x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
კონფორმისტი თუ მეამბოხე? რა არის კონფორმიზმი - პროგრესის თუ რეგრესის საფუძველი? კონფორმიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
კონფორმიზმი საზოგადოების არსებობის აუცილებელი თანხმლები
სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც აისახება ინდივიდის ქმედებებში და შესაძლოა, აიძულოს იგი, იმოქმედოს საკუთარი პრინციპების, პიროვნული ღირებულებების, ეთიკისა და მორალის წინააღმდეგ.
თანამედროვე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს შექმნას გარემო, სადაც პიროვნება იქნება თავისუფალი და ის თავად მისცემს საკუთარ ქცევას მიმართულებას. ამასთან, ადამიანის სოციალურობა სწორედ სხვისგან ზეგავლენის მიმღებლობაში მდგომარეობს. ამიტომ კონფორმიზი
ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობასთანაა შეჭიდებული და მის თანმდევ ფენომენს წარმოადგენს.image

ზოგჯერ ადამიანებს სჯერათ, რომ ისინი თვითონ აკონტროლებენ ისეთ ფსიქიკურ პროცესებს, როგორიცაა მათი აზრი, სურვილი და ქცევითი ტენდენცია; ახორციელებენ კონტროლს საკუთარ ცხოვრებისეულ მოვლენებზე. რეალურად კი, ისინი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გარემომცველ ინდივიდებს ხშირად აძლევენ საშუალებას შეზღუდონ მათი არჩევანი, განსაზღვრონ, რას მიანიჭონ უპირატესობა და დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს მაშინაც კი, როცა ეს წინააღმდეგობაში მოდის მათ ღირებულებით ორიენტაციებთან, პიროვნულ ზნეობრივ და მორალურ კოდექსთნ.

ადამიანები მერყეობენ ორ ღირებულებას შორის, როგორიცაა იდივიდუალობა და სოციუმისადმი მორჩილება.
კონფორმიზმი ვლინდება ნებისმიერ ურთიერთობაში. იგი სოციალური სამყაროს მოწყობის ნაწილია.

როცა ადამიანს სურს, იყოს ეფექტიანი სოციალურ სამყაროსთან ურთიერთქმედების პროცესში, მან უნდა იცოდეს კონფორმიზმის კანონზომიერებები.


კონფორმიზმის ფენომენი ვლინდება ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. იგი ან
აბსოლუტური სიკეთეა ან, აბსოლუტური ბოროტება.

ზოგადად, ადამიანი, თუ განდეგილი არაა, იგი არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს, არამედ სხვა ადამიანების მოთხოვნილებებსაც ითვალისწინებს და სწორედ ასეთი თანამშრომლობის პროცესში ყალიბდება პიროვნებად. ადამიანის მხრიდან სხვა ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა და მათგან გავლენის მიღება
რთული ფსიქოლოგიური კანონზომიერების საფუძველზე მიმდინარეობს.
ეს პროცესი მოტივებითაა განპირობებული და მის მიზნებს ემსახურება.

კონფორმულობა (ლათ. conformis - მსგავსი) არ არის ერთმნიშვნელოვანი ცნება. იგი დიქოტომიური კლასიფიკაციის „კონფორმიზმი - ნონკონფორმიზმის“ საგანია. კონფორმული ქცევის ტიპების კლასიფიკაციების
გაანალიზებისა და განზოგადებისას, ჩამოყალიბდა კონტინუუმი
აზრთა კონფლიქტების სიტუაციებში ინდივიდის შესაძლო რეაქციებისა,
რომელთა შორის როგორც კონფორმული, ასევე ნონკონფორმული ქცევის ვარიანტები მოიაზრება.

დარწმუნება- გარედან მიღებული ინფორმაციის უპირობო მიღების პიროვნულ -
დეტერმინირებული პროცესია, რომელსაც ა. ვ. პეტროვსკი და მ. გ. იაროშევსკი მიიჩნევენ ერთ - ერთ მახასიათებლად, რომელიც განსაზღვრავს
ინდივიდის მიდრეკილებას კონფორმული ქცევისაკენ. ა. რებერი
დარწმუნებას განსაზღვრავს, როგორც „მდგომარეობას, დახასიათებულს
სხვების მხრიდან დარწმუნებისადმი მსუბუქი მიმღებლობით“,
აღნიშნული ფსიქოლოგიური ფენომენი ხასიათდება სხვისი აზრის მიღების უეჭველობით, არაკრიტიკულობით და გაუაზრებლობით. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება კონფორმულობის მრავალგვარობის აღსანიშნად, რომელიც
ხასიათდება სხვისი აზრისადმი ბრმა მორჩილებით და საკუთარი გამოცდილების სრული უნდობლობით. ასეთი რეაქციის არჩევანი აზრთა კონფლიქტის სიტუაციაში შეიძლება გამოწვეული იყოს ინდივიდის
პიროვნული თავისებურებებით ან დროებითი მდგომარეობით, როგორიცაა სტრესი, დაღლილობა, ემოციური გადაღლილობა და ა.შ.

იდენტიფიკაცია - გ. კელმენმა განმარტა როგორც „ზეგავლენის აგენტთან გათანაბრება“ და გამოყო მისი 2 სახე: კლასიკური - როცა ინდივიდი ცდილობს ზეგავლენის აგენტს გაუთანაბრდეს, მის მიმართ განცდილი სიმპათიების გამო და
იდენტიფიკაცია რეციპროკული - როლური ურთიერთობების გამო, როდესაც
ურთიერთქმედების ყოველი მონაწილე სხვისგან ელის განსაზღვრულ
ქმედებას და თვითონაც ცდილობს პარტნიორის მოლოდინების გამართლებას. სხვისი აზრის მიღების იდენტიფიკაცია ხდება ინტერნალიზირებულ მოტივებთან შედარებით ნაკლებად გაცნობიერებული მოტივებით.

ინტერნალიზაცია -გ. კელმენის აზრით, ინტერნალიზაცია ხასიათდება აზრთა თანხვედრით, რომელიც გამოთქვა ჯგუფმა ან ერთეულმა ადამიანმა, ინდივიდის ღირებულებების სისტემასთან. ამასთან, სხვისი აზრის ანალიზი და მიღება ხდება შემეცნების დონეზე.
ტერმინში „ინტერნალიზაცია“ გაერთიანებულია კონფორმული რეაქციების ის სხავადასხვაობა, რომელთა მოტივებიც ყველაზე მეტად შეიმეცნება
ინდივიდის მიერ. გამოყოფილია სამი მოტივი: სხვისი აზრის მიღება საკუთარ კომპეტენტურობაში დაურწმუნებლობის გამო (დოიჩის და ჯერარდის ინფორმაციული ზეგავლენა), პრაგმატული მოსაზრებების გამო (ლ. ფესტინგერის
პუბლიკური კონფორმულობა) და ამ აზრის ინდივიდის ღირებულებებთან დამთხვევის გამო.

ექსტერნალიზაცია- სხვისი აზრის უარყოფის აღმნიშვნელია. (ლათ. Exster -
გარეგანი). თავისი მნიშვნელობით ის ეწინააღმდეგება გაგებას „ინტერნალიზაცია“, რომელიც აღნიშნავს სხვისი აზრის მიღებას ინდივიდის მიერ კარგად გააზრებული და გასიგრძეგანებული მიზეზების გამო. ექსტერნალიზაცია - ეს არის სხვისი აზრის უარყოფა ასევე კარგად გააზრებული მოტივების გამო, ეს მოტივებია - საკუთარი კომპეტენტურობის რწმენა, პრაგმატული მოსაზრებები და სხვისი აზრის არდამთხვევა ინდივიდის ღირებულბების სისტემასთან.


ოპოზიციონირება- (ლათ. Opposition -
საპირისპირო) პოლიტიკურ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც სინონიმი სიტყვების - „დაპირისპირება“ და
„გამოყოფა“. ის სხვისი იმ აზრის არდათანხმების აღმნიშვნელია, რომელთაც თან სდევს გავლენის აგენტისგან გამოყოფის ცუდად გაცნობიერებული მისწრაფება. ოპოზიციონირების ორი სახე არსებობს, სხვისი აზრის უარყოფის მოტივის შესაბამისად:
კლასიკური, როცა ინდივიდი განიცდის აგენტის მიმართ უსიამოვნებას.
ავტორიტეტული, როცა ცდილობს ჯგუფში საკუთარი ავტორიტეტის დემონსტრირებას და გამყარებას.
ეს მოტივები ხშირად რჩება ქვეცნობიერ დონეზე,
რამდენადაც ეწინააღმდეგებიან ჯგუფური ქცევის ნორმებსა და ჯგუფურ ტრადიციებსა და მორალს.


ნეგატივიზმი -(ლათ. Negatio - უაყოფა) სუბიექტის
არამოტივირებული ქცევაა, რომელიც შეგნებულად ეწინააღმდეგება სხვა
ინდივიდის ან ჯგუფის მოთხოვნებსა და მოლოდინებს. როგორც ა. ვ. პეტროვსკი, მ. გ. იაროშევსკი აღნიშნავენ, ნეგატივიზმი
განპირობებულია პიროვნების თვითდამკვიდრების მოთხოვნილებით და მისი საფუძველია დადგენილი დოგმა დაუთანხმებლობაზე, განსაზღვრული მოთხოვნების უარყოფაზე, მიმართვის ფორმებზე, ამა თუ იმ ჯგუფის წევრთა მოლოდინებზე, მოცემული ჯგუფის მიმართ პროტესტზე და ამა თუ იმ პიროვნების უარყოფაზე“ .
„ნეგატივიზმი“ გამოიყენება სიტუაციური რეაქციის
მნიშვნელობითაც, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს პიროვნული დისპოზიციის განსაზღვრული ნაკრებით, სიტუაციური ფაქტორებით.

კონფორმული და ნონკონფორმული რეაქციების აღნიშნული კლასიფიკაცია შიდაჯგუფური კონფორმულობის შესწავლის კოგნიტური იარაღია.

არსებობს კონფორმულობის 2 სფერო:


1. კონფორმულობა, როგორც პიროვნების თვისება. ადამიანისთვის
დამახასიათებელია ტენდენცია, დაუშვას ზეგავლენა საკუთარ აზრზე, დამოკიდებულებაზე, ქმედებაზე. (ა. რებერი)


2. კონფორმულობა, როგორც სუბიექტის რეაქცია პატარა ჯგუფის
ზეგავლენაზე. "კონფორმულობა - ადამიანის დაქვემდებარება რეალურ ან წარმოსახვით ჯგუფურ ზეწოლასთან, რომელიც მის ქცევებში და ღირებულებებში ახდენს ცვლილებებს, უმრავლესობის იმ პოზიციების შესაბამისად, რომელთაც თავდაპირველად არ იზიარებდა“. (ა. ვ. პეტროვსკი, მ. გ. იაროსლავსკი).
„ტრადიციულად კონფორმულობა კონსტატირდება იქ და მაშინ, სადაც და
როდესაც ფიქსირდება ჯგუფისა და ინდივიდის შორის აზრთა კონფლიქტი
და ამ კონფლიქტის გადაჭრა ჯგუფის სასარგებლოდ“. (ანდრეევა გ. მ.).
. „კონფორმულობა - ეს არის ატიტუდის ან ქცევის თვისებებს შორის შეთანხმება, რომელიც ჯფუფთან უბრალო მიკუთვნებულობას ემყარება“(რ. კორსინი, ა. აუერბახი).
„კონფორმულობა - საკუთარ აზრზე, დამოკიდებულებაზე, ქმედებაზე
და აღქმაზე ზეგავლენის დაშვების ტენდენციაა.“(რებერი ა.).


კონფორმიზმის მოვლენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ს. აშიმ 1951 წელს აღმოაჩინა. მის ცნობილ ექსპერიმენტებში გამოსაცდელების წინ იდგა ხაზების სიგრძეების შეფასების და შედარების ამოცანა, რომლებიც გამოსახული იყო ბარათებზე. ექსპერიმენტის მსვლელობისას, ყველა მონაწილე ერთის გარდა, ექსპერიმენტატორთან წინასწარი მოლაპარაკებით განზრახ აძლევდა არასწორ პასუხს. „გულუბრყვილო სუბიექტმა“ არ იცოდა მოლაპარაკების შესახებ და ბოლოს ასრულებდა დავალებას. აღმოჩნდა, რომ გამოსაცდელთა დაახლოებით 30% ჯგუფის ზეგავლენით აძლევდა არასწორ პასუხს- ავლენდნენ კონფორმული ქცევა. ექსპერიმენტის შემდეგ, ტარდებოდა ინტერვიუ სუბიექტებთან. გამოკითხულთა უმრავლსობა აღნიშნავდა, რომ განიცდიდნენ
მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ჯგუფის მხრიდან.
შემდგომში ეს ექსპერიმენტები ტარდებოდა განსხვავებული ვარიაციებით.

რ. კრაჩფილდმა მოახდინა აშის ექსპერიმენტის
ავტომატიზაცია. ხუთი მონაწილე - ნამდვილი გამოსაცდელები - იმყოფებოდნენ ინდივიდუალურ კაბინეტებში, რომლებიც განლაგებულია იყო გვერდიგვერდ და უყურებენ ფიგურებს, გამოსახულს მოპირდაპირე
კედელზე. ყოველ კაბინეტში იყო პულტი ნათურებით და გადამრთველებით, რომელიც გამოსაცდელს საშუალებას აძლევდა შეეტყობინებინა
ექსპერიმენტატორისთვის საკუთარი მოსაზრება და დაენახა სხვების პასუხები.
დავალებების სერიების შემდეგ გამოსაცდელი აღმოაჩენდა,
რომ ის პასუხობდა ბოლო, როცა უკვე იცოდა სხვა გამოსაცდელთა პასუხები
ფალსიფიცირებული ექსპერიმენტატორის მიერ.



1986 წელს ჩ. ნემეტის მიერ თეორიულად შეიქმნა და ექსპერიმენტულად
დადასტურდა „უმციროსობისგან განსხვავების“ მოდელი, რომლის
თანახმადაც უმცირესობასთან დათანხმება ატარებს უფრო გააზრებულ და
გამყარებულ ხასიათს, ვიდრე უმრავლესობასთან დათანხმება.

ევროპელი ფსიქოლოგის მიუნის მიერ ექსპერიმენტალური მეთოდით
გამოვლინდა, რომ მოლაპარაკებების მკაცრი სტილი, რომელიც ხასიათდება არაკომპრომისულობით და აზრის კატეგორიულობით, იწვევს
უმცირესობის პოზიციების გაუარესებასა და უმრავლესობის ნორმების
გამყარებას იმდენად, რამდენადაც აყალიბებს წარმოდგენას უმცირესობის
დოგმატურობაზე. ეს ახდენს უმრავლესობაზე მისი შემდგომი ზეგავლენის
ბლოკირებას. გაცილებით ეფექტურია „რბილი“ სტილი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია მეტი ადაპტირებულობა, ფორმულირებების სირბილე.
ამ სტილით ვლინდება სხვისი აზრის პატივისცემა.

კონფორმული ქცევის ფაქტორები - პიროვნული, ჯგუფური და საქმიანობითი.
მკვლევარების მიერ გამოყოფილია კონფორმულობის ფაქტორების

გამოვლენილია უარყოფითი
დამოკიდებულება კონფორმული ქცევისადმი მიდრეკილებასა და პიროვნების შემდეგ მახასიათებლებს შორის: ინტელექტი, ლიდერობის უნარი,
სტრესისადმი ტოლერანტულობა, სოციალური აქტიურობა, პასუხისმგებლობა.
კონფორმულობის ფაქტორია რომელიმე განსაზღვრული კულტურისადმი მიკუთვნებულობა. ა. პ. სოპიკოვმა გამოავლინა,
რომ მოზარდ - ორკესტრანტებს კონფორმულობის ხარისხი უფრო მაღალი
აქვთ, ვიდრე მათივე ასაკის ბიჭებს, რომლებიც არ უკრავენ ორკესტრში.
კონფორმულობის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ ფიზიკა -
მათემატიკური ოლიმპიადების გამარჯვებულებს. ჯგუფის მაღალსტატუსიანი წევრი გაცილებით კონფორმულია, ვიდრე დაბალსტატუსიანი. ჯგუფში მაღალი
სტატუსი უზრუნველყოფილია ჯგუფურ ნორმებთან სრული თანხმობით.
ჯგუფის დაბალსტატუსიან წევრებს აქვთ ნორმების იგნორირების ტენდენცია. მისი მონაცემებით, ნორმების დაცვის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი აქვთ ჯგუფის საშუალოსტატუსიან წევრებს, რამდენადაც სტატუსის გაზრდისადმი მისწრაფებისას შეინიშნება ნორმების დაცვისადმი მიდრეკილება, ვიდრე ჯგუფში ლიდერის პოზიცია არ არის მიღწეული, რომლის შემდეგაც ნაკლებად მნიშნველოვანი ნორმებისგან გადახრა ჯგუფის მიერ უკვე აღარ კორექტირდება უარყოფითი უკუკავშირის დახმარებით.


რობერტ მერტონის ნაშრომს „სოციალური სტრუქტურა და ანომია“ საფუძვლად
უდევს სოციოლოგიური ვარაუდებს ადამიანის ბუნების შესახებ. მისი აზრით, ადამიანის მოთხოვნილებები და სურვილები სოციალური პროცესის შედეგი.
მერტონი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ნორმიდან გადახრილი ადამიანები არ წარმოადგენენ სუბკულტურულ ჯგუფს - ადამიანები გამოხატავენ დევიანტურ ქცევას სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კულტურულ სამართალზე დაფუძნებულ და სოციალურ სამართალზე დაფუძნებულ მიზნებს შორის შეუსაბამობა იწვევს დევიანტურ ქცევას. დევიანტური ქცევა
საზოგადოებაში შენარჩუნებულია იმის გამო, რომ იგი არ აჭარბებს თავის
ფუნქციას. ანომია არ არის სწრაფი სოციალური ცვლილების
შედეგი. იგი ქცევის ის ფორმაა, რომელსაც ადამიანები გამოხატავენ მაშინ, როდესაც განიცდიან სოციალურ დაძაბულობას. ამიტომ
ანომიის თეორია ასევე ცნობილია სოციალური დაძაბულობის თეორიის
სახელით. დაძაბულობა კულტურულად დადგენილ საშუალებებსა და
სოციალურად დადგენილ მიზნებს შორის არსებული ნაპრალის შედეგია. ქრონიკული შეუსაბამობა კულტურულ დაპირებებსა და სტრუქტურულ რეალობას შორის არა მხოლოდ ძირს უთხრის ინსტიტუციონალური ნორმების სოციალურ მხარდაჭერას, არამედ ხელს უწყობს ამ ნორმების დარღვევას. როგორ ახერხებენ ადამიანები ადაპტირებას გარემოს ამ
ზეწოლებთან?

კონფორმულობა არის არა დევიანტური ადაპტაცია, სადაც ადამიანები
დაკავებულნი არიან ლეგიტიმური პროფესიული ან საგანმანათლებლო
როლებით, მიუხედავად დევიაციური ქცევის მიმართ გარემოს ზეწოლებისაგან. ანუ კონფორმისტი ეთანხმება და ისწრაფვის მატერიალური
წარმატების კულტურული მიზნისაკენ ინსტიტუციონალიზებული
საშუალებებით.


ინოვაცია გულისხმობს კულტურული მიზნის მიღებას, მაგრამ ლეგიტიმური, ინსტიტუციონალიზებული საშუალებებზე
უარის თქმას. ამ ტიპის ადაპტაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ინდივიდი
კულტურული აქცენტის ასიმილირებას აკეთებს მიზანზე ინსტიტუციონალური ნორმების თანაბრად გათავისების გარეშე.
რიტუალიზმი წარმოადგენს საკმაოდ განსხვავებულ დაშორებას
კულტურული სტანდარტებიდან, ვიდრე ინოვაციაა. რიტუალისტი ზედმეტად კონფორმისტია. აქ ეკონომიკური წარმატების დომინანტური კულტურული მიზნისკენ სწრაფვა უარყოფილია ან მიტოვებულია და ინსტიტუციური ნორმების მიმართ იძულებითი კონფორმულობა თავისთავად მთავრდება.
რეტრიტიზმი კულტურული მიზნისა და ინსტიტუციონალიზებული საშუალებების უარყოფაა და გულისხმობს ორგანიზებული საზოგადოების ზეწოლისა და მოთხოვნებისაგან სრულად თავის დაღწევას. მერტონი ამ ადაპტაციას იყენებს ფსიქოზით დაავადებულთა, გარიყულების, ქრონიკული ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების ქმედებების დევიანტური როლისთვის.

მეამბოხე არა მხოლოდ უარყოფს ჩამოყალიბებული საზოგადოების მიზნებსა და საშუალებებს, არამედ აქტიურად ცდილობს ჩაანაცვლოს ისინი ახალი მიზნებით და საშუალებებით. იგი ეხება პოლიტიკური ნორმებიდან გადახვეულ ადამიანების როლურ ქცევას, რომლებიც ცდილობენ მნიშვნელოვნად შეცვალონ საზოგადოების არსებული სტრუქტურა. თავის გვიანდელ ნაშრომში მერტონი
იყენებს ტერმინს არაკონფორმულობას იმისათვის, რომ აჯანყება დაუპირისპიროს დევიანტური ქცევის სხვა ფორმებს, რომლებიც ატიპიურია. არაკონფორმული მეამბოხე სხვებივით ფარული არ არის, აჯანყებული საჯაროდ
აღიარებს მის განზრახვას შეცვალოს ეს ნორმები და სოციალური სტრუქტურა, რომლებიც ხელს უწყობს უკეთესი, უფრო სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას.

მერტონმა განსაზღვრა ანომია, როგორც: ”კულტურული სტრუქტურის შეფერხება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მწვავე შეუსაბამობა არსებობს კულტურულ ნორმებს, მიზნებსა და ჯგუფის წევრთა სოციალურად სტრუქტურირებულ შესაძლებლობებს შორის.” ამ კონცეფციაში კულტურულმა ფასეულობებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება თვით
ფასეულობათა მანდატებს.
ანომია გულისხმობს "სოციალური სისტემის საკუთრებას და არა ამა
თუ იმ ინდივიდის გონების მდგომარეობას სისტემის ფარგლებში" მაგალითად, ანომიის მდგომარეობა არსებობს მაშინ, როდესაც ხდება ზოგადად
რწმენის დაკარგვა მთავრობის ქმედითობის მიმართ, როდესაც სახელშეკრულებო თანამშრომლობა უფრო მეტად ხასიათდება უნდობლობით, ვიდრე
ნდობით, ან როდესაც შფოთი შეიპყრობს საზოგადოებას კრიმინალის დონის
საგანგაშო ზრდის გამო.

რ. ჩალდინი გამოყოფს რიგ ფაქტორებს, რომელთა ფონზეც
ინდივიდი ავლენს მომეტებულ კონფორმულობას: სიტუაციის გაურკვევლობა, საზოგადოებაში ავტორიტეტის მაღალი სტატუსი (აქედანაა ტენდენცია
მათ დაექვემდებარონ), საზოგადოების უმრავლესობის აზრისადმი დიდი
ნდობა, და ა.შ

ხ. კენტრილი იმ მიზეზებად, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისებურებების გამოვლენა, ასახელებს მდგომარეობას ქვეყანასა და მსოფლიოში. ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამების წინააღმდეგობების, სხვა ქვეყნების მხრიდან ექსპანსიის მუქარის, ხანგრძლივი უმუშევრობის, მოვლენებზე ზეგავლენის ან შეცვლის შეუძლებლობის შემთხვევაში - ეს ფაქტორები იწვევენ სულიერ არასტაბილურობას და ამის ფონზე, კონფორმულობის
ტენდენციას.

არსებით როლს, ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, ასრულებს ავტორიტეტულობის ფაქტორი: მასმედია, ხელისუფლების
წარმომადგენლები, საზოგადოებაში არსებული აზროვნების სტანდარტები,
რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის კონცეპტუალურ აპარატს. დამატებით
ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს, აგრეთვე, ინდივიდის ეკონომიკური
მდგომარეობა – კონფორმულობის მეტად გამოხატული ტენდენცია აღინიშნება დაბალი ეკონომიკური მდგომარეობის შემთხვევაში. ინდივიდის ეკონომიკური მდგომარეობისგან დამოუკიდებელ არსებით ფაქტორად გვევლინება
განათლება – რაც უფრო მაღალია განათლების ცენზი, მით ნაკლებადაა
ინდივიდი კონფორმულობისკენ მიდრეკილი. გავლენას ახდენენ ასაკობრივი
თავისებურებებიც – რაც მეტია ინდივიდის ასაკი, ზრდის პარალელურად,
კონფორმულობის ტენდენცია მატულობს.

ინდივიდის პიროვნული თავისებურებები
ვლინდება განსაზღვრულ გარეგან ზემოქმედებებთან კონტექსტში,
ინდივიდის კონფორმულობის ტენდენცია მჭიდრო კავშირშია გარეგანი
სოციალური გარემოს ზემოქმედებასთან. დ. მაიერსის თქმით, „დოგმები ვერ განსაზღვრავს ქცევას, თუ გარეგანი ზემოქმედება შინაგან რწმენაზე მაღალია“.

ინდივიდის პიროვნული თავისებურებები, რომლებიც ხელს
უწყობს სოციალურ - ფსიქოლოგიური ზემოქმედების
დამაჯერებლობის ხარისხის გაზრდას
სოციალურ - ფსიქოლოგიური ზეგავლენის გარდა, ინდივიდის კონფორმულობის ტენდენციაზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ასაკი, სქესი, პროფესია. ცნობილია, მაგალითად, რომ მოზარდ,
სიჭაბუკის ასაკში კონფორმატულობის ტენდენცია ყველაზე მაღალია,
შემდეგ კლებულობს და 25 წლის შემდეგ ყველა ადამიანს რჩება თავის
ინდივიდუალურ დონეზე.

image

კონფორმიზმს საუკეთესოდ აღწერს ბერტოლუჩის ფილმი "კონფორმისტი"

1
33
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
33
  
2022, 14 აგვისტო, 8:44
ტყუილია,როცა ვიძახით რო ადამიანები სხვა ადამიანის მოთხოვნილებებსაც ითვალისწინებენ და ასე ყალიბდებიან პიროვნებებად. ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოქმედებენ,ასე უყალიბდებათ საჭიროებები და ასე წარმოქმნიან მოთხოვნას. აქ უნდა გაირჩეს განსხვავება მოთხოვნილებას და მოთხოვნას შორის,ეს ორი ერთი და იგივე არ არის. ადამიანებს ბევრი მოთხოვნილება აქვთ,მაგრამ ყველაფერზე მოთხოვნას არ ქმნიან. აქ შემოდის საჭიროების მცნება,რომელიც ყალიბდება მოთხოვნილებისგან და როგორც უკვე ვთქვი,წარმოქმნის მოთხოვნას. სხვა ადამიანის მოთხოვნილება არის მხოლოდ მისი და მისი გათვალისწინებით თავს არავინ არ იღლის,ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. პირობითად,თუ ადამიანს სურს ყავდეს შხამიანი გველი ეზოში,მაშინ ის დაფიქრდება მეზობლებზე,არა იმიტომ რო მათი დაცულობა აინტერესებს,არამედ იმიტომ რო მისი უმთავრესი მოთხოვნილება არის დაცულობა,რომელიც შეიძლება დაირღვეს კონფლიქტური სიტუაციის დროს. თუ მეზობელს ეცოდინება შხამიანი გველის არსებობის შესახებ,ის ნაბიჯებს გადადგავს თავის დასაცავად,რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შხამიანი გველის მეპატრონეს. მსჯელობის წაყვანა ისე,თითქოს ადამიანები სხვა ადამიანების მოთხოვნილებებს ითვალისწინებს არის ტყუილი მსჯელობა,უფრო ადამიანების ტვინის გამორეცხვას ემსახურება.
0 1 1