x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„დავიღალე, ძალა აღარ მაქვსო... სიცოცხლე როგორ უნდოდა, ნეტა იცოდეთ" - თურქეთში 21 წლის ქართველი სტუდენტი გარდაიცვალა
image

თურქეთის კლინიკაში 21 წლის გიორგი დიდებაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია გახდა. გიორგის ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.


გიორგის შარშან ზაფხულში მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა.


ახალგაზრდა ბიჭი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიულის მესამე კურსის სტუდენტი იყო.



"დავიღალე ძალა აღარ მაქვსო მწერდა, მაგრამ შევთანხმდით რომ ჩავიდოდი ის უკვე გამოჯანმთელებული უნდა ყოფილიყო !!!


რამდენი ვიბრძოლეთ, რამდენჯერ ვუთხარი ერთად ავღნიშნოთ ორივეს კარგად ყოფნა მეთქი. ეცინებოდა და არც მპირდებოდა. რომ გვეგონა ბოლოში გავდივართ და სადაც არის #დიდება ფეხზე დადგებაო მაშინ დაგვტოვე, ბოლოს მომიკითხა რამდნენიმე დღის წინ, როგორ ხარო და დღეს წავიდა, ალბატ დაისვენა, მაგრამ სიცოცხლე როგორ უნდოდა ნეტა იცოდეთ, პირველი რას გააკეთებ რომ ადგები თქო და თსუ ბიბლიოთეკაში დავჯდები და ჩემს ნაშრომს დავამთავრებო სიცილით მითხრა.


ყველას გისამძიმრებთ ვინც გიორგისთვის იბრძოდით!!! ყველა მის მეგობარს.


მაგრამ მის ოჯახს, როგორ მივუსამძიმრო, რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ყოველ დღე ველოდებოდი რამე საზეიმო სიახლეს და დღეს დილით ამხელა ტკივილი და იმედგაცრუება დამახვედრე.


დროებით #დიდება სხვა დროს და სხვა განზომილებაში ავღნიშნოთ... შენი გაცილების საშვალებაც არ მაქვს ამ წყეული მანძილის გამო" -წერს სოციალურ ქსელში ნინო ბოჭორაძე.

0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0