x
image
Lerato
ვარდისფერი მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინში – 35 საოცარი იდეა

ვარდისფერის გამოყენება მისაღებ ოთახში საკმაოდ დელიკატური საქმეა. ზოგადად ითვლება, რომ აღნიშნული ფერი მხოლოდ საბავშვო ან გოგონების ოთახისთვისაა შესაფერისი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის წარმოუდგენლად მოდური, თანამედროვე და ორიგინალური არჩევანია ნებისმიერი სტილის მისაღები ოთახისთვის.


image


რა უპირატესობა აქვს ვარდისფერის გამოყენებას მისაღებ ოთახში?


image

რატომ არის ვარდისფერი ასეთი პოპულარული? უპირველეს ყოვლისა, ის მოსაწყენი არ არის. ღია და მხიარული, ის ხალიასიან ნოტებს მატებს ყოველდღიურ ნაცრისფერ ცხოვრებას. მისაღები ოთახის ვარდისფერი ინტერიერი გამოიყურება საოცრად კომფორტულად. ფერი თავისთავად პოზიტიურ განწყობას ქმნის. ნაზი ვარდისფერი ამშვიდებს და ამავდროულად შთამაგონებელიცაა. ის დიდებული არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც მოდუნება უჭირს დამღლელი დღის შემდეგ. მსგავს ატმოსფეროში მოხვედრისას, ადამიანი სწრაფად შეიგრძნობს სიმსუბუქეს და ფიზიკური ძალების მოზღვავებას.


image

ვარდისფერი უნივერსალურია და ნებისმიერ ოთახს დაამშვენებდა. ის იდეალური იქნება პატარა ოთახისთვის, რომელსაც ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს. ცუდად განათებულ ოთახს კი უფრო ნათელს ხდის.


სხვა ფერებთან, როგორც მსუბუქ, ისე გაჯერებულ ტონებთან შერწყმის შესაძლებლობა საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ის სხვადასხვა სტილისტური მიმართულებით.


როგორ შევუხამოთ ვარდისფერი სხვა ფერებს?


image


ვინაიდან ღია ვარდისფერი პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს ტონები კარგად ეხამება თითქმის ნებისმიერ ფერს. რომელია ყველაზე მომგებიანი კომბინაციები, როდესაც გსურთ მისაღები ოთახის ინტერიერი ვარდისფერ ტონებში გადაწყვიტოთ?



image


თეთრი – საოცრად ნაზი და ნათელი კომბინაციაა, რომელიც იდეალურია პროვანსის, სკანდინავიური და თანამედროვე სტილის ინტერიერისთვის.


image

კრემისფერი – ვარდისფერის და კრემისფერის კომბინაცია საოცრად ნაზია და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. აღნიშნული ფერი შეიძლება გამოჩნდეს ბუნებრივი ფერის სახით.


image

ნაცრისფერი – ვარდისფერ–ნაცრისფერის კომბინაციას ხშირად აღმოაჩენთ სკანდინავიურ სტილში. ეს ტონები საკმაოდ მკაცრი და მინიმალისტურია, თუმცა, ამავდროულად სულაც არ არის მოსაწყენი.


image

ლურჯი – ვარდისფერი და ლურჯი ძალიან ორიგინალური და ეფექტური გადაწყვეტილებაა. მსგავსი ინტერიერი საკმაოდ კაშკაშა და ვიზუალურად საინტერესოა.


image


მწვანე – ვარდისფერის და მწვანე ფერის კომბინაცია იდეალურია ისეთი ინტერიერისთვის, სადაც ბევრი სახლის მცენარეა. ბუნებრივი ტონები და გამწვანება გაზაფხულის აყვავებული ბაღის ატმოსფეროს ქმნის, რომელიც შთააგონებს და ახალისებს.


image

შავი – ამ ფერის აქცენტები მკაცრად გამოიყურება, ამიტომ ეს კომბინაცია შესანიშნავია მინიმალისტური და თანამედროვე ინტერიერისთვის.


image

ვარდისფერის გამოყენება მისაღებ ოთახში და ინტერიერის ზღაპრული დიზაინი


ვარდისფერი მრავალმხრივ შეიძლება გამოვიყენოთ ინტერიერის დიზაინში, არჩეული კონცეფციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ფონი ან აქცენტი. როგორ გამოვიყენოთ ეს ფერი ჰარმონიული და დაბალანსებული ატმოსფეროს შესაქმნელად? ქვემოთ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:


ვარდისფერი კედლები იდეალურ თბილ საკომუნიკაციო გარემოს შექმნის ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. ეს ნამდვილად კარგი არჩევანია ისეთი ბინისთვის, სადაც დიდი ოჯახი ცხოვრობს. კედლებზე დაამატეთ ოქროსფერი ელემენტები – სარკეები და სურათები ოქროსფერი ჩარჩოთი, გამოიყენეთ დეკორატიული და პრაქტიკული ნივთები, როგორიცაა ვაზები, ლამპები, მაგიდები. თუ უპირატესობას უფრო რომანტიულ ატმოსფეროს ანიჭებთ, ამ შემთხვევაში ვარდისფერი შეუხამეთ თეთრს ან ნებისმიერ პასტელის ტონს. რაც შეეხება სკანდინავიურ და მინიმალისტურ სტილს, უმჯობესია თუ ფუნქციურ ავეჯს შეარჩევთ კრემისფერ, ნაცრისფერ, შავ ტონებში და სადა დეკორს მარტივი ფორმებით.


image

რბილი ავეჯი: დივნები, სავარძლები, პუფები


ვარდისფერი დივანი და სავარძელი ნამდვილად შეავსებს, როგორც კლასიკურ სტილს ისე თანამედროვეს. კლასიკური სტილის ინტერიერში მსგავსი ტიპის ავეჯი იდეალურად ეხამება სტიკოს ელემენტებს, ნახატებს მოჩუქურთმებული ჩარჩოებით და ოქროს აქსესუარებით. ვარდისფერი დივანი ან პუფი ნამდვილად ნათელი აქცენტი იქნება ინტერიერში.


image

ტექსტილი ვარდისფერში


ვარდისფერი ტექსტილის გამოყენება კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა ამ დელიკატური ტონის ნებისმიერ ინტერიერში ჩართვისთვის. რბილი საბანი ან დეკორატიული ბალიში იდეალურად ავსებს სკანდინავიური და ბოჰემური სტილის ინტერიერს.


image


მისაღები ოთახი სახლის ცენტრია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ რბილი და ნათელი ფერებით ან შეუხამოთ ვარდისფერი მუქ ლურჯს ან ნაცრისფერს და შექმნათ ნეიტრალური და ამავე დროს გამორჩეული ინტერიერი.


1.

image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image9.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image20.

image21.

image22.

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image28.

image29.

image30.

image31.

image32.

image33.

image34.

image35.
image


ასევე დაგაინტერესებთ:


პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით


თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად


როგორ ავაშენოთ პატარა სახლი იაფად და მოვაწყოთ კომფორტულად


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა






1
169
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
169
  
2022, 10 სექტემბერი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1