x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე იდუმალი ერები

image

ფილისტიმელები – თანამედროვე სახელწოდებაც, "პალესტინა" მომდინარეობს სიტყვა "ფილისტია"–დან. ფილისტიმელები ბიბლიაში ნახსენები ყველაზე იდუმალი ხალხია. ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ ისინი და ხეთებს ფლობდნენ ფოლადის დნობის ტექნოლოგიას, რაც თავისთავად მიუთითებს რკინის ხანის დასაწყისსაც. ბიბლიაში აღნიშნულია, რომ ეს ხალხი კუნძულ კაფტორიდან (კრეტა) მოდის, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ფილისტიმელებს პელაზგებს უკავშირებს.
როგორც ეგვიპტური ხელნაწერები, ასევე არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ფილისტიმელთა კრეტულ წარმოშობას. სად გაუჩინარდნენ ფილისტიმელები ჯერ კიდევ უცნობია. სავარაუდოდ, ისინი აითვისეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ხალხებმა.

image

სარმატები – სარმატები მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ხალხია. ჰეროდოტემ მათ უწოდა "ხვლიკისთავიანები", ლომონოსოვი თვლიდა, რომ სლავები სარმატებისგან წარმოიშვნენ, ხოლო პოლონელი აზნაურები საკუთარ თავს სარმატების პირდაპირ შთამომავლებად თვლიდნენ.
სარმატებმა ბევრი საიდუმლო დატოვეს. არის ვარაუდი რომ მათ ალბათ მატრიარქატი ჰქონდათ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით რუსული კოკოშნიკი (ქალის რუსული თავსაბურავი) ფესვებს სარმატებიდან იღებს.
ისევ როგორც ჰუნებში, სარმატებს შორისაც ფართოდ იყო გავრცელებული თავის ქალის ხელოვნური დეფორმაციის ჩვეულება, რის გამოც ადამიანის თავი მოგრძო კვერცხის ფორმას იღებდა.
imageქალდეელები – ქალდეელები სემიტურ-არამეული ხალხია, რომელიც ცხოვრობდა უძველეს სამხრეთ და შუა მესოპოტამიაში. ძვ.წ. 626-538 წლებში ბაბილონს მართავდა ქალდეველთა დინასტია, რომელმაც დააარსა ნეობაბილონის სამეფო. ქალდეველები მაგიასა და ასტროლოგიასთან დაკავშირებული ხალხის სახელით იყვნენ ცნობილნი.
ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში ბაბილონური წარმოშობის მღვდლებსა და მკითხავებს ქალდეელებს უწოდებდნენ. ქალდეელები წინასწარმეტყველებდნენ ალექსანდრე მაკედონელს და მის მემკვიდრეებს ანტიგონეს და სელევკესაც.
imageხაზარები – მეზობელმა ხალხებმა ბევრი დაწერეს ხაზარების შესახებ, მაგრამ თავად მათ პრაქტიკულად არ დატოვეს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. რა მოულოდნელადაც გამოჩნდნენ ხაზარები ისტორიულ სცენაზე, ისევე მოულოდნელად დატოვეს იგი.
ისტორიკოსებს ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი არქეოლოგიური მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორი იყო ხაზარია და არც იმის გაგება შეუძლიათ, თუ რა ენაზე საუბრობდნენ ხაზარები. ასევე უცნობია, სად გაქრნენ ისინი. ბევრი ვერსიაა. სიცხადე არ არის.
imageგუანჩები – გუანჩები ტენერიფის მკვიდრნი არიან. საიდუმლო იმისა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი კანარის კუნძულებზე, ჯერ არ ამოხსნილა, რადგან მათ არ ჰყავდათ არც ფლოტი და არ ჰქონდათ ნაოსნობის უნარი.
ასევე მათი ანთროპოლოგიური ტიპი არ შეესაბამება იმ განედებს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მექსიკაში მაიას და აცტეკების პირამიდების მსგავსი კუნძულ ტენერიფეზე მართკუთხა პირამიდებიც კამათს იწვევს. არც მათი აგების დროა ცნობილი და არც რა მიზნით აშენდა.
imageეტრუსკები – ეტრუსკების უძველესი ხალხი მოულოდნელად გამოჩნდნენ კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ასევე მოულოდნელად ჩაიკარგნენ მასში. არქეოლოგების აზრით, ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბინადრობდნენ და იქ საკმაოდ განვითარებული ცივილიზაციაც კი შექმნეს.
სწორედ ეტრუსკებმა დააარსეს იტალიის პირველი ქალაქები. ისტორიკოსები ასევე თვლიან, რომ რომაულ ციფრებს შეიძლება ეტრუსკულიც ეწოდოს. უცნობია სად გაუჩინარდნენ ეტრუსკები. ერთი ვერსიით, ისინი აღმოსავლეთში გადავიდნენ და სლავური ეთნიკური ჯგუფის წინაპრები გახდნენ. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეტრუსკული ენა თავისი სტრუქტურით ძალიან ახლოს არის სლავურთან.
imageმაია – ჩვენ არ ვიცით საიდან წარმოიშვა მაიას ხალხი, ან სად გაქრნენ ისინი. ზოგიერთი მეცნიერი მაიას წარმოშობას ლეგენდარულ ატლანტიდას უკავშირებს, ზოგი თვლის, რომ მათი წინაპრები ეგვიპტელები იყვნენ.
მაიას ცივილიზაციამ შექმნა სოფლის მეურნეობის ეფექტური სისტემა და ღრმა ცოდნა დატოვა ასტრონომიის სფეროში. მაიას მიერ შემუშავებული კალენდარი ცენტრალური ამერიკის სხვა ხალხებმა გამოიყენეს.ისინი იყენებდნენ იეროგლიფური დამწერლობის სისტემას, რომელიც ნაწილობრივ გაშიფრული იყო.
მაიას ცივილიზაცია თუნდაც ღრმა დაცემაში მყოფი, მაინც ძალიან დაწინაურებული იყო. კონკისტადორების მოსვლამდე კი ისინი ისტორიაში გაუჩინარდნენ.
imageხეთები – ხეთების სახელმწიფო იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალა ძველი სამყაროს გეოპოლიტიკურ რუკაზე. აქ გაჩნდა პირველი კონსტიტუცია, ხეთებმა პირველებმა გამოიყენეს საბრძოლო ეტლები. ისინი ასევე პატივს სცემდნენ ორთავიან არწივს, მაგრამ ხეთების შესახებ სხვა ღრმა ინფორმაცია ჯერ კიდევ ფრაგმენტულია. მეფეთა მათ „მამაცის ღვაწლთა ცხრილებში“ მრავალი შენიშვნა და მითითებებია მოცემული, მაგრამ მაინც ბუნდოვანი და უცნობია ბევრი რამ.
ხეთების სახელმწიფოს ქრონოლოგია მხოლოდ მეზობლების წყაროებიდან ვიცით. რჩება კითხვა: სად გაქრნენ ხეთები? იოჰან ლემანი თავის წიგნში "ხეთები – ათასი ღმერთის ხალხი" ანვითარებს ვერსიას, რომ ხეთები ჩრდილოეთით წავიდნენ, სადაც ისინი ასიმილირდნენ გერმანულ ტომებთან. მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა.
imageშუმერები – შუმერები უძველესი სამყაროს ყველაზე საინტერესო და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ხალხია. ჩვენ არ ვიცით საიდან წარმოიშვნენ ისინი და არც რომელ ენობრივ ოჯახს ეკუთვნოდა მათი ენა.
ჰომონიმების დიდი რაოდენობა ვარაუდობს, რომ ეს იყო ტონალური (როგორც, მაგალითად, თანამედროვე ჩინური), რაც ნიშნავს, რომ ნათქვამის მნიშვნელობა ხშირად ინტონაციაზე იყო დამოკიდებული.
შუმერები იყვნენ თავიანთი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ხალხი, მათ პირველებმა მთელ ახლო აღმოსავლეთში გამოიყენეს ბორბალი, შექმნეს სარწყავი სისტემა, გამოიგონეს უნიკალური დამწერლობის სისტემა და შუმერების ცოდნა მათემატიკასა და ასტრონომიაში საოცარია, მაგრამ დღემდე არსებობს.
imageრუსები – დიახ, რუსები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ხალხია. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ მიდიან კონსენსუსამდე თუ როდის გახდა ეს ხალხი „რუსები“, და არც იმაზე, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა. მათ წარმოშობის საკითხი კვლავ საკამათოა.
ნორმანები, სკვითები, სარმატები, ვენდები და სამხრეთ ციმბირელი ხალხიც კი რუსების წინაპრებად არიან მიჩნეულნი.
imageლაპლანდიელები – ლაპლანდიელებს ასევე უწოდებენ საამებს და ლაპებს. ამ ეთნიკური ჯგუფის ასაკი მინიმუმ 5000 წელია. მეცნიერები დღემდე კამათობენ, ვინ არიან ლაპლანდიელები და საიდან მოვიდნენ. ზოგი ამ ხალხს მონღოლებად თვლის, ზოგი ამტკიცებს, რომ ლაპლანდიელები პალეოევროპელები არიან. სამი ენა კლასიფიცირებულია როგორც ფინო-უგრიული ენა, მაგრამ ლაპლანდიელებს აქვთ სამი ენის 10 დიალექტი, რომლებიც იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მათ დამოუკიდებელი შეიძლება ეწოდოს. ეს კიდევ უფრო ართულებს ლაპლანდიელის სხვებთან კომუნიკაციას.
imageპრუსიელები – პრუსიელთა სახელის წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული. პირველად ეს მხოლოდ მე-9 საუკუნეში გვხვდება "Brusi"–ს სახით ანონიმური ვაჭრის ჩანაწერებში, მოგვიანებით კი - პოლონურ და გერმანულ ქრონიკებში. ენათმეცნიერები მის ანალოგიებს პოულობენ ბევრ ინდოევროპულ ენაში და თვლიან, რომ იგი ნაწარმოებია სანსკრიტულ სიტყვა "purusa"–სგან - "ადამიანი". ასევე არ არის შემონახული საკმარისი ინფორმაცია პრუსიელთა ენის შესახებ. ამ ენით უკანასკნელი მოლაპარაკე გარდაიცვალა 1677 წელს და 1709-1711 წლების ჭირმა გაანადგურა ბოლო პრუსიელები თავად პრუსიაში. უკვე მე-17 საუკუნეში, პრუსიის ისტორიის ნაცვლად, დაიწყო „პრუსიანიზმის“ და პრუსიის სამეფოს ისტორია, რომლის ადგილობრივ მოსახლეობას მცირე საერთო ჰქონდა პრუსიელთა ბალტიურ სახელთან.
imageკაზაკები – კითხვა, საიდან მოვიდნენ კაზაკები, ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მათი სამშობლო არის როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, აზოვის ზღვის ტერიტორიასა დასავლეთ თურქესტანში. კაზაკების გენეალოგია მომდინარეობს სკვითებიდან, ალანების, ჩერქეზების, ხაზარების, გოთების და ასევე სხვა მოხეტიალეებისგან. ყველა ვერსიის მხარდამჭერებს აქვთ საკუთარი არგუმენტები. დღეს კაზაკები მრავალეთნიკური საზოგადოებაა, მაგრამ მათ თავად მოსწონთ დაჟინებით თქვან, რომ კაზაკები დამოუკიდებელი ხალხია.
imageფარსი – ფარსები სამხრეთ აზიაში ირანული წარმომავლობის ზოროასტრიზმის მიმდევართა ეთნოკონფესიური ჯგუფია. მათი რიცხვი ახლა 130 ათას ადამიანზე ნაკლებია. ფარსებს აქვთ საკუთარი ტაძრები და ეგრეთ წოდებული „დუმილის კოშკები“, სადაც კრძალავენ მიცვალებულებს, რათა არ შეურაცხყონ წმინდა ელემენტები (მიწა, ცეცხლი, წყალი).
ფარსებს ხშირად ადარებენ ებრაელებს, ისინიც აიძულეს დაეტოვებინათ სამშობლო და კულტების დაცვის საკითხებშიც ასევე ზედმიწევნით გამოირჩევიან. მე-20 საუკუნის დასაწყისში ინდოეთში „ირანის ლიგამ“ ხელი შეუწყო ფარსების სამშობლოში დაბრუნებას, რაც მოგვაგონებდა ებრაელთა სიონიზმს.
imageჰუცულები – სიტყვა "ჰუცულის" მნიშვნელობა ჯერ კიდევ საკამათოა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სიტყვის ეტიმოლოგია მოლდავურ "gots" ან "guts"–იდან მომდინარეობს, რაც ნიშნავს "ყაჩაღს", სხვების აზრით კი სიტყვა "kochul–იდან მომდინარეობს", რაც ნიშნავს "მწყემსს". ჰუცულებს ასევე უწოდებენ "უკრაინის მთიელებს". მათ შორის ჯერ კიდევ ძლიერია ყაჩაღობის ტრადიციები. ჰუცულ ჯადოქრებს მოლფარებს უწოდებენ. ისინი შეიძლება იყვნენ თეთრი და შავი მაგიის მიმდევრები. მოლფარები საზოგდოებაში სარგებლობენ უდავო ავტორიტეტით.
imageსომხები – მრავალი ვერსიის მიუხედავად სომხების წარმომავლობა მაინც საიდუმლოდ რჩება. ზოგიერთი მეცნიერი სომხებს ურარტუს უძველესი სახელმწიფოს ხალხთან აკავშირებს, მაგრამ ურარტუელთა გენეტიკური კომპონენტი სომხების გენეტიკურ კოდში ისევეა, როგორც იგივე ხურიტებისა და ლუვიელების გენეტიკური კომპონენტი. აღარაფერს ვამბობთ თავად პროტოსომხებზე.
არსებობს სომხების წარმოშობის ბერძნული ვერსიები, ასევე ეგრეთ წოდებული „ჰაიასური ჰიპოთეზები“, რომლებშიც ჰაიასი, ხეთების სამეფოს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაა, სადაც გხვდება პირველი სომხების საგვარეულო სახლი. მეცნიერები დღემდე ვერ იძლევიან საბოლოო პასუხს სომხების წარმომავლობის საკითხზე და ყველაზე ხშირად იზიარებენ სომხური ეთნოგენეზის მიგრაციის შერეულ ჰიპოთეზას.
imageბოშები – ლინგვისტური და გენეტიკური კვლევების თანახმად, ბოშების წინაპრებმა ინდოეთის ტერიტორია (ჰარიანას, პენჯაბის და რაჯასტანის შტატები) დატოვეს არაუმეტეს 1000 კაცის ოდენობით, დღეს კი მსოფლიოში მათი რიცხვი დაახლოებით 10 მილიონია.
შუა საუკუნეებში ევროპაში ბოშები ეგვიპტელებად ითვლებოდნენ. თავად სიტყვა "Gitanes" მომდინარეობს ეგვიპტურიდან. ტაროს ბარათები, რომლებიც ეგვიპტური ღმერთის თოთის კულტის ბოლო შემორჩენილ ფრაგმენტად ითვლება, ბოშებმა ევროპაში ჩამოიტანეს, ამიტომაც მათ ტყუილად არ ეძახდნენ „ფარაონის ტომს“. ევროპელებისთვის გასაოცარი იყო ისიც, რომ ბოშები აბალზამებდნენ მათ მიცვალებულებს და კრძალავდნენ საძვალოებში, სადაც ათავსებდნენ ყველაფერს, რაც საჭიროა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისთვის. ეს დაკრძალვის ტრადიციები დღემდე ცოცხალია ბოშებს შორის.
imageებრაელები – ებრაელები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ხალხია. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ „ებრაელების“ კონცეფცია უფრო კულტურულია, ვიდრე ეთნიკური. ანუ „ებრაელები“ ​​იუდაიზმმა შექმნა და არა პირიქით. მეცნიერებაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ თავდაპირველად ებრაელები - ხალხი, სოციალური ფენა თუ რელიგიური კონფესიები. ებრაელი ხალხის ისტორიაში ბევრი საიდუმლოა.
ძვ.წ VIII საუკუნის ბოლოს ებრაელთა ხუთი მეექვსედი მთლიანად გაქრა - 12 ეთნოწარმომქმნელი გვარიდან 10. სად წავიდნენ ისინი დიდი კითხვაა.
არსებობს ვერსია, რომ რომ სკვითების და კიმერიელების, როგორც იმ დაკარგული ათი ტომის შთამომავლებისგან შეიქმნენ შემდეგი ერები – ფინელები, შვეიცარიელები, შვედები, ნორვეგიელები, ირლანდიელები, უელსელები, ფრანგები, ბელგიელები, ჰოლანდიელები, დანიელები, ირლანდიელები და უელსები, ანუ თითქმის ყველა ევროპელი ხალხი. აშკენაზიმის წარმოშობისა და ახლო აღმოსავლეთის ებრაელებთან მათი სიახლოვის საკითხი ასევე სადავოდ რჩება.
imageბასკები – ბასკების ასაკი, წარმომავლობა და ენა თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. ბასკური ენა - ეუსკარა, ითვლება ერთადერთ ინდოევროპამდელი ენად, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ არსებულ ენათა ოჯახს. რაც შეეხება გენეტიკას, National Geographic Society-ის 2012 წლის კვლევის მიხედვით, ყველა ბასკი შეიცავს გენების ერთობლიობას, რომელიც მნიშვნელოვნად განასხვავებს მათ გარშემო მყოფი ხალხებისგან.
imageკალაშები – კალაშები მცირერიცხოვანი ხალხია, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ პაკისტანში, ჰინდუკუშის მთებში. კალაშები ალბათ, აზიის ყველაზე ცნობილი „თეთრი“ ხალხია. კალაშების წარმოშობის შესახებ კამათი დღესაც გრძელდება. თავად კალაშები კი დარწმუნებულები არიან, რომ ისინი თავად ალექსანდრე მაკედონელის შთამომავლები არიან.
კალაშების ენას უწოდებენ ფონოლოგიურად ატიპიურს; მან შეინარჩუნა სანსკრიტის ძირითადი შემადგენლობა. ისლამიზაციის მცდელობის მიუხედავად, ბევრი კალაში დღემდე ინარჩუნებს პოლითეიზმს.

1
1478
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1478
  
2022, 26 აგვისტო, 15:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1