x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გმირმა მამამ თვითმფრინავში ქალი გაანეიტრალა, რომელიც "ალაჰ აკბარის" ყვირილით აფეთქებით იმუქრებოდა და პილოტების კაბინაში შეჭრას ლამობდა
image

სამი შვილის გმირმა მამამ შეაკავა ქალი, რომელმაც ტანსაცმელი გაიძრო და საცვლების ამარა დარჩენილმა მანჩესტერში მიმავალ თვითმფრინავის სალონში გაირბინა, რა დროსაც ორჯერ ჰქონდა მცდელობა შეჭრილიყო პილოტების კაბინაში ყვირილით „ალაჰ აკბარ“.


35 წლის ფილიპ ო'ბრაიენი სამშაბათს, 9 აგვისტოს, Jet2-ით მგზავრობდა ლანრკიდან(კვიპროსი) მანჩესტერში, როდესაც აფრენიდან მალევე 30 წელს გადაცილებულმა ქალმა პანიკა გამოიწვია მგზავრებში.


ქალმა, განაცხადა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა და ასევე ჰკითხა თანხმლებ ბავშვებს, მზად იყვნენ თუ არა "სიკვდილისთვის". მან ასევე უთხრა შეშინებულ მგზავრებს და პერსონალს, რომ მისი მშობლები ISIS ტერორისტული ჯგუფის წევრები იყვნენ.



ბ-ნი ო'ბრაიენი, სადრენაჟო ფირმის უფროსი, ბორტზე იმყოფებოდა ოჯახის ექვს წევრთან ერთად, მათ შორის იყო მისი მეუღლე და სამი შვილი რვა-დან 14 წლამდე.


მან დაინახა, რომ ყველა მგზავრი "თავისთვის" იყო და შეშინებულები მომდევნო სცენარის განვითარებას უყურებდა, ფილიპმა ჰკითხა პერსონალს რატომ არავინ აჩერებდა მას?

image

"დაველაპარაკე თანამშრომლებს და ვკითხე "რატომ არ დააგდეთ იგი იატაკზე?" „მათ მიპასუხეს: „არ შეგვიძლია“. მე ვუთხარი: "კარგი, მე ვიზამ ამას, როდესაც ქალი ისევ შევიდა კაბინაში, ავიღე საკუთარ თავზე, ქალს ვეცი და იატაკზე დავაგდე, ამის შემდეგ პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა პარიზში.”

მისტერ ო'ბრაიენმა ჰკითხა ქალს, რატომ ამბობდა ის ასეთ რაღაცებს და მან უპასუხა: "თუ არ გავაკეთებ ამას, იქნება აფეთქება და ყველა დაიღუპება".

image

ერთმა ქალმა, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა, განუცხადა MailOnline-ს, რომ ქალის საქციელმა შეაშინა მისი ქალიშვილი. მან თქვა: ”მე უფრო მეტად ვღელავდი ჩემს ქალიშვილზე - ის იმდენად შეშინებული იყო, მას ჰქონდა პანიკური შეტევა. მე უბრალოდ შეშინებული ვიყავი იმის გამო, თუ ის რის გაკეთებას აპირებდა."

Mirror იტყობინება, რომ Jet2-მა დაადასტურა, რომ რეისი გადამისამართდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში სამშაბათს დილით ადრე, რათა "გადმოესვა" "დამანგრეველი მგზავრი".


სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ქაოტური სცენა, რომელშიც სულ მცირე ორი ფრანგი პოლიციელი აკავებს ქალს, რომელსაც შავი ქუდი ახურავს და წითელი ტოპი აცვია კლიპის წარწერა ასეთია: "Jet2 Cirque De Soleil - გაგიჟებული ქალი ნახევრად შიშველი დარბოდა სალონში და შემდეგ გონება დაკარგა.

0
186
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0