x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

1. პოლიციის ძაღლები ყველაზე გაწვრთნილი ძაღლები არიან მსოფლიოში. ეს კი ტესტია მოთმინებაზე და გამძლეობაზე:image

2. ამაზონის ტროპიკული წვიმის ტყე პერიოდულად სასუქს საჰარიდან იღებს. ქარს ქვიშის ნაწილები (მტვერი) ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერება) ოკეანეს გადაღმა, ტროპიკებში გადააქვს, სადაც ის ტყეს ეფინება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს.

NASA-ს მეცნიერების გამოთვლებით, ყოველწლიურად, ქარს 27, 7 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს კონტინენტიდან კონტინენტზე, რომელიც 0, 08%-მდე ფოსფორს შეიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზონის ტყეები, ყოველწლიურად, 22 ათას ტ. ფოსფორს იღებს აფრიკიდან. ეს კი, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენის გამორეცხვაც ხდება ხსენებული ტყეების ნიადაგებიდან, წვიმების და წყალდიდობების პერიოდში. სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი მუდმივად განიცდის ფოსფორის ნაკლებობას და რომ არა საჰარა და «საჰარის სასუქი», შესაძლებელია, ამაზონის ტყეებიც არ ყოფილიო.
3. ატაკამას უდაბნოში (ჩილე) წვიმა არასოდეს მოსულა.
4. 75 წლის ასაკის საშუალო სტატისტიკურ ადამიანს 23 წელი ძილში აქვს გატარებული.

5. კოლიბრის 350 სახეობიდან ყველაზე დიდი 22 სმ-ია. ხოლო, ყველაზე პატარა, რამდენიმე სანტიმეტრი არის და სულ რაღაც 2 გრამს იწონის. ეს ყველაზე პატარა ფრინველია პლანეტაზე. მისი გავრცელების არეალი კუბაა.image


6. დღეისთვის, ზვიგენის 450 სახეობამდე არის ცნობილი. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წელია. მაგრამ, ქიცვიან ზვიგენს 100 წლამდე შუძლია იცოცხლოს.
7. დადგენილია, რომ კოღოებს უფრო მეტად ლურჯი ფერი იზიდავთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი.
8. კენგურუს უკან სიარული არ შეუძლია.
9. ყველაზე დიდი, დარეგისტრირებული (1887 წ.), ფიფქის დიამეტრი 38.1 სანტიმეტრი არის.
10. დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან, მხოლოდ კოალას და ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდები.image


11. რვაფეხას 3 გული აქვს. ერთი (მთავარი) სხეულში სისხლის მოძრაობას უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი 2 გული — სისხლით ლაყუჩებს ამარაგებს.
12. დიდი რაოდენობით სტაფილოს შეჭმის შემთხვევაში, ადამიანი ნარინჯისფერი ხდება.
13. კაშალოტებს ყველაზე მძიმე და მოცულობითი ტვინი აქვთ – ის, დაახლოებით, 9 კგ-ს იწონის.
14. ვეფხვისებური ზვიგენის ემბრიონები, დედის საშვილოსნოში, ერთმანეთს სამკვდროდ ებრძვიან. ბუნებრივი გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ ძლიერები იბადებიან.

15. ჩუკოტკასა და ალასკას შორის დიომიდის კუნძულები მდებარეობს. ერთი რუსეთს ეკუთვნის, ხოლო მეორე — აშშ–ს. ისე გამოვიდა, რომ საზღვარი ქვეყნებს შორის, სწორედ ამ კუნძულებზე გადის. მაგრამ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კუნძულებზე სასაათო სარტყლებიც განსხვავებულია — კუნძულებზე, რომლებიც ერთმანეთისგან 4 კმ–ით არის დაშორებული, დროში სხვაობა, 12 სთ–ს შეადგენს.image


16. ინდური «City of Montessori School» სკოლა, ყველაზე დიდი კერძო სკოლა მსოფლიოში, რომელშიც 27 000-მდე ბავშვი სწავლობს. მას იუნესკო-ს პრემია აქვს მიღებული და გინესის რეკორდების წიგნში არის შეტანილი.

17. ლურჯი ვეშაპის ენა უფრო მეტს იწონის, ვიდრე სპილო.

18. თავისუფლების ქანდაკების საჩვენებელი თითი 2, 44 მ-ია.

19. ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

20. ყველაზე ძვირიანი სერიული ავტომობილი მსოფლიოში Bugatti Veyron 16.4 Super Sport–ია. მისი ფასი 2 800 000 $–ია.image


21. კოლუმბიელი პაბლო ესკობარი — ХХ საუკუნეში, ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი ნარკობარონი იყო. მისმა ქალიშვილმა გაიხსენა, რომ ერთხელ, როდესაც ისინი პოლიციისგან მთებში იმალებოდნენ, ძალიან შესცივდა, რადგან ღია სივრცეში მოუწიათ ყოფნა... და რომ არ გაყინულიყვნენ, პაბლომ კოცონი დაანთო და არ ჩამქრალიყო, მას ქაღალდის კუპიურებს ამატებდა. იმ დღეს ესკობარმა გათბობაში 2 000 000 $ «გადაიხადა».
22. თვეში, რომელიც კვირით იწყება, აუცილებლად დაემთხვევა პარასკევი და 13 რიცხვი ერთმანეთს.
23. ინგლისურენოვან ქვეყნებში არსებობს ტრადიცია: 29 ქალს შეუძლია მამაკაცს ხელი სთხოვოს და მას უარის თქმის უფლება არა აქვს.
24. 10 ყველაზე თბილი წელი დაფიქსირდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ანუ საშუალოდ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ახალი ტემპერატურული რეკორდი დამყარდა.
25. ამ ფაქტის შემოწმებას, ალბათ, 99% მოისურვებს: როგორც არაერთი ცდით დამტკიცდა, თუ ადამიანს ძილის დროს ნეკა თითზე მოჰკიდებთ ხელს, ის ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ვინ იყვნენ მესოპოტამიელი ოლიგარქები და რა გავლენა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაზე

* სსრ კავშირი – რიგების ქვეყანა

* ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება

* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით

* რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება

* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...

* ისტორიულ ფასეულობის 10 ძველი ფოტო, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება



0
365
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0