x
მეტი
  • 03.10.2022
  • სტატია:122716
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495001
6 ეკოლოგიურად სუფთა თავის მოვლის საშუალება Sephora–გან. ამის შესახებ უნდა იცოდეთ
პროდუქტზე ნიშანი Clean + Planet Positive ნიშნავს, რომ ამ ბრენდის პროდუქტი დამზადებულია გარკვეული ინგრედიენტების გარეშე, რომლებიც ადამიანისა და გარემოსთვის პოტენციურად სახიფათოა. აქვე შედის ინგრედიენტები, რომლებიც კლიენტებს აწუხებთ, მათ შორისაა ფტალატები, ფორმალდეჰიდები ან ფორმალდეჰიდების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები, ოქსიბენზონი ან ოქტინოქსიტი, ჰიდროქინონი, ტრიკლოზანი, ნახშირის კუპრი, მეთილისოთიაზოლინონი, უხსნადი პლასტმასის მიკრომარცვლები და სხვა.


image

ეს ბრენდები ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების გარეშე შექმნილია, თან ცდილობს თქვენი რუტინა სწორად შექმნას და პლანეტაზე იზრუნოს, გარემოს დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღოს და ყურადღება მდგრად წყაროებზე, პასუხისმგებლიან შეფუთვასა და ეკოლოგიურ ქველმოქმედებაზე გააკეთოს.


1. Farmacy–ს მაკიაჟის მოსაშორებელი ბალმი Green Clean Makeup Removing Cleansing Balm

image


სახის გამწმენდი ბალმი, რომელიც წყალგამძლე მაკიაჟს, მზისგან დამცავ საშუალებას, ჭუჭყს და კანის ცხიმს შლის, კანი სუფთა და დატენიანებული ხდება. საუკეთესოა ცხიმიანი, კომბინირებული და ნორმალური კანისთვის. შესაფერისია არათანაბარი ტექსტურისთვის. არ შეიცავს მინერალურ ზეთს. ცხოველებზე ტესტირებული არაა. გადამუშავებად შეფუთვაში მოდის.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • მზესუმზირის და კოჭის ფესვის ზეთები: წყალგამძლე მაკიაჟს კანის გამოშრობის გარეშე ადნობს.
  • კურკუმა და მორინგას ექსტრაქტი: თვალსაჩინო მინარევებს, ჭუჭყს და მზისგან დამცავი კრემის ნარჩენებს აშორებს.
  • პაპაიას ფერმენტები: ფორებს ბუნებრივად წმენდს.
image

კლინიკური შედეგები: სამომხმარებლო აღქმის კვლევაში, რომელშიც 35 ადამიანი მონაწილეობდა:

  • 92% ამბობს, რომ კანი სუფთა და განახლებული გახდა.
  • 91% ამბობს, რომ მაკიაჟი ეფექტურად მოშორდა.
  • 92% ადასტურებს, რომ კანი დამშვიდდა, დაწყნარდა და კომფორტული გახდა.
ბალმის გამოსაყენებლად ცოტა პროდუქტი კოვზით აიღეთ, მშრალ კანზე ნაზად წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


2. Youth To The People-ის დასაბანი გელი Superfood Antioxidant Cleanser

image

სახის დასაბანი გელი ანტიოქსიდანტებით მაკიაჟის მოსაშორებლად, ფორებში ჭუჭყის დაგროვების თავიდან ასაცილებლად და კანის pH ბალანსის დასაცავად. ცხიმიანი, კომბინირებული და ნორმალური კანისთვის საუკეთესოა. შავი წერტილების და გაფართოებული ფორებისთვის შესაფერისია. SLS და SLES სულფატებს და გლუტენს არ შეიცავს. ვეგანური პროდუქტია, რომელიც ცხოველებზე ტესტირებული არაა. გადამუშავებად შეფუთვაში მოდის.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • ხუჭუჭა კომბოსტო: ფიტონუტრიენტებით და C, E, და K ვიტამინებით მდიდარია. კანის ბზინვარებას მხარს უჭერს.
  • ისპანახი: მსუბუქი დამამშვიდებელი, გამაგრილებელი თვისება აქვს და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია.
  • მწვანე ჩაი: ანტიოქსიდანტებით მდიდარია და ასაკობრივ ნიშნებს ებრძვის.
image

დასაბანი გელი ეფექტურია როგორც ერთჯერადი, ასევე ორმაგი წმენდისთვის. გამოიყენეთ დილა–საღამოს. ჯერ სახე დაისველეთ. 1–2 წვეთი სველ ხელზე დაიწვეთეთ, მსუბუქად ააქაფეთ და სახესა და ყელზე 30 წამით შეიზილეთ. კარგად ჩამოიბანეთ. მაკიაჟის უკეთ მოსაშორებლად 1–2 წვეთი სახესა და ყელზე შეიზილეთ და 1 წუთით დაიმასაჟეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ.


3. REN Clean Skincare–ის ყოველდღიური აჰა ტონერი Ready Steady Glow Daily AHA Toner

image

მსუბუქი ამქერცლავი ტონერი, კანს შესამჩნევად ანათებს და ატენიანებს, ენერგიულს ხდის. ნორმალური, მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის საუკეთესოა. შავი წერტილების, ფორების და ლაქების დროს კარგი საშუალებაა. ვეგანური პროდუქტია, გლუტენს არ შეიცავს. ცხოველებზე ტესტირებული არაა. გადამუშავებად შეფუთვაში მოდის. საკმარისად ნაზია, რომ ყოველდღიურად გამოიყენოთ.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • რძემჟავა (AHA) საფუარისგან: მკვდარ უჯრედებს ქერცლავს, კანს გლუვ ტექსტურას ანიჭებს.
  • სალიცინი (BHA) ტირიფის ქერქის ექსტრაქტიდან: ფორებს ვიზუალურად ამცირებს.
  • აზელაინის მჟავა წინამორბედის მარცვლეულიდან: ბზინვარებს და კანის ტონს აძლიერებს.
image

რეკომენდებულია საღამოს გამოსაყენებლად. თუმცა თუ დილით იყენებთ, მინიმუმ SPF30–იანი მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ. ბამბის დისკი ტონერით გაჟღინთეთ და სახე და ყელი გაიწმინდეთ. თვალის გარშემო კანს მოერიდეთ. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ბამბის დისკი ჯერ წყლით დაასველეთ, შემდეგ ტონერში და ასე გამოიყენეთ, რომ კანი მიეჩვიოს.


4. Selfless by Hyram–ის რეტინოლის შრატი Retinol & Rainbow Algae Repair Serum

image

რეტინოლი და წყალმცენარეები ღამით ერთად მუშაობენ, რომ აკნეს შემდგომი ნიშნები და ჰიპერპიგმენტაცია შეამცირონ. ცხიმიანი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის საუკეთესოა. თუ გაწუხებთ, მუქი ლაქები, სიწითლე, აკნე და ლაქები თქვენთვის შესაფერისია. ვეგანური პროდუქტია, გლუტენს არ შეიცავს, ცხოველებზე ტესტირებული არაა. გადამუშავებად შეფუთვაში მოდის.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • 2% ინკაპსულირებული რეტინოლის კომპლექსი (0, 2% რეტინოლი): მეცნიერულად ნაჩვენებია, რომ ნაწიბურებს ამცირებს.
  • 1, 5% ცისარტყელას წყალმცენარე: ჰიპერპიგმენტაციის შემცირებას ხელს უწყობს.
  • 4% სკვალანი: წასმისთანავე კანს არბილებს და ასწორებს.
image


ეს შრატი ნაზ, ნელა გათავისუფლებად რეტინოლს შეიცავს და ცისარტყელას წყალმცენარეების მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია, რომლებიც პოსტაკნე ლაქებს ამცირებენ და კანს არბილებენ.

გამოიყენეთ ღამით სუფთა დაბანილ კანზე. ცოტა შრატი სახესა და ყელზე წაისვით. თავიდან კვირაში 2–3–ჯერ გამოიყენეთ, თანდათან გამოყენების სიხშირე გაზარდეთ და ყოველ მეორე ღამეს გამოიყენეთ, თუ თქვენი კანი ამას გაუმკლავდება. შრატის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. თუ სხვა შრატსაც იყენებთ, მორიგეობით გამოიყენეთ და არა ერთად.


5. DAMDAM–ის დამატენიანებელი კრემი Mochi Mochi Luminous Plumping Moisturizer

image

დამატენიანებელი კრემი იაპონური შისოს ფოთლებით და ძლიერი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა მოჩი. ნორმალური, მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის საუკეთესოა. თუ გაწუხებთ წვრილი ხაზები და ნაოჭები, სიმშრალე და ელასტიურობის დაკარგვა, თქვენთვის შესაფერისია. ვეგანური პროდუქტი, გლუტენს არ შეიცავს. გადამუშავებად შეფუთვაში მოდის.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • შისოს ფოთლები: იაპონური პიტნის სახეობა, რომელიც ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია, კანს ატენიანებს.
  • ფიტინის მჟავა: AHA იაპონურ ბრინჯში, რომელიც კანის ელასტიურობას ზრდის, ფორებს ავიწროებს და კანის ტონს ათანაბრებს.
image

ამ დამატენიანებელ კრემს მდიდარი, სწრაფად შეწოვებადი ფორმულა აქვს, რომელიც ფორებს არ ბლოკავს. იაპონური მცენარე კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, ხილულ რეაქტიულობას ამცირებს, მგრძნობიარე კანს ამშვიდებს, კანის ტექსტურას აუმჯობესებს და სახის ფერს ნათელს ხდის.

ცოტა კრემი სპატულით აიღეთ. სუფთა, მშრალ კანზე წაისვით. სახესა და ყელზე ქვემოდან ზემოთ მოძრაობით შეიზილეთ. ყოველდღე, დილას და საღამოს გამოიყენეთ.


6. Glow Recipe–ის მზისგან დამცავი Watermelon Glow Niacinamide Sunscreen SPF 50

image

ნაზი ქიმიური და მინერალური მზისგან დამცავი კრემი, რომელიც სწრაფად ატენიანებს და ბზინვარებას აძლიერებს, ასევე ნიაცინამიდის, ჰიალურონის მჟავის და ალოეს შემცველობის წყალობით კანის ტექსტურას ათანაბრებს. რიფებისთვის უსაფრთხოა, ოქტინოქსატს და ოქსიბენზონს არ შეიცავს. ვეგანური პროდუქტია. ცხოველებზე ტესტირებული არაა. გადამუშავებად შეფუთვაში მოდის.

მსუბუქი კრემი ოფთალმოლოგების და დერმატოლოგების მიერ დატესტილია, მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო და არაკომედოგენურია. საუკეთესოა ნორმალური, მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. შესაფერისია წვრილ ხაზებსა და ნაოჭებზე, სიმშრალის დროს.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • ნიაცინამიდი: შეიცავს B3 ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მუქ ლაქებს, ფორებს ამცირებენ.
  • ჰიალურონის მჟავა: კანს ატენიანებს, წვრილ ხაზებს და ნაოჭებს ამცირებს.
  • ალოე: ანტიოქსიდანტებით, ფერმენტებით, A, C და E ვიტამინებით მდიდარია. კანს ამშვიდებს და ატენიანებს.
image

გამოყენებამდე შეანჟღრიეთ, დამატენიანებელ კრემზე მეტი მზისგან დამცავი წაისვით. სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით. ყოველ ორ საათში თავიდან წაისვით. მზისგან დამცავის წასმამდე წინა ეტაპებს გაშრობა აცადეთ. მზისგან დამცავის წასმის შემდეგ, მის გაშრობას დაელოდეთ, სანამ მაკიაჟს გაიკეთებთ, ასე არ აიგორგლება.


ასევე დაგაინტერესებთ:

15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს

image

9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ

image

ეს იაპონური ნიღაბი კანს შესანიშნავად ჭიმავს! არანაირი ბოტოქსი

image

სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?

image

2-დან 30 წუთამდე: დამამშვიდებელი პროცედურები გადაღლილი კანისთვის

image

ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის

image

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
21