x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
„ასაკით უფროსი ცოლი როგორ მოიყვანე?“ – ზურა ხაჩიძის პასუხები ლაივ ჩართვაში
image


ცნო­ბილ­მა წყვილ­მა, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ და ზურა ხა­ჩი­ძემ გადა­წყვი­ტეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ლაივ ჩარ­თვე­ბისსა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხონ.


ზუ­რამ და ხა­თუ­ნამ ამ­ჯე­რად თა­ვი­ანთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რეს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.


ხა­თუ­ნა:



– არ მინ­და, ამ თე­მით თავი მო­გა­ბეზ­როთ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ის არის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. არ ინერ­ვი­უ­ლოთ რო­დე­საც რა­ი­მე დი­აგ­ნოზს გა­ი­გებთ. მთა­ვა­რია, ტვინ­ში ეს გა­და­ხარ­შოთ და იბ­რძო­ლოთ. ამ წას­ვლა­ზე, შე­მოწ­მე­ბა­ზე რომ ჩავ­დი­ო­დი თურ­ქეთ­ში, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ექვს თვე­ში ერთხელ ჩავ­დი­ო­დი. რო­გორც ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, არის პა­ტა­რა რა­ღა­ცა გა­მო­ნა­ზარ­დი, რო­მე­ლიც არ არის სიმ­სივ­ნუ­რი. უბ­რა­ლოდ რად­გან მიდ­რე­კი­ლე­ბა მქონ­და სიმ­სივ­ნის­კენ სას­წრა­ფოდ გა­მი­კე­თეს დას­ხი­ვე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. თქვე­ნი ლოც­ვი­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე ამას ვერ გა­და­ვი­ტან­დი. ყო­ველ­თვის ვი­წყებ ხოლ­მე ნი­ნი­თი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა იყო და შემ­დეგ ჩემი ზურა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ­დი ხოლ­მე, რომ ცოტა გა­გიჟ­და.


გვინ­და, რომ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ლა­ი­ვე­ბი გა­ვა­კე­თოთ. ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა და ურ­თი­ერ­თო­ბამ ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი გა­ი­ა­რა. ასე ად­ვი­ლად არ არის ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც გვერ­დი­დან ჩანს. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ხე­ლე­ბი­თაც გვი­ჩხუ­ბია.


ზურა:


– მე ვა­მა­ყობ, რომ ქალ­ზე ხელი არ ამი­წე­ვია.


ხა­თუ­ნა:


– მე ბევ­რჯერ და­მი­ბწ­კე­ნია, რომ ვერ ვა­გე­ბი­ნებ­დი. ბევრ თე­მებ­ზე შეგ­ვიძ­ლია სა­უ­ბა­რი, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და ახალ­გაზ­რდე­ბი ჩა­ერ­თონ ჩვენ ლა­ი­ვებ­ში. ეს პირ­ველ ეტაპ­ზე იყო, ზუ­რას რომ გავ­ყე­ვი ცო­ლად. ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპს ბევ­რი გან­საც­დე­ლი მოჰ­ყვე­ბა. ბევ­რი არე­უ­ლო­ბაა ოჯახ­ში, რო­დე­საც ახა­ლი შექ­მნი­ლია. ამ ბოლო დროს ანას­ტა­სია და­ინ­ტე­რეს­და და ვუყ­ვე­ბით ხოლ­მე. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მისი ტოლი გოგო-ბი­ჭე­ბი ჩაგ­ვერ­თვე­ბი­ან და კი­თხვებს დაგ­ვის­ვა­მენ.


ზურა:


ძა­ლი­ან გა­ცივ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­პი­რის­პი­რე­ბაა, ცუდი, ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მელ პარ­ტი­ა­შია ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ჩვე­ნი­ა­ნია, “ოც­ნე­ბისწევ­რიც და “ნა­ცი­ო­ნა­ლიც.” მე სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს ყვე­ლას მი­მართ. არა­ვის გვერ­დზე და­მი­წე­რია, ფუ, შე სა­ზი­ზღა­რო.


ხა­თუ­ნა:


ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ უნდა ვთქვა, რომ გუ­რუ­ლი ქალი ვარ და ავ­ფეთ­ქე­ბულ­ვარ და ზღვარ­გა­და­სუ­ლი სტა­ტუ­სი და­მი­წე­რია და ამას არ ვპა­ტი­ობ სა­კუ­თარ თავს და ბო­დი­შიც მო­მიხ­დია.


ზურა:


ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან უფ­რო­სი ცო­ლის მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორ მი­ვი­ღე. ისე მიყ­ვარ­და, რომ რო­გო­რიც გამ­ზარ­დეს და რო­გო­რი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც უნდა მყო­ლო­და ეს ვი­პო­ვე ხა­თუ­ნა­ში. მა­ნამ­დეც იყო სიყ­ვა­რუ­ლი, თქვენ კარ­გად იცით, ვინც იყო. მე არა­ვის მო­ვუ­წო­დებ, რომ მას­ზე უფ­რო­სი ცოლი მო­იყ­ვა­ნოს, თა­ვის ასაკ­ში ნა­ხოს თა­ვი­სი ტოლი და სწო­რი, მაგ­რამ მე, მე ვარ. მე მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია, მას­ში და­ვი­ნა­ხე ის თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მინ­დო­და ჩემ მე­ო­რე­ნა­ხე­ვარს ჰქო­ნო­და. არ მინ­დო­და მომ­ღე­რა­ლი ცოლი მყო­ლო­და, ცოტა ეგო­ის­ტუ­რად მი­ვუ­დე­ქი. ხა­თუ­ნა უმაგ­რე­სი მე­გო­ბა­რია. უამ­რა­ვი სი­ტუ­ა­ცია ყო­ფი­ლა რო­დე­საც ხა­თუ­ნა გვერ­დით მედ­გა. უამ­რა­ვი რამ გვაქვს გავ­ლი­ლი. გა­და­სუ­ლიც ვყო­ფილ­ვარ ცალ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად, ისე გვი­ჩხუ­ბია.


ხა­თუ­ნა:

ბევ­რი რამე დავ­თმეთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ბევ­რი რამე დავ­თმეთ და ვა­პა­ტი­ეთ ერ­თმა­ნეთს. ერ­თმა ადა­მი­ან­მა უთხრა ზუ­რას სუფ­რას­თან, რა ბედ­ნი­ე­რი კაცი ხარ, სა­მო­თხე­ში მოხ­ვდე­ბიო, გუ­რუ­ლი ცოლი გყავს და აქ უკვე ჯო­ჯო­ხეთ­ში ხარო. აფექ­ტუ­რია გუ­რუ­ლი ქალი, აფეთ­ქე­ბა იცი­ან, მაგ­რამ მალე გას­დით.

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0