x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122661
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
მალაიზიელი ფეხბურთელის უცნაური და კომიკური სიმულაცია.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო მალაიზიაში ჩატარებული ფეხბურთის მატჩიდან.
image

ერთ-ერთი ადგილობრივი გუნდის მოთამაშემ ხტუნვა და ცეკვა დაიწყო, რასაც მოწინააღმდეგის წინ გამომწვევად აკეთებდა. მეტოქემ ვერ გაუძლო ამ შესრულებას და მსუბუქად უბიძგა მოცეკვავე მოთამაშეს. ფეხბურთელი მინდორზე დაეცა და "ჯოჯოხეთური ტკივილის" გამო კრუნჩხვები დაიწყო.



წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები ცდილობდნენ გაზონიდან წამოეყენებინათ მეტოქე, მაგრამ ის დაჟინებით აგრძელებდა კოტრიალს. საქმე ისაა, რომ მისი გუნდი მატჩის ბოლოს მინიმალური ანგარიშით იგებდა და ფეხბურთელმა სპექტაკლის გამართვა გადაწყვიტა, რათა მოწინააღმდეგის პროვოცირება მოეხდინა და დრო გაეყვანა. მაგრამ ყველაფერი ზედმეტად "სასაცილო" აღმოჩნდა.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0