x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ალპებში 26 წლის მსოფლიო ჩემპიონის ცხედარი აღმოაჩინეს
image

ალპებში იპოვეს მსოფლიო ჩემპიონის სკაი-ალპინიზმში( სათხილამურო მთამსვლელის) ადელ მილოზის ცხედარი.


მსოფლიო ჩემპიონი სათხილამურო ასპარეზობაში ადელ მილოზი ალპებში, მონბლანის ქედის ერთ-ერთ ფერდობზე დაიღუპა. ამის შესახებ Corriere Della Sera იუწყება.


წყაროს ცნობით, 26 წლის სპორტსმენის ცხედარი ფრანგმა მაშველებმა იპოვეს. მის გვერდით აღმოაჩინეს პენგის მწვერვალზე ასვლის სტანდარტული მარშრუტის ინსტრუქტორის გვამი, რომელთანაც ერთად 26 წლის სპორტსმენი მთაში ვარჯიშობდა.


image

საფრანგეთის პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი მთამსვლელის გარდაცვალების მიზეზი გაუარესებული ამინდი ან ან სტიქია ვერ იქნებოდა.


მილოზმა მოიგო ოქრო 2017 წლის სამთო სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე სპრინტში და ინდივიდუალურად. ასევე 2018 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი. სპორტსმენის ანგარიშზე ქვეყნის სამი ჩემპიონის ტიტული.

image

2018 წელს მან ასევე მეხუთე ადგილი დაიკავა Pierra Menta-ში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სათხილამურო ალპინისტურ რბოლაში. ის ასევე დადიოდა შამონის სათხილამურო და მთამსვლელობის ეროვნულ სკოლაში, რათა გამხდარიყო ალპური გიდი. 15 აგვისტოს მას უნდა გაევლო ბოლო სტაჟირება, რომელიც დიპლომის აღებამდე მიიყვანდა.


image

0
715
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0