x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"არაფერს აკლებდა შვილებს, ამ ბიჭს "შევროლეტ კამაროც კი უყიდა" - შვილმა დედა პარტნიორთან ერთად მოკლა
image


თბილისში მომხდარმა საზარელმა ამბავმა მთელი საქართველო ააფორიაქა. ლილოს დასახლებაში 17 წლის ბიჭმა საკუთარი დედა მოკლა, როგორც გამოძიება ამბობს ბიჭს თან ახლდა 19 წლის მეგობარიც. როგორც გაირკვა, შვილმა დედას სწორედ ამ მეგობართან სექსუალური კავშირი არ აპატია. გაიჟღერა ფულის საკითხმაც, რომელზეც თითქოს დედამისსა და მის ახალგაზრდა პარტნიორს უკმაყოფილება მოუვიდათ.


"კვირის პალიტრამ" იმ მოწმესთან ისაუბრა, რომელიც მოკლულ ქალბატონთან იმავე სახლში მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდა, რა დროსაც ნახა მისი 17 წლის შვილი და შვილის მეგობარიც.



"ჟანა ორი შვილის დედაა. ბიჭი და გოგო ჰყავს, გოგონა 15 წლის არის. არაჩვეულებრივი დედა იყო. ოჯახი ცხოვრობდა იქ. მისი ქმარი და გოგონა ამ დროს სოფელში იყვნენ, ხოლო დედა-შვილი თბილისში იყვნენ. არაფერს არ აკლებდა შვილს, ბოლო დროს ძვირადღირებული ავტომანქანა შევროლეტ კამაროც კი უყიდა შვილს. იყო ასეთი ფაქტები, რომ მანქანა წაიყვანა ნოვრუზმა და გააფუჭა, ასეთ რამეზე ბრაზდებოდა დედა, თორემ სერიოზული კონფლიქტები არაფერი მსმენია. იმ დღეს მითხრა, ახლა უფრო კარგად მიჯერებსო და უხაროდა. იმ დღესაც კარგ ხასიათზე იყო, არანაირი საეჭვო არ შემიმჩნევია. არც აღელვება, არც რაიმე საშიშროება. ჩუმად, წყნარად იყო ნოვრუზიც, თითქმის არც კი საუბრობდნენ, იმ მეგობარმა ბიჭმა რამდენიმე სიტყვა თქვა და გაჩუმდა. იმ ბიჭს რომ შევხედე სახეზე, არ მომეწონა, შინაგანად ასეთი რეაქცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტოლია. რაღაც არ მესიამოვნა. ჩემს შესვლაზე რეაქცია არ ჰქონიათ.



ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ჟანამ ეს სიტყვები მითხრა - ძალიან ბედნიერი ვარ, მე და ნოვრუზი ძალიან მეგობრულად რომ ვართო... ამ სიხარულს გამოხატავდა, ამას რომ მელაპარაკებოდა იმ საღამოს, ეს მის შვილსაც ესმოდა. ოთახში იჯდა, ხმა არ ამოუღია. მათ შორის ადრეც არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ხომ იცით, დედას ყოველთვის უნდა შვილი საუკეთესო იყოს.


ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო. გაგიჟებულია მომხდარით. უზომოდ განადგურებული იყო, კეთილი ადამიანია, ეს ბიჭი სოფელში მიდიოდა ხოლმე. სხვების ნათქვამზე მე არ ვაგებ პასუხს. ქმრის ოჯახს ვიცნობ და ისეთ დღეში არიან და ისე განიცდიან..." - ყვება ჟანა ხალილოვას მეგობარი.


ლილოს დასახლებაში, 13 აგვისტოს გვიან ღამით, 34 წლის ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული მისმა 17 წლის შვილმა ჩაიდინა.


კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ მის 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მისივე მეგობარ ბიჭთან. სწორედ ამის გასარკვევად არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა. შვილი ცდილობდა დედას მის მეგობართან ურთიერთობაზე მის მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე ეპასუხა. რის შემდეგაც ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში. შვილის მეგობარმა (რომელიც მისივე სექსუალური პარტნიორი აღმოჩნდა) დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.


ქალი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მეზობლებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.


ორივე არასრულწლოვანმა ადგილი მალევე დატოვა – შვილი გარდაბანში ბებია-ბაბუასთან სოფელში ჩავიდა და მომხდარის შესახებ უამბო. მოგვიანებით ის პოლიციას თავად ჩაბარდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, "-ნათვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

მოსაწესრიგებლად იყვნენ წასული. დილით რომ რეანიმაციაში დავრეკე, არ მიპასუხეს. ამასობაში მამუკას ნათლულიც მოვიდა და ვსაუბრობდით. 12-სკენ დაცვა მოვიდა, მამუკასთან ხართ, ხომ, ზემოთ გეძახიანო. გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ თან, ვფიქრობდი, ალბათ, რამე დასჭირდათ – მეთქი. ავედით, დავრეკე და მითხრეს, ცუდი ამბავი გვაქვს, მამუკას გული გაუჩერდაო. - წერს აჩი ფირცელაძე.


0
569
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0