x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
რა გახდა დედის მკვლელობის მიზეზი? - ლილოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
imageროგორც ცნობილია, ლილოს დასახლებაში 17 წლის შვილმა საკუთარი დედა .34 წლის ჟანა ხალილოვა მოკლა, მკვლელობაში მონაწილეობდა არასრულწლოვანი ბიჭის მეგობარიც. მკვლელობის შემდეგ 17 წლის ნოვრუზი ნათესავებთა წავიდა გარდაბანში, იქ თქვა, რომ დედა მოკლა და შემდეგ პოლიციას ჩაბარადა. დააკავეს მისი 19 წლის მეგობარიც.



გაირკვა მკვლელობის სავარაუდო მიზეზიც, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ დედამისს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან და სწორედ ამ საკითხის გასარკვევად, მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, ლილოს დასახლებაში, რის შემდეგაც გარკვეული საუბარი შედგა მშობელსა და ახალგაზრდებს შორის. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა დედას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სასიკვდილო - ყელის არეში. შემდეგ კი დანაშაულის ადგილი ორივემ დატოვა.

image

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟანას მკვლელობა შესაძლოა მისმა ქმარმა შეუკვეთა, რომელიც ოჯახური ძალადობის გამო გასამართლებულიც იყო.



„ჟანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მგონია, მისმა მეუღლემ ჩაიდინა, დაგეგმა და შემდეგ შვილს შეასრულებინა. მეუღლესთან ჟანას პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა. ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მისი შვილი ცოტა ონავარი ბიჭი იყო. ის მამასთან ცხოვრობდა და დედას ხშირად ხვევდა პრობლემებში."-აღნიშნა ჟანას ერთ-ერთმა ახლობელმა


თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ჟანას სხვა მეგობარი ლელა დიასამიძე, "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ქალმა აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა:


"ეს მე წავიკითხე და გაოგნებული ვარ. რატომ დაწერეს ასეთი რამ, ვინ თქვა, არ ვიცი. ცოლ-ქმარი გაშორებულები არ იყვნენ, უბრალოდ ქმარი უფრო მეტად სოფელში იყო ხოლმე. ამ ტრაგედიის შემდეგ, პირადად ვნახე ქმარი, კანკალებდა, ტიროდა, განადგურებული იყო. გაგიჟებულია მომხდარით. უზომოდ განადგურებული იყო, კეთილი ადამიანია, ეს ბიჭი სოფელში მიდიოდა ხოლმე. სხვების ნათქვამზე მე არ ვაგებ პასუხს. ქმრის ოჯახს ვიცნობ და ისეთ დღეში არიან და ისე განიცდიან... ჟანა 20 წელი ცხოვრობდა იმ სახლში, 14 წლის ასაკში გათხოვდა. დედამთილი მოთქვამდა, შვილივით მყავდაო."


ორივე დაკავებულს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჟანა ხალილოვას მკვლელობა, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

0
443
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0