x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
6 პოპულარული მითი და ფაქტი ველური დასავლეთის შესახებ ფილმებიდან

კოვბოები, ვესტერნის, მე-20 საუკუნის პოპულარული კინოს ჟანრის გმირები, რომანტიზებული, თითქმის საკულტო გმირები არიან. მაგრამ სინამდვილეში, ცხოვრება ველურ დასავლეთში ძალიან განსხვავდებოდა ეკრანზე ნაჩვენებისგან. რა თქმა უნდა, გაბედული კოვბოების, თავგადასავლების, ძარცვის ნათელი ერა სინამდვილეში შორს არის შაბლონებისგან, თან არც ისე ლამაზი და საინტერესოა, ასე რომ, ფილმებში ნაჩვენები ისტორიები ხშირ შემთხვევასი მხოლოდ სცენარისტების ფანტაზიაა:

1. ველური და ბინძური ინდიელები

ამერიკულმა კინომ საკმაოდ ცალმხრივად წარმოადგინა კოვბოები - დადებითი გმირები, რომლებიც მთელი თავისი სისასტიკით მაინც სამართლიანი საქმისთვის იყვნენ. ისინი მამაცურად ებრძოდნენ ნამდვილ ბოროტმოქმედებს - ინდიელებს. ვესტერნში ძირძველი ხალხი ნაჩვენებია როგორც გაუნათლებელი, ბინძური ბარბაროსები, რომლებსაც ამოძრავებთ ინსტინქტი და სიბრაზე. მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ იყო ასე.

ეგრეთ წოდებული „წითელკანიანები" ძირითადად იყვნენ განათლებული ადამიანები მდიდარი სულიერი სამყაროთი, ბუნებასთან და გარე სამყაროსთან დაკავშირებულები და რაც მთავარია: ინდიელები მშვიდობიანი ხალხი იყვნენ, რაც არ შეეფერება მათ კინემატოგრაფიაში აღწერილ სიუჟეტებს. ინდიელები არ იყვნენ პირველები, ვინც თავს ესხმოდნენ, უფრო მეტიც, ისტორიამ იცის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანაარსებობდნენ ისინი მშვიდობიანად დასახლებებთან, ვაჭრობდნენ და ურთიერთობდნენ. ცნობილია, რომ შერეული ქორწინებებიც კი იყო.

რა თქმა უნდა, არსებობდნენ მებრძოლი ტომებიც, მაგრამ ეს აგრესია მხოლოდ პასუხი იყო ამერიკის მთავრობის ქმედებებზე, რომელიც ისაკუთრებდა ინდიელების მიწებს და უბრალოდ სურდა ხალხის განდევნა მშობლიური ადგილებიდან.image

2. სკალპის ამხდელები

ეს არის კიდევ ერთი მითი, რომელიც, მთელი მისი გავრცელების მიუხედავად, მთლად სწორი არ არის. ველურ დასავლეთში ნამდვილად იყო ასეთი ტრადიცია, მაგრამ თეთრკანიანები მას უფრო მეტად მისდევენ, ვიდრე „წითელკანიანები“. ინდოელებს შორის ტოტემიზმის ფარგლებში იყო ასეთი რიტუალი, ამგვარად თაყვანს სცემდნენ წინაპრებს. მაგრამ ამ ფენომენის მასობრივი ბუნება მიანიჭეს თეთრკანიანმა დევნილებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს თავდასხმის ორგანიზება პირდაპირი გაგებით.

მონადირეებს ყოველ მოკლულ ინდიელზე 25 დოლარს უხდიდნენ. იმ რთულ პერიოდში ეს ფულის შოვნის საშუალებად იქცა. იმის დასამტკიცებლად, რომ მონადირემ ნამდვილად ინდიელი მოკლა, გვამს ან ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს სკალპს აძრობდნენ და მტკიცებულებად მიჰქონდათ.image

3. თეთრი კოვბოები

კოვბოები კლასიკურ ვესტერნებში ყოველთვის თეთრკანიანი მამაკაცები არიან და მრავალი წლის განმავლობაში ეს თავისთავად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, ტოლერანტობისა და ინკლუზიურობის პოპულარიზაციის წყალობით, შავკანიანმა მსახიობებმა დაიწყეს თამაში ველური დასავლეთის შესახებ ფილმებში. ცოტამ თუ იცის, რომ ველური დასავლეთი მულტიკულტურული იყო და იქ არა მხოლოდ ძირძველი ხალხი და თეთრი კოვბოები ცხოვრობდნენ, არამედ შავკანიანები, ესპანელები და მრავალი სხვა ეროვნება.image

4. ყველა ქალი მსუბუქი ყოფაქცევის იყო

ვინც უყურებს ვესტერნებს, აუცილებლად შეამჩნევს, ფილმებში მხოლოდ 2 ტიპის ქალი |ჩნდება, ერთი კეთილშობილური წარმომავლობის, რომელიც შემთხვევით მოხვდა ველურ დასავლეთში. მეორე კი მსუბუქი ყოფაქცევის, რომელიც ბარში მუშაობს.

მაგალითად, გაიხსენეთ Harvey House კვების ქსელის ისტორია, რომელიც მე-19 საუკუნეში ფრედ ჰარვიმ გახსნა. სასადილოები პოპულარული იყო მოგზაურებსა და ადგილობრივებში. თავდაპირველად იქ მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიუ-მექსიკოში კვლავ მოხდა ჩხუბი, მან გადაწყვიტა, მიმტანებად აეყვანა ნაკლებად კონფლიქტური ადამიანები, ქალები. თავიდან ეს იყო ექსპერიმენტი ერთ-ერთ რესტორანში, ამბობდნენ კიდეც, რომ იქმომუშავე ყველა ქალი მეძავი იყო, მაგრამ გოგონებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ბევრად უკეთესები არიან ვიდრე მამაკაცები: ისინი უფრო გამძლეები, უფრო საიმედოები და მოწესრიგებულები გამოდგნენ. შედეგად, ფრედ ჰარვიმ გაათავისუფლა ყველა მამაკაცი და სამუშაოზე ქალები აიყვანა.image

5. ყველა კოვბოი ვისკის სვამდა

კიდევ ერთი მითი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. დილით ბარში შემავალი კოვბოი, რომელიც ვისკის უკვეთავს მხოლოდ და მხოლოდ სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფია. დღისით კოვბოები მუშაობდნენ და არ სვამდნენ ალკოჰოლს. დალევა მხოლოდ საღამოს შეეძლოთ. და საერთოდაც არ სვამდნენ ვისკის, ეტანებოდნენ იაფფასიან ლუდს რადგან მეტი ფული არც ჰქონდათ.image

6. ველური დასავლეთის მეძავები გროშებად იყიდებოდნენ

ჰოლივუდის კინორეჟისორების გადაღებით, ეკრანზე ეს ქალბატონები არიან გამოსახული, როგორც ძალიან უშნო, მოუწესრიგებელი, ქალები, რაც მხოლოდ ზიზღს იწვევს. მომსახურებისთვის გროშებს იღებდნენ და თავს ძლივს ირჩენდნენ.

სინამდვილეში, მათ ბევრი რამ ჰქონდათ, ხშირად უფრო მეტი ვიდრე სხვა მოქალაქეებს. ზოგადად, ბორდელის მმართველი ქალბატონი, როგორც წესი, განათლებული და ინტელექტუალური იყო და, რა თქმა უნდა, იმდროინდელი სტანდარტებით მდიდარი. ის უვლიდა თავის გოგონებს, ზრუნავდა მათ გარეგნობაზე გოგონებს რეგულარულად უტარებდნენ ფასიან სამედიცინო გამოკვლევებს (რასაც სალონის პატრონი იხდიდა), ასევე უზრუნველყოფდნენ დაცვას.

image


0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0