x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ბა­თუ­მი რუ­სე­თის კო­ლო­ნი­აა...." - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს თიკა ჯამბურია

image


ბათუმში დასასვენებლად მყოფი მომღერალი თიკა ჯამბურია რუსი ტურისტების სიმრავლით შეწუხებული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:


"ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია ბა­თუ­მი. ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სე­თის კო­ლო­ნი­აა. გარ­და იმი­სა რომ ქარ­თვე­ლებ­ზე მეტი რუ­სე­ბი არი­ან, ქარ­თვე­ლე­ბი (მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი) ქარ­თვე­ლებ­საც კი რუ­სუ­ლად გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან.


რომ გა­მოვ­თქვი პრე­ტენ­ზია არ და­მე­ლა­პა­რა­კოთ რუ­სუ­ლად-თქო, და­მე­სივ­ნენ ქო­რე­ბი­ვით, სა­ი­დან გა­ვი­გო მე სა­და­უ­რი ხარო. ანუ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისევ და ისევ ჩვენ­შია, გა­ნათ­ლე­ბა­ში, კულ­ტუ­რა­ში და შეგ­ნე­ბა­ში", - ვკითხულობთ მომღერლის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტების სიმრავლითა და მათი თავხედური ქმედებებით შეწუხებული ქართველი სელებრითების პოსტები სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება, მათ შორის გახლავთ ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანიც, რომელიც ბათუმში დედასთან ერთად ისვენებს. ასათიანის თქმით, მათ რუსეთის მოქალაქეები ნორმალურად დასვენების საშუალებას არ აძლევენ და მათ მყუდროებას თავხედურად არღვევენ:


"ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია მე და დე­და­ჩე­მი ბა­თუმ­ში ვსე­ირ­ნობთ, უკვე მე­ხუ­თე მან­ქა­ნა “წა­ჩე­რე­ბით ატორ­მუ­ზებს“ და მძღო­ლი ხმა­მაღ­ლა, რუ­სუ­ლად „Девушка вы куда?“


image


მთრგუ­ნავ ჩემო სამ­შობ­ლო, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც კი სა­ში­ში ხდები… ჰო, და კი­დევ რუ­სებს ვგე­ვართ ეს ორი კნე­ი­ნა?" – წერს მაია ასათიანი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.


image








0
639
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
639