x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
„მე ყარყარაშვილის შტო ვარ!... ამ ქვეყანას არავის ავარევინებთ!“ - ლალი მაროშკინა
image


პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მაროშკინა აფხაზეთის ომს ეხმაურება, საინტერესო დეტალებს იხსენებს და ღალატზე საუბრობს.


„მე ყარყარაშვილის შტო ვარ! ჩვენ ამ ომში სისხლი და ხორცი დავკარგეთ! 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.


ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 000-მდე ადამიანი დღემდე დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას. მაშინაც და 2008-შიც დიდი ღალატი იყო!



ვირთხები არ წასულან საომრად და გადარჩნენ არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სხვის უბედურებაზე გამდიდრდნენ!


მჯერა, დეზერტირების სულები განსაკუთრებულ ჯოჯოხეთში მოხვდებიან... ჩემი "გაპრანჭული ტბილისკი" ბიჭები, ერთ დღეს იქცნენ გავროშებად. სრულიად საქართველოს ღიმილის ბიჭები ერთ დღეს გადაიქცნენ თავდაუზოგავ მეომრებად.


ჩვენი ბიჭების მამები გზად დაედევნენ ომში გაპარულ ბიჭებს... ჩვენი დედები ერთ დღეს შეიმოსნენ ძაძებში... სანამ ჩვენ ვგლოვობდით, მიწას არ ვაციებდით და ახალ-ახალი დაფლეთილი სხეულებით ვასაზრდოებდით, აქვე ყურის ძირში ლეშიჭამიების გილდია იქმნებოდა - სახელად არასამთავრობო სექტორი. ასე ჯიუტად სრულდებოდა დავალება: საქართველო ქართველის გარეშე.


არა ენას! არა მამულს! არა სარწმუნოებას! გმირებს-დავიწყება, ქვეყანას დანაწევრება, სტრატეგიული ობიექტების მტრებისთვის გადაცემა, სულიერების მოსპობა, პატრიარქის და ქველმოქმედის მტრად გამოცხადება!


მილიონები დაიხარჯა იდენტობის მოსპობაზე, მაგრამ მთავარი დაავიწყდათ! ჩვენ ვაზის, ნინოს, თამარის, დავითის, ერეკლეს ქვეყანა ვართ, ჩვენი ძირი ისევ იხარებს!


გახსოვდეთ!!! ჩვენი ბიჭების სისხლით გაჟღენთილი დროშა შენახული გვაქვს! ჩვენ იმ ომის გოგოებმა ვშვით ახალი, ჯანმრთელი თაობა, ჩვენ გავძლიერდით და ამ ქვეყანას არავის ავარევინებთ! დიდება გმირებს! ჩვენ დავბრუნდებით! -- წერს ლალი მაროშკინა.

1
320
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
320
  
15 აგვისტო, 22:12
ჰა ჰაააააააა არ აგარევინებთო. ჰაააა ჰაააა ამ ქვეყანასო ჰა ჰაააა ))))))))))))
მართლა ასეთი იმბეცილია ეს საცოდავი...
ან ვინ ურევს ან რომც ურევდნენ შენ ვინ ჩემი ზურა მახარაძე (სასქესო ორგანო იგულისხმება) ხარ?
0 1 1