x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"მომაგონდა ერთი ბინძური გამიზნული ჭორი...." - რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"ახლა ვკითხულობდი, ერთ უნიჭო ლიტ-ქილერის ანუ "ლეტერატორი ქილერის"კედელზე ტროლ-კომენტარს და მომაგონდა ერთი ბინძური გამიზნული ჭორი-ცილისწამება, დიდი მგოსნის აკაკის მიმართ: აკაკი წერეთელმა ივანე მაჩაბელი მოკლაო, მაშინდელ ერთ "ლიტ-ქილერს" დააწერინეს.


რა საოცარია ისტორია მეორდება თითქოს დააკოპირეს, თან ეს "ლიტ-ქილერები " ჩუმ-ჩუმად "პატარას პოეტობენ" კიდეც, ყველა პაწია "ლექსებს" წერს, ეგრევე დათმობდნენ "ლიტ მცოდნეობას", ერთი მოქნეული სტრიქონის დაწერა რომ შეეძლოთ, აი მაგალითად მურმან ლებანიძის "უფლისციხესთან", ან მუხრანის მაჭავარიანის -"საბა", ან ანა კალანდაძის " ქართულო ცაო, ან ჯანსუღ ჩარკვიანის "ლამაზი სიკვდილი", ან არჩილ სულაკაურის "მიმინო", ან ოთარ ჭილაძის "მამული", ან, ან, ან.......


ჰოდა კი დარჩნენ " ლიტ ქილერებად" სხვისი შემოქმედების "ვერ და ცუდად მცოდნეებად", რას იზამ როგორც გენიოსმა გალაკტიონმა თქვა: "ნიჭი ბიძიკო ნიჭი", მეტი არაა ჩემი მტერი ამ " ლიტ ქილერებმა" და "გრაფომანებმა"ლექსის წერა ისწავლონ (როგორც სამეგრელოში იტყვიან) "აწი "– ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.

0
708
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
708