შოუბიზნესი არქივი: ჯანეტ ქერდიყოშვილის გამოსვლა "Хочу V ВИА Гру"სადაც ვოლოდიმერ ზელენსკი იყო ჟიურის წევრი(ვიდეო) 2022, 11 აგვისტო, 15:02 ![]() 2011 წლის "მის საქართველომ" ჯანეტ ქედრიყოშვილმა მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში Хочу V ВИА Гру(მინდა "ვია გრა-" ში)სადაც წამყვანი იყო უკრიანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ კონსტანტინე მელაძე, ჯგუფ ვიაგრას დამფუძნებელი და მისი მეუღელე ვერა ბრეჟნევა. ვოლოდიმერ ზელენსკის და ჯანეტ ქერდიყოშვილს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: -გამარჯობა ჯანეტ -საღამო მშვიოდბისა -მე მითხრეს, რომ თქვენ არ გყავთ შეყვარებული და ..თქვენ ასეთი უნიკალური სიტუაცია გაქვთ ცხოვრებაში, არასდროს ყოფილხართ შეყვარებული. ამის შემდეგ ჟანეტ ქედიყოშვილი საუბრობს, იმაზე, რომ რადგან შეყვარებული არ ჰყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია სიყვარული, ამბობს, რომ მას უყვარს ოჯახი, მეგობრები და ახლობლები, ამიტომ სიყვარული შინაგანადაა მასში. Хочу V ВИА Гру -მუსიკალური შესარჩევი კონკურსი გაიმართა მას შემდეგ, როდესაც კონსტანტინე მელაძემ 2012 წელს ჯგუფ "ვია გრას" დაშლის შესახებ გამოაცხადა. მუსიკალური საერთაშორისო რეალითი შოუს მიზანი იყო ჯგუფის ახალი შემადგენლობის მონაწილეთა მოსაძებნა. საბოლოდ პროექტის გამარჯვებულები და ჯგუფის წევრები გახდნენ : ანასტასია კოჟევნიკოვა, მაშა რომანოვა და ერიკა ჰერცეგი. ფინალისტები ალიონა კარიმსკაია და ალექსანდრა პოპოვა შეუერთდნენ კვარტეტს "ტაბუს", რომლის პროდიუსერი ანა სედოკოვა იყო, მაგრამ ჯგუფი დიდხანს არ იარსება და დაიშალა ჯანეტ ქერდიყოშვილი პეტერბურგში დაიბადა, იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, თუმცა წინაპრები გორიდან იყვნენ: - 1991 წელს, პეტერბურგში დავიბადე. ბაბუაჩემი წარმოშობით გორიდან იყო. ერთ ზაფხულს დასასვენებლად აფხაზეთში წავიდა, სადაც ბებო გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და გორელი ბიჭი მეგრელებმა აფხაზეთში დაიტოვეს. მამაჩემი აფხაზეთში გაჩნდა. სხვათა შორის, დედაც ოჩამჩირიდანაა, მაგრამ 14 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა, სკოლაც იქ დაამთავრა და სამედიცინო უნივერსიტეტიც... დედამ და მამამ ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს, იქვე შექმნეს ოჯახი და ვინაიდან მეც იქ დავიბადე, ცხადია, რუსეთის მოქალაქეობა მომენიჭა.-ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქერდიყოშვილი. 842 3-ს მოსწონს
|