურდენკოს საავადმყოფოს ფსიქოდიაგნოსტიკის პროფესორმა ანატოლი კარტაშოვმა შემოგვთავაზა თეორია, რომლის მიხედვითაც დაზიანებული 11 ქრომოსომის მქონე ადამიანების სხეულს შეუძლია ინტენსიურად განავითაროს ინტელექტუალური შესაძლებლობები. მოკლედ, ყველა ამ ჰიპოთეზის მიხედვით, თუ ადამიანი ყველა ფსიქიკური დაავადებისგან განიკურნება, მაშინ მსოფლიოში გენიოსთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.




0
480
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
480